ნუკი კოშკელიშვილი ორსულადაა - Marao

დიდი სიახლე და მოლოდინი - ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილს ელოდება

2025-06-20 10:41:32+04:00

ნუკი კოშკელიშვილი და მისის მეუღლე, ბენი  გამომწერებს ახალ ინფორმაციას უზიარებენ. წყვილი მალე მეორე შვილის მშობლები გახდება.

„ნუკი, რატომ აღარ დებ ლუქების ვიდეოს? ნუკი, ცოტა მომატებული მეჩვენები… რაღაც იმდენ სთორის აღარ დებ… ამჯერად დიდხანს გამოგვივიდა საიდუმლოს შენახვა”, - ამ წარწერით ამცნო საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაცია.

2023 წელს ცნობილი გახდა, რომ ნუკი და ბენი მეორე შვილს ელოდებოდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ნუკის მუცელი მოეშალა. ამ ამბის შემდეგ ნუკიმ გამომწერებს გამხნევებისთვის მადლობა გადაუხადა:

  • "რა დრო იყო, აქ ვარ 18 წლის" - ნუკი კოშკელიშვილი წლების წინ გადაღებულ კადრებს აზიარებს 

„იმდენი კეთილი და თბილი მესიჯი მივიღე ყველასგან, უღრმესი მადლობა. ცოტა აზრზე მოვალ და ყველაფერს მოგიყვებით. ისეთი გავრცელებული ყოფილა მოშლის შემთხვევები და რატომღაც არავინ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს“, – წერდა ნუკი კოშკელიშვილი.

nuki_koshkelishvili

ნუკი კოშკელიშვილის ბიოგრაფია 

ნუკი კოშკელიშვილი დაიბადა 1990 წლის 9 ივნისს. კარიერა მან “მის საქართველოს” კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, რამაც მისცა ბიძგი სატელევიზიო სფეროში შესვლისთვის. მალე ის გახდა “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი და მონაწილეობა მიიღო პოპულარულ სერიალში “კლინიკა”. ნუკის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც პირდაპირ ეთერში მუშაობას, ასევე ჩაწერილი გადაცემების წაყვანას. საზოგადოებამ იგი ერთი-ორად შეიყვარა ტელეშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების”  შემდეგაც.

  • "ეს ერთი ფოტო მაქვს მხოლოდ ბანკეტიდან - მიყვარს ჩემი კლასელი ბიჭი, აი, ღამეების განმავლობაში არ მძინავს..." - ნუკი კოშკელიშვილის ბანკეტის ამბავი

პარალელურად, ნუკიმ წარმატებული კარიერა აიწყო მოდის სფეროშიც და მონაწილეობას იღებდა არაერთი ბრენდის სარეკლამო კამპანიებსა თუ ფოტოსესიებში.

ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული. 

მისი რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. "რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე რაღაცებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"- ამბობდა ნუკი მაშინ. 

ბენი მალევე გახდა "ქართველების საყვარელი სიძე" - ამ ფრაზით კომენტარებში მას ხშირად მოიხსენიებენ. ბენი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს, სწავლობს ქართულს და უყვარს ქართული კერძები. მის პირად გვერდზე ნახავთ არაერთ ვიდეოს, სადაც ის ჩვენს ტრადიციულ კერძებს ამზადებს. 

  • "მის საქართველო", ბრძოლა ჭარბ წონასთან, ბედნიერი ოჯახი და ამერიკული თავგადასავალი: ნუკი კოშკელიშვილის პორტრეტი 

ბენსა და ნუკის ერთი შვილი, ოლივერი ჰყავთ. ოლივერი საქართველოში დიდ დროს ატარებს და, როგორც ჩანს, დედასთან ერთად მოგზაურობაც უყვარს. 

ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. ის ბოლო წლებში არაერთი პოპულარული შოუს წამყვანად ვიხილეთ. ნუკიმ კულინარიულ შოუშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ მოიპოვა, დიდი ენთუზიაზმი და მონდომება გამოავლინა.