TOP 8 ქართველი ბალერინა - Marao

TOP 8 ქართველი ბალერინა - სილამაზისა და ნიჭის საოცარი სინთეზის ამბავი (ნაწილი II)

2025-06-20 14:59:05+04:00

საბჭოთა პერიოდში ბალეტი საქართველოში სწრაფად ვითარდებოდა. 1922 წელს  თბილისის სახელმწიფო ბალეტის სტუდია დაარსდა, რომელიც 1945 წელს  თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრად გარდაიქმნა. 

ბალეტის ისტორიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სცენის გამორჩეულმა ბალერინებმა. მათმა ოსტატობამ ქართულ ბალეტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

  • TOP 10 ქართველი ბალერინა: ყველა დროის გამორჩეული სახეები 

ჩვენ სხვადასხვა დროის წარმატებულ ქართველ ბალერინებზე უკვე შემოგთავაზეთ ერთი სტატია, ქვემოთ კი კიდევ რამდენიმე მათგანის შესახებ მოგიყვებით და მათ წარმატებებს გაგაცნობთ. 

ევგენია გელოვანი 

ქართველი ბალერინა ევგენია გელოვანი 1926 წლის 25 სექტემბერს დაიბადა. მისის ნამდვილი გვარი მინსკაია. 1936-19454 წლებში მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა. 1945-1966 წლებშ კი თბილისის ოპერისა და ბალეტის წამყვანი ბალერინა იყო. შესრულებული აქვს ისეთი როლები, როგორებიცაა: ოდეტა–ოდილია, მზეთუნახავი, თამარი და სხვა. 1955 წელს კი ქართულ ფილმში „ქართული ბალეტის ოსტატები“ გადაიღეს.

evgenia_gelovani

ირა ჯანდიერი

ირა ჯანდიერი 1940 წლის 10 ნოემბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1956 წელს თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა და თბილისის ოპერისა და ბალეტის წამყვანი ბალერინა გახდა. ირა ჯანდიერის შესრულება გამოირჩეოდა სინატიფითა და სინარნარით.

შესრულებული პარტიები, როგორიცა ოდეტა-ოდილია, ავრორა, მედეა, ფრანჩესკადა სხვ. ამასთან, გადაღებულია ფილმ „პრომეთეში“.

ira_jandieri

ლილიანა მითაიშვილი

ლილიანა მითაიშვილი 5 წლის იქნებოდა, როცა საბალეტო სტუდიაში მიიყვანეს, მაგრამ ვინაიდან პატარა და გამხდარი იყო, გოგონა მაშინვე დაიწუნეს.

1954 წელს დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი. მის რეპერტუარში ბევრი გამორჩეული როლია, მათ შორის: ოდეტა-ოდილია,  ჟიზელი, ქალიშვილი, მანიჟე და სხვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1972 წელს კი – სახალხო არტისტის წოდება.

liliana_mitaishvili

  • 84 წლის წლის ბალერინა: მადამ სუზელ პულის საოცარი ისტორია 

ლალი კანდელაკი

ქართველი პრიმა-ბალერინა, ლალი კანდელაკი 1972 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. 1990 წელს დაამთავრა თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი.

ლალი კანდელაკი ვარნის მე-19 საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ლაურეატია. 2000 წელს მან ამ კონკურსზე ოქროს მედალი და პირველი პრემია მოიპოვა.

კანდელაკი სხვადასხვა თეატრის სცენებზე ცეკვავდა მსოფლიო ბალეტის ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: იგორ ზელენსკისთან, ანხელ კორელასთან, დევიდ ჰოლბერგთან,  ანდრეი უვაროვთან, იური კლევცოვთან, დიმიტრი ბელოგოლოვცევი.

lali_kandelaki

  • ლეგენდარული ნინო რამიშვილის დაბადებიდან 115 წელი გავიდა: "ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, იმიტომ, რომ მამაჩემი უმეტესად გადასახლებაში იყო" 

ნინო გოგუა

ნინო გოგუამ თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 2004 წელს დაამთავრა და იმავე წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მსახიობი გახდა, 2008 წლიდან კი - ბალეტის წამყვანი სოლისტი. The New York Times ნინო გოგუაზე წერდა: „...ეშხიანი და ექსპრესიული გოგუა, რომელიც ნებისმიერ კომპანიას სიცოცხლეს შესძენდა, კვლავ შეუდარებელი იყო“.

2016 წლიდან ნინო გოგუა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტი და პედაგოგია.

nino_gogua

მაია ზურაშვილი

მაია ზურაშვილი 1980-2005 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო. მონაწილეობა მიღებული აქვს შემდეგ რეპერტუარებში:  „ჟიზელი“,„დონ კიხოტი“, „ბაიადერა“, „გორდა“ და სხვ.

maia_zurashvili

  • "სუხიშვილების" ყველა დროის 5 გამორჩეული მოცეკვავე 

ნინო მათიაშვილი

ნინო მათიაშვილი წარმატებული ქართველი ბალერინაა. „თბილისელებთან“ ინტერვიუში ნინო საკუთარი ბავშვობის შესახებ იხსენებს: „რაც თავი მახსოვს, სულ ვცეკვავ, შეიძლება ითქვას, ოპერის თეატრში გავიზარდე. დედა თბილისის ოპერისა და ბალეტის წამყვანი ბალერინა იყო და, შესაბამისად, ბალეტი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. 7 წლის ასაკიდან ოპერის თეატრში ხელფასი მერიცხებოდა, რადგან ვმონაწილეობდი იმ საოპერო და საბალეტო სპექტაკლებში, სადაც პატარა მოცეკვავე სჭირდებოდათ. 10 წლის ასაკში ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩავაბარე და 8-წლიანი სწავლების შემდეგ ოპერისა და ბალეტის დასის წევრი გავხდი“.

nino_matiashvili

ანა ტურაზაშვილი

ანა ტურაზაშვილი 1989 წელს, თბილისში დაიბადა. 1999 წელს იგი ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩაირიცხა და თავიდანვე გამოირჩეოდა, როგორც საბალეტო მონაცემების, ასევე ცეკვის ნიჭით. 2004-2007 წლებში სწავლა მოსკოვის სახელმწიფო ქორეოგრაფიის აკადემიაში განაგრძო.

2007-2009 წლებში ტურაზაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასში განაგრძო ცეკვა, ხოლო 2009 წელს ისევ მოსკოვში გადაწყვიტა წასვლა და დიდი თეატრის დასის ბალერინა გახდა.

ana_turazashvili