საბჭოთა პერიოდში ბალეტი საქართველოში სწრაფად ვითარდებოდა. 1922 წელს თბილისის სახელმწიფო ბალეტის სტუდია დაარსდა, რომელიც 1945 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრად გარდაიქმნა.
ბალეტის ისტორიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სცენის გამორჩეულმა ბალერინებმა. მათმა ოსტატობამ ქართულ ბალეტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
ჩვენ სხვადასხვა დროის წარმატებულ ქართველ ბალერინებზე უკვე შემოგთავაზეთ ერთი სტატია, ქვემოთ კი კიდევ რამდენიმე მათგანის შესახებ მოგიყვებით და მათ წარმატებებს გაგაცნობთ.
ქართველი ბალერინა ევგენია გელოვანი 1926 წლის 25 სექტემბერს დაიბადა. მისის ნამდვილი გვარი მინსკაია. 1936-19454 წლებში მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა. 1945-1966 წლებშ კი თბილისის ოპერისა და ბალეტის წამყვანი ბალერინა იყო. შესრულებული აქვს ისეთი როლები, როგორებიცაა: ოდეტა–ოდილია, მზეთუნახავი, თამარი და სხვა. 1955 წელს კი ქართულ ფილმში „ქართული ბალეტის ოსტატები“ გადაიღეს.
ირა ჯანდიერი 1940 წლის 10 ნოემბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1956 წელს თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა და თბილისის ოპერისა და ბალეტის წამყვანი ბალერინა გახდა. ირა ჯანდიერის შესრულება გამოირჩეოდა სინატიფითა და სინარნარით.
შესრულებული პარტიები, როგორიცა ოდეტა-ოდილია, ავრორა, მედეა, ფრანჩესკადა სხვ. ამასთან, გადაღებულია ფილმ „პრომეთეში“.
ნინო სამადაშვილი საბალეტო დასის წამყვანი მოცეკვავეა. მას მიწვევები არაერთ ქვეყანაში აქვს და, მიუხედავად დიდი წარმატებისა, თვლის, რომ ამ პროფესიაში არ არსებობს მაქსიმუმი, შრომა და განვითარება კი უწყვეტი პროცესია.
ნინო იხსენებს, რომ ამ ჯადოსნურ სამყაროში პირველად 6 წლისამ შეაბიჯა:
"ექვსი წლისამ შევდგი ფეხი ამ საოცარ სამყაროში... რა თქმა უნდა, არ ვიცოდი საბალეტო ხელოვნება რამდენ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ჩემთვის წარმოსახვის დონეზე გახლდათ, ესთეტიკურად რომ ძალიან ლამაზია, საყვარელი "პაჩკა" მეცმეოდა, მექნებოდა პუანტები, ლენტები... "
ნინოსთვის განსაკუთრებული იყო პედაგოგთან, ნინო ანანიაშვილთან ურთიერთობაც:
"ქორეოგრაფიულ სასწავლებელში როდესაც ჩავაბარე, ათი წლის ვიყავი და ჩემი ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა სწავლა სხვა ქვეყანაში გამეგრძელებინა. როდესაც გავიგეთ, ქალბატონი ნინო საქართველოში ჩამოდიოდა, მათი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. ამბობდნენ, კარგი იქნება ნინო თუ საბალეტო სკოლაში დარჩება და სწავლას გააგრძელებსო... უცნაურია, მაგრამ ნინო ანანიაშვილთან შეხვედრის პირველი დღე არ მახსოვს. ნათლად ჩამრჩა საბალეტო სკოლაში რომ მოდიოდა და გაკვეთილებს გვიტარებდა...", - იხსენებდა ბალერინა.
ქართველი პრიმა-ბალერინა, ლალი კანდელაკი 1972 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. 1990 წელს დაამთავრა თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი.
ლალი კანდელაკი ვარნის მე-19 საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ლაურეატია. 2000 წელს მან ამ კონკურსზე ოქროს მედალი და პირველი პრემია მოიპოვა.
კანდელაკი სხვადასხვა თეატრის სცენებზე ცეკვავდა მსოფლიო ბალეტის ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: იგორ ზელენსკისთან, ანხელ კორელასთან, დევიდ ჰოლბერგთან, ანდრეი უვაროვთან, იური კლევცოვთან, დიმიტრი ბელოგოლოვცევი.
ნინო გოგუამ თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 2004 წელს დაამთავრა და იმავე წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მსახიობი გახდა, 2008 წლიდან კი - ბალეტის წამყვანი სოლისტი. The New York Times ნინო გოგუაზე წერდა: „...ეშხიანი და ექსპრესიული გოგუა, რომელიც ნებისმიერ კომპანიას სიცოცხლეს შესძენდა, კვლავ შეუდარებელი იყო“.
2016 წლიდან ნინო გოგუა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტი და პედაგოგია.
მაია ზურაშვილი 1980-2005 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო. მონაწილეობა მიღებული აქვს შემდეგ რეპერტუარებში: „ჟიზელი“,„დონ კიხოტი“, „ბაიადერა“, „გორდა“ და სხვ.
ნინო მათიაშვილი წარმატებული ქართველი ბალერინაა. „თბილისელებთან“ ინტერვიუში ნინო საკუთარი ბავშვობის შესახებ იხსენებს: „რაც თავი მახსოვს, სულ ვცეკვავ, შეიძლება ითქვას, ოპერის თეატრში გავიზარდე. დედა თბილისის ოპერისა და ბალეტის წამყვანი ბალერინა იყო და, შესაბამისად, ბალეტი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. 7 წლის ასაკიდან ოპერის თეატრში ხელფასი მერიცხებოდა, რადგან ვმონაწილეობდი იმ საოპერო და საბალეტო სპექტაკლებში, სადაც პატარა მოცეკვავე სჭირდებოდათ. 10 წლის ასაკში ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩავაბარე და 8-წლიანი სწავლების შემდეგ ოპერისა და ბალეტის დასის წევრი გავხდი“.
ანა ტურაზაშვილი 1989 წელს, თბილისში დაიბადა. 1999 წელს იგი ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩაირიცხა და თავიდანვე გამოირჩეოდა, როგორც საბალეტო მონაცემების, ასევე ცეკვის ნიჭით. 2004-2007 წლებში სწავლა მოსკოვის სახელმწიფო ქორეოგრაფიის აკადემიაში განაგრძო.
2007-2009 წლებში ტურაზაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასში განაგრძო ცეკვა, ხოლო 2009 წელს ისევ მოსკოვში გადაწყვიტა წასვლა და დიდი თეატრის დასის ბალერინა გახდა.