უმშვენიერესი ევა ბარბაქაძე რჩეულთან ერთად: შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

უმშვენიერესი ევა ბარბაქაძე რჩეულთან ერთად: შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

2025-07-10 15:11:36+04:00

შორენა ბეგაშვილის ერთადერთმა ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის დედასთან, მეგობრებსა და რჩეულთან ერთად პოზირებს. ევა უმშვენიერესი თეთრი კაბით შორენა ბეგაშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. მისმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

  • ცნობილი დედის შვილობა, უცნობი მამა და უბედური შემთხვევა - ევა ბარბაქაძე 

ევა დედის დაბადების დღეზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მან ელეგანტური  თეთრი კაბა მოირგო, რომელიც შორენა ბეგაშვილის ერთ-ერთი ცნობილი ფილმის გადაღებისას ეცვა. ევას გამომწერები აღნიშნავდნენ, რომ ის ძალიან ჰგავს დედას.

barbaqadze

ევა ბარბაქაძის ოჯახი 

ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.

  • "იცით, ეს რომელი კაბაა?" - ევა ბარბაქაძის განსაკუთრებული კაბა დედის, შორენა ბეგაშვილის დაბადების დღეზე 

ცნობილი დედის მსგავსად ევაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.

რო­გორც ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით შო­რე­ნამ ისა­უბ­რა, ევას მამას ღა­ლა­ტის გამო და­შორ­და. შორენას ქმარი ზურაბ ბარბაქაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გა­ლი­ნა აპი­ლა­ტია. გა­ლი­ნა და მისი და, ლუბა, სა­ქორ­წი­ნო კა­ბებ­ზე, პე­ნუ­ა­რებ­სა და ქა­ლის თეთ­რე­ულ­ზე მუ­შა­ო­ბენ.   

begashvili

ევა ბარბაქაძის უბედური შემთხვევა

შემთხვევა 2016 წლის 27 მარტს მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ევა სახლში, საკუთარ ოთახში ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად გადავარდა. მაშინ 14 წლის ევას ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები ჰქონდა, მკურნალობდა რამდენიმე თვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

  • "პატარა მე" - შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს 

შორენა ამბობდა, რომ ინციდენტის დროს სამზარეულოში იყო და კერძს ამზადებდა, როდესაც ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა გაიგო, რომელსაც საპატრულო პოლიციის სირენების ხმაც ერთვოდა, გაიქცა ევას ოთახში და ის იქ აღარ დახვდა.

საბედნიეროდ, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ევა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. განაგრძო სწავლა, მოგვიანებით უნივერსიტეტშიც ჩააბარა და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას.