ცნობილი გავლენიანი გამოცემა Essentially Sports ვრცელ სტატიას ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი მეუღლის, ნიცა თავაძის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
Essentially Sports მთელს მსოფლიოში პოპულარული გამოცემაა, რომელიც 2014 წლის სპორტის ყველა სახეობის სიახლეს აშუქებს. მას ყოველთვიურად 30 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.
სტატიას, რომელიც Essentially Sports-მა ქართველი ვარსკვლავისა და მისი მეუღლის შესახებ გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ ქართულ ენაზე:
საფეხბურთო სამყარო სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ასპარეზზე გამოჩნდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, რომლებიც ყურადღებას როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა იპყრობდნენ თავიანთი ზებუნებრივი ნიჭით.
დღეს ასეთი დონის ვარსკვლავები ნაკლებად ჩანან ეკრანებზე, მათ ძველი თაობის ფეხბურთელების მსგავსად აღარ აღმერთებენ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი უნარები ნაკლებ აღფრთოვანებას იწვევს. ეს ნათლად გამოჩნდა აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დროს. ამ ტურნირის და, ზოგადად, ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ამჟამად ხვიჩა კვარაცხელიაა.
მაშ, ვინ არის ეს ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად ითვლება? კვარაცხელია, რომელიც პსჟ-ში 65 მილიონი ევროთი ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტით გადაიყვანეს, ლუის ენრიკეს გუნდში ნაპოლიდან მოხვდა, სადაც მან 191 თამაშში 46 გოლის და 48 საგოლე გადაცემის მოპოვება მოახერხა.
მაგრამ კიდევ რა ვიცით ამ ფეხბურთელის შესახებ? ვინ დგას მის უკან? გთავაზობთ მცირე ინფორმაციას ნიცა თავაძის, ქართველი ვარსკვლავის მეუღლის შესახებ.
ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს დაქორწინდა შეყვარებულზე, ნიცა თავაძეზე, რომელთანაც ორი წლის მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა. ნიცა თავაძე ძალიან თავშეკავებულია, ნაკლებადაა წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში, საზოგადოებას მხოლოდ მატჩებზე შეუძლია მისი ნახვა, როცა ქმარს მხარს უჭერს.
როდესაც ხვიჩას მეუღლისგან მიღებული მხარდაჭერის შესახებ ჰკითხეს, კვარაცხელიამ თქვა, რომ ნიცა ძალიან ემოციურია და შეიძლება იტიროს კიდეც, როდესაც მას გოლი გააქვს.
მიუხედავად იმისა, რომ მოდელზე ან კინოვარსკვლავზე დაქორწინება ფეხბურთის ვარსკვლავების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხვიჩას მეუღლემ განათლება სამედიცინო მიმართულებით მიიღო.
ვინაიდან ნიცა თბილისში სწავლობდა, კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ნეაპოლში ვერ გადავიდა. ამ პერიოდში წყვილი დისტანციურად ურთიერთობდა, კვარაცხელია თავის პარტნიორზე ამბობდა: „ფეხბურთელების ცოლებმა და შეყვარებულებმა იციან, რომ ჩვენი გადატვირთული გრაფიკის, ვარჯიშისა და თამაშების გამო ყოველდღე ვერ დაგვირეკავენ ან მოგვწერენ. ის ამას გაგებით ხვდება“.
თუმცა, როგორც ჩანს, კვარაცხელიამ ეს დისტანცია მოედანზე დიდი რომანტიკული ჟესტებით დააკომპენსირა, როცა ის მნიშვნელოვანი მომენტების დროს ხელით ასო N-s გამოსახავდა.
ჩვენ ვიცით, რომ ნიცა თავაძე ექიმია, თუმცა მისი სპეციალიზაციის ან სამუშაო ადგილის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ თავაძე საქართველოში სწავლობდა და მისი ოჯახისთვის ქართული კულტურა საკმაოდ ახლოსა. ეს შეიძლება დავასკვნათ მისი და კვარაცხელიას ქორწილიდან, რომელიც ტრადიციული ქართული წესით მცხეთაში, სამთავროს მონასტერში გაიმართა.
ბევრი ფეხბურთელის პარტნიორისგან განსხვავებით, რომლებიც აღიარებასა და საზოგადოებრივ ინტერესს საკუთარი სარგებლისთვის იყენებენ, ნიცა თავაძე ონლაინ თითქმის „უხილავია“. ის ფოტოებს მხოლოდ მეუღლესთან და შვილთან ერთად აქვეყნებს.
როგორ უნდა შეხვედროდა მსოფლიო დონის ფეხბურთელი სამედიცინოს სტუდენტს და ჩამოეყალიბებინა გულწრფელი ურთიერთობა, რომელიც ქორწინებაში გადაიზარდა? საერთო მეგობრების მეშვეობით - მათ საერთო მეგობრების მეშვეობით გაიცნეს, მაგრამ შეხვედრები მხოლოდ ერთი თვის შემდეგ დაიწყეს.
სავარაუდოდ, ნაპერწკლები მაშინვე არ გაჩენილა და ქიმიის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ როგორც კი ეს მოხდა, წყვილი რამდენიმე საჯაროდ გამოჩნდა. 2022 წლისთვის კვარაცხელიამ დაადასტურა, რომ ნიცასთან ურთიერთობაში იყო.
ხვიჩას და ნიცას ერთი ვაჟი, დამიანე ჰყავთ, რომელიც გასული წლის აგვისტოში დაიბადა. შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე როგორღაც ახერხებენ, რომ, დიდი ინტერესის მიუხედავად, დაფარული ოჯახური ცხოვრება ჰქონდეთ. ამით კარიერასა და პირადს იდეალურად აბალანსებენ.
როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობაა, მაგრამ ქართველი წყვილი კვარაცხელიას რუს თანაგუნდელსა და მის მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ.