13 ივლისს აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი-სენ-ჟერმენი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან.
ფინალის საგზური „პსჟ“-მ “რეალთან“ დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა. თამაში ანგარიშით 4:0 დასრულდა. მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, კარში ოთხჯერ სცადა დარტყმა, თუმცა ორჯერ ბურთი არასწორი მიმართულებით წავიდა, ორჯერ კი „რეალის“ მცველებმა ბურთის მოგერიება შეძლეს.
ტურნირის ფინალი, სადაც „პსჟ“ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება,13 ივლისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე კვლავ ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სთედიუმზე“ გაიმართება.
ქართველი შემტევისთვის ეს მატჩები ისტორიულია. ამ განსაკუთრებულ პერიოდში კი აშშ-ში მასთან ერთად მისი მეუღლე, ნიცა თავაძეც იმყოფება. ეს ფაქტი გასაკვირი არ იქნება, თუკი გადავხედავთ კვარაცხელიას კარიერას - ნიცა თავაძეს ტრიბუნაზე ყველა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩის დროს შენიშნავთ - ის ყოველთვის მეუღლის გვერდითაა და მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
ნიცა და ხვიჩა აშშ-ში დროს ასევე „პსჟ“-ის ფეხბურთელთან, რუს მატვეი საფონოვსა და მის მეუღლესთან ერთად ატარებენ. მეგობრები თაიმს ქსუერზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებენ.

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.

წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წლეს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.
ამჟამად წყვილი პარიზში ცხოვრობს. ნიცა პატარა დამიანესთან ერთად ყოველთვის ესწრება მეუღლის თამაშებს.