ალბათ, ბოლო დროს ბევრ თქვენგანს შეგხვედრიათ ჩანთაზე დამაგრებული პატარა თოჯინები - დღეს მსოფლიოში ამ აქსესუარის, ლაბუბუს ბუმია. განურჩევლად სქესისა, ლაბუბუს თოჯინა ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს ყველა თაობაში. გამონაკლისი არც საქართველოა - უამრავ ე.წ. "ანბოქსინგს" შეხვდებით, სადაც ამ, ერთი შეხედვით, უბრალო სათამაშოს დიდი აღფრთოვანებითა და სიხარულით ხსნიან.

რა არის სინამდვილეში ლაბუბუ?
ის, რაც Pop Mart-მა ლაბუბუს წყალობით 2019 წელს დაიწყო, 2025-ში კულტურულ მოძრაობად იქცა. ლაბუბუს თოჯინები პირველად 2019 წელს გამოჩნდნენ ბაზარზე, მაგრამ მათი ნამდვილი დიდება 2025 წლიდან დაიწყო - ისინი ვირუსულად დაბრუნდნენ მაღაზიის ვიტრინებში. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამჟამად ლაბუბუს ახალ პარტიებზე რიგები დილის 3 საათზე იწყება. ეს უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე სათამაშო - ეს კულტურული ფენომენია.
Pop Mart-მა შესანიშნავად გამოიყენა ძველი ტაქტიკები ახალ დროში. ლაბუბუს თოჯინები ყუთებში იყიდება და შენ არ იცი, რომელ ლაბუბუს ფიგურას მიიღებ. ეს ლატარიის ეფექტი ზრდის მოტივაციას და ამძაფრებს შეძენის სურვილს. ყველაფერი გამიზნულია იმაზე, რომ უბრალო ყუთის გახსნა პატარა თავგადასავლებად აქციოს.
ამასთან, Pop Mart-მა ხელახლა შექმნა უკვე გამოცდილი Beanie Babies-ის სტრატეგია - უშვებს ათობით ვარიანტს, მცირე რაოდენობით და დროებითი წარმოებით. შედეგად, ლაბუბუ გადაიქცა კოლექციონერულ ობიექტად, რომლის იშვიათი ფიგურები eBay-ზე 300 დოლარიდან იწყება და 1,500-მდე ადის.
2025 წლის ივნისში, პეკინში, ადამიანის ზომის ლაბუბუს ფიგურა გაიყიდა 150,000 დოლარად - რაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ სათამაშოდ იქცა.
Pop Mart-ის შემოსავალი კი 2024 წელს გაორმაგდა - 1.8 მილიონი აშშ დოლარს მიაღწია და კომპანიამ გაიტანა პროდუქცია იტალიაში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე.
ლაბუბუ და საქართველო
ლაბუბუს ფენომენი საქართველოშიც შემოვიდა. პირველად სოციალურ ქსელში ლაბუბუს თოჯინათი შორენა ბეგაშვილი გამოჩნდა იტალიაში მოგზაურობისას. ის ვიდეოში ამბობს, რომ თოჯინა eBay-ზე გამოიწერა და თვე ნახევარი ელოდა.
ამის შემდეგ, ლაბუბუ ქეთა თოფურიამაც აჩუქა შვილს - ქართული ვარსკვლავებიც აქტიურად ჩაერთნენ ამ ვირუსულ ტრენდში.
წაიკითხეთ სრულად