ზღაპრული კაბა, ვარსკვლავთცვენა და 3-დღიანი ქორწილი ვენეციაში: მსოფლიოს უმდიდრესი კაცისა და მისი "ოცნების ქალის" ქორწილის დეტალები - Marao

ზღაპრული კაბა, ვარსკვლავთცვენა და 3-დღიანი ქორწილი ვენეციაში: მსოფლიოს უმდიდრესი კაცისა და მისი "ოცნების ქალის" ქორწილის დეტალები

2025-06-27 16:39:56+04:00

ვენეცია რამდენიმე დღით  მსოფლიო ყურადღების ცენტრად გადაიქცა, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი — Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და ყოფილი ტელეჟურნალისტი ლორენ სანჩესი გრანდიოზულ ქორწილს გადაიხდიან. ქორწილის სამდღიან ფესტივალს მოიაზრებს. წყვილი 2023 წლის მაისში დაინიშნა. უცხოური მედიის თქმით მათ ხელი ამერიკაში მოაწერეს, მაგრამ გრანდიოზული ქორწილი იტალიაში მიმდინარეობს. 

  • რატომ დაიმსახურა ჯეფ ბეზოსის ცოლის ჩაცმულობამ კრიტიკა: "მისი სტილი ინაუგურაციისთვის ზედმეტად თამამი იყო" 

ქორწილი 26-28 ივნისის ჩათვლით გაიმართება. მთავარი ღონისძიება დღეს, სავარაუდოდ San Giorgio Maggiore-ის ისტორიულ კუნძულზე უნდა ჩატარდეს. უსაფრთხოების მიზნით ცერემონიის ზუსტი ადგილი ბოლო წუთამდე გასაიდუმლოებულია.

ლორენ სანჩესი ამ ქორწილს მოდის შოუდ აქცევს. მას დაგეგმილი აქვს 27 განსხვავებული კაბის მორგება. პირველი კაბა იყო იტალიური ბრენდის Schiaparelli-ის 2025 წლის გაზაფხულის კოლექციიდან - ოქროსფერი კორსეტით, ყვავილოვანი ნაკერებით და დეკოლტით.

loren

lonen

ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრებს შორის არიან: ოპრა უინფრი, კიმ კარდაშიანი და მისი ოჯახი, ლეონარდო დიკაპრიო, ივანკა ტრამპი, ბილ გეიტსი, კენდალ და კილიან ჯენერები.

jenerebi

kardashiani

  • 10 ქართველი ქალი: TOP 10 ყველაზე გამორჩეული საქორწილო კაბა 

ვენეციაში უსაფრთხოების მკაცრი ზომებია მიღებული, მობილიზებულია პოლიცია და სამხედრო დანაყოფები, ზოგი შენობის სახურავზე კი სნაიპერებიც არიან განთავსებულები.

ადგილობრივი მოსახლეობა ქორწილს საპროტესტო აქციებით დახვდა, ლოზუნგით „ბეზოსის ადგილი აქ არ არის“, ვენეციის მერი კი ქალაქის მილიარდერისთვის მიყიდვაში დაადანაშაულეს.  

  • ბედნიერების წელი: რომელი ცნობილი ვარსკვლავის ქორწილია მოსალოდნელი 2025 წელს 

ჯეფ ბეროზის ბიოგრაფია

ჯეფ ბეროზი 1964 წლის 12 იანვარს დაიბადა. ბეროზმა 1986 წელს დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი, სადაც დაეუფლა ელექტროტექნიკასა და ინფორმატიკას. 1994 წელს, სიეტლში დააარსა კომპანია Amazon, რომელიც თავდაპირველად  წიგნების გაყიდვებით იყო  დაკავებული, მოგვიანებით კი, მოიცვა სხვადასხვა პროდუქტები და სერვისები, მათ შორის ვიდეო და აუდიო სტრიმინგი.

ბეზოსი შეუდგა თავისი ბიზნესის გაფართოებას, მას შემდეგ რაც დააფუძნა აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin. კომპანიამ სატესტო ფრენები 2015 წელს დაიწყო. 

2013 წელს, 250 მილიონი აშშ დოლარად შეიძინა გაზეთი „The Washington Post“.

2017 წლის 27 ივლისს ბეზოსი გახდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის შემოსავალმა 90 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმავე წლის 24 ნოემბერს შემოსავალი 100 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2018 წლის 6 მარტს ჟურნალ „Forbes“-ის მიერ ოფიციალურად დასახელდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად. 2021 წლის მონაცემებით მისმა შემოსავალმა 214 მილიარდ დოლარს მიაღწია.