ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს.

ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ოჯახი
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.
წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.
ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წლეს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.
ამჟამად წყვილი პარიზში ცხოვრობს. ნიცა პატარა დამიანესთან ერთად ყოველთვის ესწრება მეუღლის თამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში
ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური მოგზაურობის შემდეგ თამაში პარიზულ კლუბში გააგრძელა. ის პსჟ-სთან ინტერვიუში საუბრობს, როგორ მოსწონს ქალაქი და როგორ ეგუება პარიზულ ცხოვრებას. „ყველასთვის ცნობილია, რომ პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. აქ ბედნიერი ვარ და ამ გუნდში თამაში მიხარია.
მართალი გითხრათ, ეს რაღაც წარმოუდგენელია. ყველაფერი იდეალურად წარიმართა: შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობ და დიდებული გუნდის წევრი ვარ. მგონია, ქალაქი მნიშვნელოვანია, მეტადრე როცა ოჯახი გყავს, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს. სიმშვიდე და კარგი პირობები გვაქვს. თბილი მიღებისთვის მინდა თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, აგრეთვე იმისათვის, რომ კლუბზე და ცხოვრების აქაურ წესზე ბევრი რამ მომიყვნენ“.
