ახალგაზრდობის ერთი საიდუმლო: იაპონური მეთოდი, რომელსაც რომელსაც თეონა თავართქილაძე იყენებს - Marao

ახალგაზრდობის ერთი საიდუმლო: იაპონური მეთოდი, რომელსაც რომელსაც თეონა თავართქილაძე იყენებს

2025-07-23 15:07:11+04:00

ქართველი მოდელი და დიზაინერი თეონა თავართქილაძე წლებია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. თეონა დღეს უკვე ბებიის ამპლუაშია, თუმცა ეს არანაირად არ აისახება მის ფორმასა და ენერგიულობაზე. პირიქით - დიზაინერი საოცარ ფორმაშია. საზოგადოებას აინტერესებს რა არის თეონა თავართქილაძის სილამაზის საიდუმლო და როგორ ახერხებს მუდმივად ფორმაში ყოფნას.

teona_tavartkiladze

  • ულამაზესი ქართველი ქალები და მათი შთამომავლები - 5 ბებია და 5 შვილიშვილი 

თეონა თავართქილაძის თავის მოვლის რუტინა

თეონა AT.GE-სთან საუბრისას გოგონებს ურჩევს, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, ყოველთვის შეასრულონ დილის და საღამოს თავის რუტინა, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება: სახის გაწმენდა, შუალედური პროდუქტი და შემდეგ დამატენიანებელი. ამასთან თეონა ამბობს, რომ გოგონებმა თავის მოვლა გარდატეხის ასაკიდან უნდა დაიწყონ და თავის მოვლის იაპონურ მეთოდს ასწავლის. გოგონებს ეს  სახლში შეუძლიათ დაამზადონ ნიღბები, რათა მათი კანი ლამაზად და გლუვად გამოიყურებოდეს:

"იაპონელი ქალები ცნობილი არიან კანის არაჩვეულებრივი სტრუქტურით. ისინი სახის კანის დასაბანად ბრინჯის წყალს იყენებენ, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება: 1 სუფრის კოვზი ბრინჯი და 4 სუფრის კოვზი თბილი წყალი უნდა დავაყენოთ ორი დღე–ღამის განმავლობაში, შემდეგ გადავწუროთ და გადავიტანოთ შუშის ჭურჭელში. მაცივარში შეიძლება შევინახოთ 2-3 დღე. გარდა იმისა, რომ ამ წყლით შეგვიძლიათ სახის გაწმენდა, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ნიღბების დამზადებაც” - ამბობს თეონა ინტერვიუში.

  • თეონა თავართქილაძე შვილიშვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს 

თეონამ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საკუთარი სილამაზის საიდუმლოებებისა და დღის რუტინის შესახებ ისაუბრა. მან მაყურებელს გაუმხილა, რომ დღეს ჭიქა წყლით იწყებს: „ეს არის წინა დღეს დაყენებული წყალი, რომელშიც დევს ვერცხლის კოვზი. ეს მასწავლა მამიდაჩემმა. ის ამბობდა, რომ ვერცხლი ასუფთავეს წყალს, წმენდს ბაქტერიებისგან და იმუნური სისტემისთვის არის კარგი. ჩემი საუზმე არის ორნაირი. თუ ადრე ვდგები და ძალიან მეჩქარება, განსხვავებულია; თუ გვიან ვდგები და ბევრი დრო მაქვს - უფრო ნოყიერი“ - განმარტა მან.

თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე 

რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 30 წელია, რაც ერთადაა.

teona_rezi

„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით. რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • TOP 10 ყველაზე გემოვნებიანი ქართველი ქალი 

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა. 

თეონა სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა, ხშირად აზიარებს ოჯახურ კადრებს, რაც საზოგადოების მხრიდან დიდ მოწონებას იმსახურებს.