უმშვენიერესი ფლორა ანთიძის ცნობილი ოჯახი, შვილის გარდაცვალება და 68-წლიანი სიყვარულის ამბავი - Marao

უმშვენიერესი ფლორა ანთიძის ცნობილი ოჯახი, შვილის გარდაცვალება და 68-წლიანი სიყვარულის ამბავი

2025-07-07 13:18:30+04:00

ეკა კახიანის დედა, ფლორა ანთიძე-კახიანი იუბილარია, ამის შესახებ ნინი ბადურაშვილი მისალოც პოსტს წარწერით "ფოფა 87" აქვეყნებს და დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს გვიზიარებს.

nini_badurashvili

  • 70 წელს გადაცილებული TOP 8 ქალი საქართველოში: როცა ასაკი მხოლოდ ციფრებია 

იმედა და ფლორა კახიანების ოჯახი

ფლორა ანთიძე-კახიანი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობ, რომ ყვავილები მისი გატაცება:

"ახლა საკმარისი ადგილი არ გვაქვს და იძულებული გავხდი, შემემცირებინა. თანაც ისეთი სახელი მქვია, ფლორა, რომ ბუნებრივიც არის, მცენარეები ძალიან მიყვარდესო" -  ამბობს ფლორა ინტერვიუში.

ამასთან, იმედა კახიანი ამბობს, რომ ფლორას მამა წინააღმდეგი იყო მათი ქორწინებით, რადგან პროფესია არ ჰქონდა.

"ხუთ წელიწადს ვიყავით შეყვარებულები მე და ფლორა. მამამისი იყო პოლკოვნიკი, სამხედრო პირი, მკაცრ რეჟიმს მიჩვეული. გამოვიდოდა, მხედავდა, პლეხანოვზე ვიდექი. მერე გაიგო, არტისტიაო. ინსტიტუტი არ დაამთავრაო. არ მოვწონდი, რად უნდოდა ამნაირი სასიძო. მერე კი უთხრა ქალიშვილს, კარგი, გაყევი, მართალია პროფესია არ აქვს, მაგრამ ხან ექიმი იქნება, ხან ინჟინერი და იცხოვრებთ ასეო.

  • 5 ცნობილი „მზიურელი“ და მათი ცხოვრება დღეს: ამბები წარსულიდან 

"თეთრ ქარავანს" ვიღებდით ყაზბეგში. მითხრეს, მოდი, აქ წამოიყვანე შენი შეყვარებული, რამდენ ხანს უნდა იყოთ ასე ცალ-ცალკეო. წამომყვა თამაზ მელიავა, გიზი გაბესკირია, აქ დამხვდა ნოდარ დუმბაძე. წავიყვანეთ ფლორა. ჯვარი სიონში დავიწერეთ. მერე 25 თუ 30 კაცი შევიკრიბეთ მეუღლის ოჯახში და აღვნიშნეთ. წავედით ყაზბეგში. იქ განსაკუთრებული შეხვედრა მოგვიწყვეს" - იხსენებს იმედა კახიანი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

ფლორას და იმედას 2 შვილი შეეძინათ, ეკა და ლადო კახიანები. თუმცა მათ ოჯახში ლადოს გარდაცვალებით დიდი ტრაგედია დატრიალდა.

"ვცხოვრობდი ნორმალურად, მთავრობის მოცემული პატარა ბინა მქონდა, სულ 30 კვადრატული მეტრი იყო ერთად, მაგრამ სიყვარულით და კარგად ვიყავით, რომ არა ის დიდი უბედურება, რაც დაგვემართა. სიცოცხლით და ენერგიით სავსე ჩემი 14 წლის ვაჟი - ლადო უცებ გამოგვეცალა ხელიდან. მწვავე ლეიკოზი აღმოაჩნდა. ახლა შველიან ამ დაავადებას, მაშინ ხსნა არ იყო, ბიჭებში განსაკუთრებით მწვავედ მიდიოდა. წელიწად-ნახევარი ვიბრძოლეთ, მაგრამ ამაოდ. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი უბედურება" - ამბობს კახიანი.

  • "ახლა უფრო გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. ვცდილობ, ნაკლებად ვჭამო ცომეული..." - 39 წლის უმშვენიერესი მომღერლის რჩევები ქალებს 

დღეს ფლორას და იმედას ეკა კახიანისგან 3 შვილიშვილი, ნინი ბადურაშვილი, ანასტასია და ქეთევან თოფურიძეები და 3 შვილთაშვილი ჰყავთ.