GUCCI-მ სულ ცოტა ხნის წინ ლეგენდარული მოდელის, GG Marmont handbag-ის ახალი ვერსია წარადგინა. კარგად ნაცნობი ფორმის, მაგრამ არაორდინალური სტრუქტურის ჩანთებმა უკვე დაიპყრო უამრავი ადამიანის გული.

"ზაფხულის სეზონისთვის განკუთვნილი GG Marmont თავისი პასტელური ტონებით ყველაზე ტკბილ სურვილებსაც დააკმაყოფილებს. ეს ჩანთაზე მეტია - ეს ნამდვილი ლტოლვაა", - წერს GUCCI.
"სუფრასა და თქვენს გარდერობში ყველაზე ტკბილი ნივთი - GG Marmont ზაფხულის სტილს ახალი კანფეტისფერი ფერებით გაგიახლებთ".

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია GUCCI-ის კრეატიული დირექტორი გახდა. ოფიციალური ინფორმაციით, ის GUCCI-სთვის მუშაობას 2025 წლის ივლისიდან დაიწყებს, მას შემდეგ, რაც 6 ივლისს Balenciaga-ს ბოლო შოუს გამართავს, GUCCI-ს პირველ კოლექციას კი სექტემბერში წარადგენს, თუმცა ახალი ჩანთების ქვეშ უკვე წერენ, რომ ამ იდეაში დემნას მონაწილეობა იგრძნობა. "დემნა, აქ ხარ?", "ვხედავ დემნას წვლილს ამ ყველაფერში", - წაიკითხავთ კომენტარებში.
GG Marmont - ისტორია
GG Marmont-ის ხაზი შექმნა კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის. მისი შთაგონება შთაგონება Gucci-ს 70-იანი წლების არქივი იყო - ორმაგი G ლოგო. სახელწოდება “Marmont” კი უკავშირდება ლოს-ანჯელესში მდებარე ბოჰემური სტილის სასტუმრო Château Marmont-ს, რომელიც მიკელესთვის ნოსტალგიური და თავისუფალი მუზა იყო.
ანტიკვარული ფერის ორმაგ G ლოგოზე მუშაობა, სადაც ორივე G მარჯვნივ არის მიმართული, მიკელესთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით კი ეს მოდელი ცნობილი სახეების, მაგალითად, მარგო რობისა და კენდალ ჯენერის საყვარელ მოდელად იქცა.
GG Marmont 2016 წლიდან ითვლება Gucci-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ჩანთად. ამ მოდელის უნიკალურობას მისი

ისტორიული ნიშისა და თანამედროვე ელემენტების შერწყმა განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ მოდის ტენდენციები მუდმივად იცვლება, GG Marmont სამუდამოდ რჩება ელეგანტურობის სიმბოლოდ და არასდროს კარგავს პოპულარობას.
GG Marmont-ის ფასი მისი ზომის მიხედვით იცვლება და 980-დან 2 250 ევრომდე მერყეობს.