"საერთოდ დავიშალე ყველაფერი, რაც გაკეთებული მქონდა. განსაკუთრებით არ მომწონდა ტუჩი" - მარიამ შუკაკიძე - Marao

"საერთოდ დავიშალე ყველაფერი, რაც გაკეთებული მქონდა. განსაკუთრებით არ მომწონდა ტუჩი" - მარიამ შუკაკიძე

2025-06-19 11:23:35+04:00

სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები მარიამ შუკაკიძისა და დავით ბოლქვაძის წყვილს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს. წყვილი ბათუმში ცხოვრობს.

დავით ბოლქვაძე მეზღვაურია და ხშირად უწევს ოჯახიდან შორს ყოფნა, მარიამი კი სამ გოგონას ზრდის და სოციალურ ქსელში აქტიურობასაც ახერხებს.

ამჯერად კი გამომწერების კითხვებს პასუხობს:

სახეზე რას იკეთებ?

- დავიწყებ იმით, რომ საერთოდ დავიშალე ყველაფერი, რაც გაკეთებული მქონდა. განსაკუთრებით არ მომწონდა ტუჩი. შემდეგ კი მინიმალურად გავიკეთე ის, რაც მჭირდებოდა. სახის კანიც გაღიზიანებული მქონდა, მაგრამ ღმერთს მადლობა, გამომისწორდა და ისევ იდეალურადაა. 

  • "ქმარი, რომელმაც ზუსტად იცის ჩემი ფასი, რომელიც მიყურებს გაბრწყინებული თვალებით" - გოგო ყველაზე მეტი გამომწერით: მარიამ შუკაკიძე ოჯახისა და წარმატების შესახებ 

mariam

  • "'თუ ვინ­მემ გული მატ­კი­ნა, დიდი უბე­დუ­რე­ბა და­ე­მარ­თა. უძ­ლი­ე­რე­სი ენერ­გე­ტი­კა მაქვს" - მარიამ შუკაკიძე განსაკუთრებული ნიჭის შესახებ 

მარიამ შუკაკიძე 

მარიამ შუკაკიძე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მისი გამომწერების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. ის ქართველ ცნობილ სახეებსა და ინფლუენსერებს შორის 4.6 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რით "ინსტაგრამ ფოლოვერით"  ლიდერია. მან ცოტა ხნის წინ საკუთარი სილამაზის ცენტრიც გახსნა და მის გვერდზე ამ მიმართულებით რჩევებსაც ნახავთ. 

"სანამ ჩემს მეუღლეს გავიცნობდი, მე უკვე „ინფლუენსერი“ ვიყავი. იმ დროს ამ საქმიანობის შესახებ ბევრმა საერთოდ არ იცოდა. ვიღებდი ფოტოებს, ლამაზად ვიცმევდი, რეკლამებს ვაკეთებდი და ასე დავიწყე თანხის გამომუშავება. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად მხოლოდ მეუღლეზე ვარ დამოკიდებული. თვითონაც მაქვს შემოსავალი. მეუღლეს თავისი ბიზნესები აქვს, კაპიტანია და სამი თვით მიდის ხოლმე, მაგრამ ის ჩემი მთავარი საყრდენია და ყველაფერში გვერდით მიდგას.

  • "'თუ ვინ­მემ გული მატ­კი­ნა, დიდი უბე­დუ­რე­ბა და­ე­მარ­თა. უძ­ლი­ე­რე­სი ენერ­გე­ტი­კა მაქვს" - მარიამ შუკაკიძე განსაკუთრებული ნიჭის შესახებ 

ექვსი წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა ონლაინმაღაზიებით დავიწყეთ, ვცდილობდი, ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ყოველთვის მინდოდა პოპულარობა, ძალიან ბევრ შრომას ვდებდი საკუთარ თავში. ერთი ფოტოს გადაღება ფინანსურადაც საკმაოდ დიდი თანხა მიჯდებოდა და ასევე, დრო და ენერგიაც დიდი მიჰქონდა. ამას ვაკეთებდი იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში ლამაზად წარმომეჩინა ყველაფერი. ჩემი ფოტოები ხშირად მხვდებოდა სხვადასხვა გვერდებზე, მიდიოდა განხილვა და ჩემი პოპულარობა იმატებდა. რაც უფრო მეტად აქტიური ხარ და „ინსტაგრამზე“ გამომწერები გემატება, შემოთავაზებებიც იზრდება და შესაბამისად, შემოსავალიც. ასე მოვედი აქამდე. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი თავისით მოვიდა. საერთოდ, ნებისმიერ საქმეში ასეა, ჭკუაც საჭიროა, ენერგიაც და დიდი შრომაც, თუ გინდა, სასურველ შედეგს მიაღწიო. ფეხი ფეხზე გადადებული ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ, არ მქონია ამბიცია, რომ ჩემთან რაღაც თავისით მოვიდოდა. კარგად მაქვს გააზრებული, რომ თუ რამე მინდა, ამისთვის უნდა ვიშრომო კიდეც. შესაბამისად, ეს ბიზნესიც ლოგიკური გაგრძელება იყო. საქმიანი კუთხით მალე თბილისთან დაკავშირებითაც გვაქვს გეგმები, თუმცა, ამაზე მოგვიანებით, ახლა კი იმას ვიტყვი, რომ უკვე სამი თვეა, საკუთარი კოსმეტიკური ხაზის გამოშვებას ვაპირებ. მინდა, ჩემი ბრენდი შევქმნა. მეუღლესთან და პარტნიორებთან ერთად აქტიურად დავდივარ საზღვარგარეთ, ვეძებ საუკეთესო ქარხნებს, მაღალი ხარისხის მასალებს და როდესაც ყველაფერი დალაგდება, ჩემი კოსმეტიკური ხაზის პრეზენტაციასაც გავმართავ" - ამბობდა მარიამი. 

  • "მიყვარს საქართველო და ჩემი ქვეყანა... მე თქვენ გვერდით ვარ, ჩემო ლამაზო ქართველებო" - მარიამ შუკაკიძე