ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი შორენა ბეგაშვილმა უკვე წლებია, რაც მაყურებლის სიყვარული და პოპულარობა დაიმსახურა. მისი კარიერა მრავალფეროვანი და თვალსაჩინოა როგორც კინოში, ისე სატელევიზიო სივრცეში.
შორენა ბეგაშვილი 8 ივლისს იუბილარი იყო. დაბადების დღის აღნიშვნა მისი ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის სიურპრიზით დაიწყო. ევამ მეგობრებთან ერთად დედას 12 საათზე ტორტი ჩააქრობინა. ემოციური წერილით მიულოცა ეს დღე შორენას დამაც, ლელა ბეგაშვილმაც:
"დღეს შენი დაბადების დღეა. მახსოვს შენი დაბადება .ისიც მახსოვს, როგორ გელოდი მთელი ცხრა წლის მანძილზე და როგორ უზომოდ გამიხარდა შენი თავი. მახსოვს, როგორი პატარა და ფუმფულა იყავი, ძალიან ლამაზი და საყვარელი. ასე მგონია, ჩემთვის გაჩნდი .რამდენი წელი გასულა, მაგრამ ჩემთვის ისევ ის პატარა და საყვარელი გოგო ხარ და, რაც მთავარია, ისევ ისე ძალიან მიხარიხარ და მიყვარხარ.
ბედნიერებას გისურვებ, ძალიან,ძ ალიან დიდ ბედნიერებას. მიყვარხარ", - დაწერა ლელა ბეგაშვილმა.
შორენა ბეგაშვილმა დაბადების დღე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა, რომელიც საკუთარი სახლის ეზოში გამართა. იუბილარმა ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო - თეთრი იყო წვეულების მთავარი ფერი. განსაკუთრებული იყო დაბადების დღის ტორტი და თეთრი ბურთებით გაფორმებული გარემო.
ცნობილ სტუმრებს შორის იყვნენ: ხატია შამუგია, აჩიკო მეფარიძე, ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი, ნათია წიწილაშვილი...
შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.
შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.
შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისი და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.
შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა, შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება.
შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასაწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.