"ჩემზე მამაცი ხარ და რთულ გზებსაც ჩემზე ლამაზად გადიხარ..." - ქრისტინე იმედაძე შვილის, ტაისია ჯაკობიას შესახებ - Marao

"ჩემზე მამაცი ხარ და რთულ გზებსაც ჩემზე ლამაზად გადიხარ..." - ქრისტინე იმედაძე შვილის, ტაისია ჯაკობიას შესახებ

2025-07-08 11:51:54+04:00

მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე შვილს, ტაისია ჯაკობიას, დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს. "მადლობა, რომ მე ამარჩიე მთელი სამყაროს დედებს შორის. მინდა რომ ეს სილაღე, სიციმციმე და ბედნიერების ფრქვევის უნარი შეინარჩუნო სულ! ჩემზე მამაცი ხარ და რთულ გზებსაც ჩემზე ლამაზად გადიხარ, ვიდრე მე შენს ასაკში. ასეთი მინდოდა რომ ყოფილიყავი! წინ ახალი და საინტერესო გამოწვევები გვაქვს. მათაც ერთად, ლამაზად გავივლით! ზოგჯერ ძალიან კი ხმაურობ, მაგრამ იყოს ეგეც, დავტოვოთ… არ გადაეჩვიო! იბრჭყვიალე და იფრინე სულ მაღლა!" - წერს ქრისტინე თავის გვერდზე და შვილის ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს.

kristine_imedadze

kristine_imedadze

  • ქრისტინე იმედაძის ქალიშვილმა სკოლა დაამთავრა - მომღერალი ფოტოებს აქვეყნებს

ქრისტინე იმედაძე

ქრისტინე იმედაძე 1984 წლის 26 მარტს, თბილისში დაიბადა. მუსიკალური კარიერა ბავშვობიდან დაიწყო სტუდია ბასტი-ბუბუში.

ქრისტინეს პოპულარობა 2000-იან წლებში გაზიარდა, როცა ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქეთა თოფურიასთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "ოთხი გოგო". მუსიკალური კარიერის პარალელურად ქრისტინემ მსახიობობაშიც სცადა ბედი, მისი პირველი ფილმი იყო ირაკლი ჩხიკვაძის „თბილისური Love Story“.

ქრისტინემ ოჯახი 24 წლის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო, მათმა ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. ქრისტინეს ქორწინებიდან ერთი შვილი - ტაისია ჰყავს. 

  • "რომელი წელია?" - ქრისტინე იმედაძე წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 

ქრისტინე იშვიათად საუბრობს პირველ სიყვარულზე, სერგუნა კოპალაძეზე, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

„სერგუნას ოჯახი და ჩემი ოჯახი მეგობრობდნენ. ეს იყო ბიჭი, რომელსაც მოვწონდი და მეც მომწონდა. ის საქართველოში არ ცხოვრობდა და არდადეგებზე ჩამოდიოდა. 2002 წელი იყო, კასტინგიდან გაციებული დავბრუნდი, გვიან ღამით დამირეკა, რადგან ავად ვიყავი, უნდოდა ყურადღება გამოეხატა და რაღაც მოეტანა. დამირეკა, წყნეთიდან მოვდივარ და რაღაცებს მოგაწვდიო, გვიანი იყო და უარი ვუთხარი.. ამ დროს ტელეფონი გაითიშა..

  • "როგორ ჰგავს დედას" - ნინი ბადურაშვილი ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

ტელეფონის გათიშვა და ხმა ფანჯრიდან ერთად გავიგე.. [ავარია] ზუსტად ჩემს სახლთან მოხდა, სულ მქონდა სინანული, იქნებ რომ წამოეღო, რაც უნდოდა, იქნებ სხვაგან აღარ გაევლო..

უკან არ გადამირეკავს, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, ლოგინზე ვიჯექი და ველოდებოდი, როდის გათენდებოდა, დილას ერთხელ ავკრიფე მისი ნომერი, ავტომოპასუხემ მიპასუხა.. ამ სტრესის მართვა დიდხანს მომიწია.. ჩემს ადგილას ვიღაც შეიძლება ჩაწოლილიყო, სულ მოდიოდა ძალა, რომელიც მეხმარებოდა..“ - იხსენებდა ქრისტინე.