"ჩვენი რომაული არდადეგები" - მოდელი ნინი გოგიჩაიშვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

"ჩვენი რომაული არდადეგები" - მოდელი ნინი გოგიჩაიშვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

2025-07-02 13:06:18+04:00

ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს წარწერით, "ჩვენი რომაული არდადეგები" გვიზიარებს. მოდელი, როგორც ყოველთვის, საოცარ ფორმაშია და საზოგადოების მხრიდან დადებით შეფასებებს იმსახურებს.

nini_gogichaishvili

ნინი გოგიჩაიშვილის ოჯახი და კარიერა 

ნინი გოგიჩაიშვილი1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა "მის საქართველო". წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2019".

  • „ძალიან გამიჭირდა გოგიჩას გარდაცვალება, ღმერთო, რა ვქნა, სად წავიდე-მეთქი, ვფიქრობდი..." - ნანა დათუნაშვილის ამბავი

"ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია...

nini_gogicha

  • ნიჭიერი, პოპულარული, მშვენიერი: ცნობილი დედა-შვილები ქართულ შოუბიზნესში

არასდროს მომიტყუებია მშობლები, ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველთვის მიტოვებდნენ არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებაა, რომ არ გაჰყვე დედ-მამის კვალს, თუკი არ გაინტერესებს და აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს", - ამბობდა ნინი წლების წინ.

  • საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალები: ვინ იყვნენ „მის საქართველოს“ გამარჯვებულები 1999-დან 2018-წლამდე

დღეს ის დუბაიში ცხოვრობს. სამოდელო სფეროდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და იქ საკუთარ გადაცემას "Nini's Diary" უძღვება. "Nini's Diary - "ნინის დღიური" არის სატელევიზიო პროექტი. დუბაიში ძვირადღირებული ცხოვრების შესახებ ჩვენი ზღაპრული ტელეწამყვანის, "მის საქართველოს" - ნინი გოგიჩაიშვილის თვალით" - ვკითხულობთ მის აღწერაში.