Dreame-ის 3 მოდელი, რომელსაც 14-დან 27 ივლისამდე დიდი ფასდაკლებით შეიძენთ - Marao

Dreame-ის 3 მოდელი, რომელსაც 14-დან 27 ივლისამდე დიდი ფასდაკლებით შეიძენთ

2025-07-15 14:23:35+04:00

რობოტი მტვერსასრუტი სახლში იდეალური სისუფთავისა და კომფორტის მიღწევაში დაგეხმარებათ. ის განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც მუდმივი შეხება აქვს ზედაპირებთან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ისინი იდეალურად სუფთა იყოს  ან ჰყავს ოთხფეხა მეგობრები  და იატაკი მუდმივად მოსაწმენდია ბეწვისა თუ საკვების ნარჩენებისგან. 

საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდის Dreame-ის ჭკვიანი მტვერსასრუტები აფიქსირებს უმცირეს ნაწილაკებსაც კი და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იდეალურად წმენდს ნებისმიერი სახის იატაკს. რაც მთავარია, ბრენდი გვთავაზობს მაღალი ხარისხისა და უახლესი ტექნოლოგიით შექმნილ მტვერსასრუტებსა და თმის მოვლის ტექნიკას ხელმისაწვდომ ფასად. 14-დან 27 ივლისამდე კი ისარგებლებთ დიდი ფასდაკლებით ისეთ წამყვან მოდელებზე, როგორიცაა:

  dreame                  

  • Dreame L10 s pro gen 2 – 999 ლარად 1499 ლარის ნაცვლად

მტვერსასრუტზე 2 კვირის განმავლობაში 500 ლარიანი ფასდაკლება ვრცელდება. ის საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სახლში ცხოველები ჰყავს და ზედაპირების ბეწვისგან გათავისუფლება მისი ყოველდღიური რუტინის ნაწილია. 

აღნიშნულ მოდელს გარდა სიღრმისეული სველი წმენდისა, ასევე აქვს ორმაგი რეზინის ჯაგრისი, არ იხვევს თმას, რაც კიდევ უფრო იდეალურს ხდის მას შინაური ცხოველების პატრონებისთვის. 

  dreame

  • Dreame R10 Pro – 649 ლარად 849 ლარის ნაცვლად

Dreame-ის ამ მაღალტექნოლოგიური ხელის მტვერსასრუტის მთავარი უპირატესობებია: მაღალი შეწოვის ძალა (22000 პასკალი); ლურჯი განათება, რომლის წყალობითაც დაინახავთ ერთო შეხედვით უხილავ მტვერსაც; თავაკები რბილი ავეჯისთვის, ჭერისა და რთულად მისადგომი ადგილებისთვის. მტვერსასრუტის ერთი სრული დამუხტვით თავისუფლად დაალაგებთ 100 კვ.მ ფართობს, რაც დიდი კომფორტია მათთვის, ვისაც გადატვირთული გრაფიკი აქვს. 

მტვერსასრუტის კომპლექტაციაში შედის იატაკის ელექტრონული თავი V ფორმის სილიკონიანი, ავეჯის ელექტრონული თავი, იატაკის რბილ ჯაგრისიანი ელექტრონული თავი, კუთხისა და ჯაგრისიანი თავი და კეცვადი ჯაგრისიანი თავი.ამასთან, იატაკის ელექტრონულ V ფორმის თავს აქვს 2 ცალი LED განათება, ბნელი ადგილებისთვის. 

  dreame

  • Dreame Glory Master Green – 279 ლარად 379-ის ნაცვლად

14-დან 27 ივლისის ჩათვლით შესაძლებლობა გექნებათ, შეიძინოთ Dreame-ის ცნობილი მაღალტექნოლოგიური თმის ნაკრები, რომელიც თქვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი გახდება. 

ბრენდის მტვერსასრუტები გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიით, რომელიც მაქსიმალურად იცავს თმას დაზიანებისგან და აქვს ნეგატიური იონიზაცია, რაც იცავს თმას დამუხტვისგან და აჯანსაღებს მას. 

ფენს მოყვება 3 მაგნიტური თავი - დიფუზორი, თმის გასასწორებელი და სურნელოვანი შრატი. ელეგანტური და კომპაქტური დიზაინი კი მოსახერხებელია როგორც სახლის პირობებში, ისე სამოგზაუროდ.

მოწყობილობის ძრავს აქვს ტურბინული პროპელერი ჰაერის ნაკადის გასაძლიერებლად. მისი სიმძლავრეა 1600W, რის ხარჯზეც სწრაფად მისცემთ თმას სასურველ ფორმას. 

მოდელებზე ფასდაკლება ვრცელდება ტექნიკის მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით. მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს.

R