"ულამაზესი ქართული ოჯახი" - მოდელი ანა ახვლედიანის კადრები მეუღლესა და შვილთან ერთად - Marao

"ულამაზესი ქართული ოჯახი" - მოდელი ანა ახვლედიანის კადრები მეუღლესა და შვილთან ერთად

2025-06-27 16:28:40+04:00

მო­დე­ლი ქუ­თა­ი­სი­დან - ასე გა­იც­ნო ულა­მა­ზე­სი ანა ახვლე­დი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ანას წარ­მა­ტე­ბულ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ და გო­გო­ნას ლივ ტა­ი­ლე­რი­სა და ბი­ან­კა ბალ­ტის ნა­ზავს უწო­დებ­დნენ.

  • ბედნიერი ოჯახის პორტრეტი - მოდელი ანა ახვლედიანის ფოტოები მეუღლესა და შვილთან ერთად 

თბი­ლი­სის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ მო­დე­ლი უკვე ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და და მი­სით პა­რი­ზი­სა და ლონ­დო­ნის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. 2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კას­ტინგზე 500 გო­გო­ნა­დან ამო­არ­ჩი­ეს. გო­გო­ნა თა­ნამ­შრომ­ლობ­და მო­დის ისეთ გა­მო­ცე­მებ­სა და სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management და სხვ.

axvlediani

ანა ახვლედიანის ოჯახი და კარიერა 

როგორც ანა ამბობს, ამ ხუთი წლის მანძილზე თავი მთლიანად შვილის აღზრდას მიუძღვნა, ახალი კი აპირებს, რომ აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა. დღეს ანა ფოტომოდელობითა და ინფლუენსერობითაა დაკავებული. ის მონაწილეობას არაერთი ცნობილი ბრენდისა თუ კომპანიის სარეკლამო გადაღებაში იღებს. აქტიურია სოციალურ ქსელში და თავის მოვლის შესახებ რჩევებს გამომწერებსაც უზიარებს. 

  • "დღის მანძილზე, ჯამში, ორ ლიტრ ნადგომ წყალს ვსვამდი და რაც შეეხება მენიუს, ის იყო ძირითადად ბოსტნეულით დატვირთული" - ანა ახვლედიანი 

ამჯერად ანა ახვლედიანი ოჯახურ კადრებს მეუღლესა და შვილთან ერთად აქვეყნებს. ცოტა ხნის წინ ანა გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა და ამბობდა, რომ მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს: 

axvlediani_anna

"ბოლო პერიოდია, ანუ 5 წელია, აღარ ვაქტიურობ, რადგან 5 წლის წინ შემეძინა შვილი. ამ დროის განმავლობაში შევეცადე, რომ ჩემი თავი მთლიანად მისთვის მიმეძღვნა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბაღში წავიდა და ის თავისუფალი დრო, რაც გამომიჩნდა, რატომაც არ მოვახმარო კარიერას. სამოდელო სფეროში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, იმიტომ, რომ ახალ ეტაპზე ვარ. მაქვს შემოთავაზებები რამდენიმე ბრენდისგან როგორც ინფლუენსერს, ვნახოთ, რა როგორ იქნება მომავალში.

  • ტოპ-10 ყველაზე პოპულარული დედა-შვილი საქართველოში 

უამრავი კითხვა შემომდის იმის შესახებ, თუ სად არის ჩემი მეუღლე. სად არის და მუშაობს, სად უნდა იყოს?! გვიან მოდის სახლში, საშინლად არ უყვარს არც ფოტოების გადაღება, არც ვიდეოს გადაღება. მეტი რა გითხრათ..." - ამბობდა ამბობდა მოდელი.