"იმ ფაქ­ტმა, რომ ოჯახ­ში ასე სწრა­ფად მი­მი­ღეს, თავი მარ­თლაც ბედ­ნი­ე­რად და კომ­ფორ­ტუ­ლად მაგ­რძნო­ბი­ნა" - ხვიჩა კვარაცხელია - Marao

ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ახალი ეტაპის, პარიზული ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ: “მართალი გითხრათმ ეს რაღაც წარმოუდგენელია... როცა ოჯახი გყავს, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს, სიმშვიდე მნიშვნელოვანია“

2025-04-29 10:14:29+04:00

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ კლუ­ბის პსჟ-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გუნდში ადაპ­ტა­ცი­ა­სა და ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში „არ­სე­ნალ­თან“ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

ხვი­ჩა, შენ პა­რიზ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩა­მოხ­ვე­დი. ადაპ­ტა­ცია რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს?

- ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ისაა, რომ ახა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გად­მოს­ვლა შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე მწვრთნე­ლის­თვი­საც არ იყოს იოლი, რად­გან გუნდს შუა სე­ზონ­ში უერ­თდე­ბი. გა­რე­მოს­თან შე­სა­გუ­ებ­ლად ბევ­რი დრო არ მქონ­და, თუმ­ცა მგო­ნია, პრო­ცეს­მა საკ­მა­ოდ კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ეს პრე­ზი­დენ­ტის, პერ­სო­ნა­ლის, მწვრთნე­ლის, კლუ­ბის და რა თქმა უნდა, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მოხ­და, რომ­ლებ­მაც თბი­ლად მი­მი­ღეს. აქ თავს მარ­თლაც კარ­გად ვგრძნობ და ეს მხარ­და­ჭე­რა უკეთ თა­მაშ­ში მეხ­მა­რე­ბა.

  • ხვიჩა და პატარა დამიანე - ნიცა თავაძე მამა-შვილის ფოტოს აქვეყნებს 

- გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა უკვე მი­გი­ღეს...

- იმ ფაქ­ტმა, რომ ოჯახ­ში ასე სწრა­ფად მი­მი­ღეს, თავი მარ­თლაც ბედ­ნი­ე­რად და კომ­ფორ­ტუ­ლად მაგ­რძნო­ბი­ნა. ეს ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რათა ამით მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­სარ­გებ­ლო. ქო­მა­გე­ბის მხრი­დან პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან ძლი­ე­რი თა­ნად­გო­მა მო­დი­ო­და. შემ­დეგ, რო­დე­საც მო­ე­დან­ზე გა­ვე­დი, თავი ბედ­ნი­ე­რად და დიდ ფეხ­ბურ­თე­ლად ვიგ­რძე­ნი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კლუ­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა: ისე მი­მი­ღეს, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის ვირ­წმუ­ნე და რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლის როლი შე­ვი­ცა­ნი. ჩემი პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო - თავი მა­ღა­ლი კლა­სის მო­თა­მა­შედ მეგ­რძნო, რო­მე­ლიც დიად კლუბს შე­უ­ერ­თდა, რაც ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. ის, თუ რო­გორ კომ­ფორ­ტუ­ლად გაგ­რძნო­ბი­ნებს კლუ­ბი თავს, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს.

  • "რა ლამაზები ხართ" - ნინი კვერნაძისა და ბუდუ ზივზივაძის ფოტო დიდ მოწონებას იმსახურებს 

- პსჟ-ს ინფრას­ტრუქ­ტუ­რას გა­ე­ცა­ნი. რო­გორ მო­გე­წო­ნა?

- აქ ჩემი და­სა­წუ­ნი არა­ფე­რია, ყვე­ლა­ფე­რი უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა. ვარ­ჯი­შის და სწრა­ფად აღ­დგე­ნის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სრუ­ლად კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია. ეს ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ყო­ველ მე­სა­მე დღეს ვთა­მა­შობთ. საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის ყვე­ლა რე­სურსს ვი­ყე­ნებთ და ეს ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტის და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის დახ­მა­რე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც მუ­დამ ჩვენს გვერ­დით არი­ან. აქ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვარ­ჯი­ში­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი. უბ­რა­ლოდ ფეხ­ბურ­თსა და ვარ­ჯიშ­ზე უნდა იყო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩენ­ზე კლუ­ბი ზრუ­ნავს, რაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის პროგ­რე­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

  • "ვინ უფრო ლამაზია" - ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სახალისო ფოტოები 

- ქა­ლაქ­ზე რას იტყვი?

- ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ პა­რი­ზი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია. აქ ბედ­ნი­ე­რი ვარ და ამ გუნდში თა­მა­ში მი­ხა­რია. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ეს რა­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად წა­რი­მარ­თა: შე­სა­ნიშ­ნავ ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ და დი­დე­ბუ­ლი გუნ­დის წევ­რი ვარ. მგო­ნია, ქა­ლა­ქი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მე­ტად­რე როცა ოჯა­ხი გყავს, რო­მე­ლიც შენ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. სიმ­შვი­დე და კარ­გი პი­რო­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თბი­ლი მი­ღე­ბის­თვის მინ­და თა­ნა­გუნ­დე­ლებს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, აგ­რეთ­ვე იმი­სათ­ვის, რომ კლუბ­ზე და ცხოვ­რე­ბის აქა­ურ წეს­ზე ბევ­რი რამ მო­მიყ­ვნენ.

ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელიას პროფესიული მოგზაურობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც მან ხელი მოაწერა პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს საქართველოს ქალაქ ბათუმში დაფუძნებულ კლუბ დინამოსთან. იმავე წლის 29 სექტემბერს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ, ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 1–1 დამთავრდა. ხვიჩა მოედანზე 18 ნომრით შემოვიდა, როდესაც შეხვედრის 62-ე წუთზე აკაკი შულაია შეცვალა და თავის ანგარიშზე საგოლე გადაცემაც მიითვალა — 83-ე წუთზე მისი პასით ბექა ქავთარაძემ ანგარიში გაათანაბრა და „დინამო“ დამარცხებისგან იხსნა.