რომანტიკული კადრები და წერილი ვარსკვლავს: როგორ მიულოცა სანდრა მენდოსამ დაბადების დღე გიორგი ქოჩორაშვილს - Marao

რომანტიკული კადრები და წერილი ვარსკვლავს: როგორ მიულოცა სანდრა მენდოსამ დაბადების დღე გიორგი ქოჩორაშვილს

2025-06-30 10:12:54+04:00

29 ივნისს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის დაბადების დღე იყო. გიორგის მისმა მეგობარმა გოგონამ, სანდრა მენდოსამ, დაბადების დღე რომანტიკული კადრებითა და წერილით მიულოცა: "იუბილარი ბიჭი მშვენივრად გამოიყურება", - დაწერა სანდრამ.

kochora

  • ცხოვრების ახალი თავი იწყება: გიორგი ქოჩორაშვილის შეყვარებული და ოჯახი სტადიონზე მაისურებით 

kochora

kochora

სანდრა გასულ ზაფხულს საქართველოშიც იმყოფებოდა, თამაშებზე კი ყოველთვის გიორგის გვერდითაა და ქართველი ვარსკვლავის დიდი გულშემატკივარია. 

  • დედისთვის მიძღვნილი გოლი და სიხარული სანდრასთან ერთად: გიორგი ქოჩორაშვილის კადრები 

გიორგი ქოჩორაშვილის ბიოგრაფია

გიორგი ქოჩორაშვილი 1999 წლის 29 ივნის დაიბადა. პროფესიონალური კარიერა 2017 წელს თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო. 2018 წლიდან ესპანეთის რანგით მესამე ჩემპიონატის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „პერალადას“ რიგებში განაგრძო თამაში. თავისი ბოლო შეხვედრა „პერალადას“ რიგებში 2019 წლის 19 მაისს ეხეა-დე-ლოს-კაბალიეროსის საფეხბურთო კლუბ „ეხეას“ წინააღმდეგ ჩაატარა.

გიორგის დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში 2020 წლის 12 ივლისს შედგა. 2020 წლის 16 დეკემბერს გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

  • "მასწავლებლები სულ მსაყვედურობდნენ, გამოიყვანეთ ამ ფეხბურთიდან და გაჰყვეს ბავშვი რომელიმე მეცნიერებასო" - რას ჰყვებიან გიორგი ქოჩორაშვილის მშობლები 

ახალი სეზონიდან გიორგი ლისაბონის "სპორტინგს" შეუერთდება.

რაც შეეხება გიორგის სანაკრებო კარიერა, ის გამოდიოდა საქართველოს 19-წლამდე და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. 

KOCHORA

2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშებაზე, ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართულ შეხვედრაში, 2024 წლის 7 სექტემბერს გაიტანა. მატჩი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრად შეფასდა.