შემზარავი-საყვარელი საკოლექციო თოჯინების ბუმი: Labubu-ს ისტორია და საფრთხეები, რომლებზეც არავინ საუბრობს - Marao

შემზარავი-საყვარელი საკოლექციო თოჯინების ბუმი: Labubu-ს ისტორია და საფრთხეები, რომლებზეც არავინ საუბრობს

2025-06-25 12:25:59+04:00

Labubus - ფუმფულა, ბასრკბილებიანი ფიგურები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ქამრებისა და ჩანთების დამატებით აქსესუარია, მხოლოდ სათამაშო არ არის. ისინი კულტურულ და კომერციულ ფენომენად იქცნენ.

შემზარავი-საყვარელი საკოლექციო ნივთები, რომლებიც სიურპრიზის ფორმით იყიდება - წინასწარ არ იცი, როგორი დიზაინის შეგხვდება - ნიშური სათამაშოდან გლობალურ აჟიოტაჟად გადაიქცა, რამაც შემოსავლების აფეთქება გამოიწვია Pop Mart-ში, პროდუქტის უკან მდგომ ჩინურ კომპანიაში. 

  • პატარა სათამაშო, რომელიც 150,000 დო­ლა­რად გაიყიდა - მსოფლიო ტრენდი და ქართველი ვარსკვლავები "labubu"-ს აქსესუარით

ფასის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა და განსაკუთრებით დაინტერესდნენ კოლექციონერები, რომლებიც მზად არიან, კოლოსალური, რეკორდული თანხა გადაიხადონ იშვიათი მოდელისთვის. 

2024 წელს კომპანიამ 1.8 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, მათ შორის 420 მილიონი დოლარი ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ნაწილობრივ, Labubu-ს გაყიდვების გამო. ეს მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 7-ჯერ მეტია. ბოლო ორი წლის მონაცემების შედარებით კი, გაყიდვები ორჯერაა გაზრდილი. 

labubu

რამ გამოიწვია გაყიდვების ასეთი ზრდა?

ვარაუდობენ, რომ კომპანიის ასეთი წარმატება მათ მიერ ამერიკის მოსახლეობისთვის განსაკუთრებულმა შეთავაზებებმა განაპირობა. მოთხოვნის ზრდამ კი წარმოების ზრდაც გამოიწვია. 

labubu

გაყიდვების ზრდა, შესაძლოა, ჭკვიანური გაყიდვების ტაქტიკით იყოს განპირობებული. Labubu ისეა შეფუთული, რომ მყიდველი წინასწარ ვერ ხედავს, რა ფერის და როგორი დიზაინის სათამაშო შეხვდება მას. Pop Mart ამბობს, რომ ამ ტაქტიკით სათამაშოს სასურველი ვერსიის მიღების შანსი 1/72-ია. 

  • როგორია "ნანი ბრეგვაძის თოჯინა" და როგორ შეიქმნა ის?

Labubu-ს ფასი 27.99 დოლარია. კოლექციონერებს, რომლებიც ამ თოჯინებს აგროვებენ, სასურველი სათამაშოს პოვნა, დაახლოებით, $2 000 უჯდებათ. 

Pop Mart-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში, მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, ხელმისაწვდომობა არ გაზრდილა, პირიქით, მარაგები შემცირდა. Labubu-ს პროდუქციის მხოლოდ 5% იყიდება Pop Mart-ის საიტზე. ამის გამოა, რომ მისი ფასი სულ უფრო მატულობს - გადამყიდველები ცდილობენ, კონკურენტულ ფასად გაყიდონ პოპულარული სათამაშოები და ზოგჯერ ეს ფასი რეალურ ღირებულებაზე 5- ან 6-ჯერ მეტიც კი არის. 

Labubu-ს საფრთხეები

მიუხედავად იმისა, რომ ლაბუბუს თოჯინა პოპულარული საკოლექციო ნივთია, მას თან ახლავს პოტენციური საფრთხეები შინაარსობრივი თუ სოციალური აღქმის გამო.

Labubu-ს დიზაინი კრიტიკის საგნად იქცა ზოგიერთი რელიგიური ჯგუფისთვის. ამტკიცებენ, რომ მის ვიზუალს დემონური დეტალები აქვს, რაც საფრთხილოა. რა თქმა უნდა, ეს აღქმა ინდივიდუალურია და კონკრეტული ადამიანების ინტერპრეტაციებს ეფუძნება. 

labubu1

რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, Labubu-ს თოჯინებზე ასეთმა მზარდა მოთხოვნამ, მისი ფიზიკური გაყიდვების პრობლემაც შექმნა - მაღაზიაში მისული ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურადაც უპირისპირდებიან და სწორედ ამის გამო, Pop Mart-მა უსაფრთხოების საკითხის დასარეგულირებლად ფიზიკური გაყიდვები დროებით შეაჩერა. 

კიდევ ერთი საფრთხეა Labubu-ს ყალბი ვერსიების ვირუსულად გავრცელება, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის უსაფრთხოებას. 

Good Housekeeping UK იუწყება, რომ ზოგიერთი Labubu თოჯინას ბასრი კბილები და კიდეები პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს მცირე დაზიანება, თუ ფრთხილად არ მოეპყრობით.