ნუცა ქავთარაძის და აჩიკო სოლოღაშვილის წყვილს საზოგადოება წლებია კარგად იცნობს. წყვილი წლების წინ დაქორწინდა და ერთი ვაჟი, სანი ჰყავთ.
ნუცა ქავთარაძე სოციალურ ქსელებში ხშირად უზიარებს გამომწერებს ცხოვრების მნიშვნელოვან და თბილ მომენტებს. ამჯერად მსახიობმა გამოაქვეყნა პატარა სანის ფოტო, რომელსაც დაურთო წარწერა - „სამუშაო დღის ყველაზე ტკბილი დასასრული“.
სოციალურ ქსელში ფოტომ მალევე უამრავი დადებითი გამოხმაურება მოიპოვა.
„პატარა ვიყავი, როდესაც წავედი სახლიდან. დავიწყე სამსახური და ჩემს თავს მივეცი ამის უფლება. 19 წლის ვიყავი. იყო მსუბუქი, მაგრამ მუქარა; იყო თბილი საუბარი, "იქნებ არ გინდა დედიკო, ვინ გაგირეცხავს, ვინ გაჭმევს, ვინ გასმევს"… იმდენმა ტკივილმა მოიყარა თავი, რომ ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღირდა თუ არა ამის გაკეთება. მერე მივხვდი, რომ მე ძალიან მინდოდა და მათი ტკივილები მეორეხარისხოვანი იყო, ვიდრე ჩემი ლტოლვა დამოუკიდებლობისადმი. მერე იყო დღეში რამდენიმე ზარი, ეს-ემ-ესი. რა ქენი, ჭამეო? მეტი გაღიზიანება და მზრუნველობა გამოიწვია. სახლში როცა ვიყავი, შეიძლებოდა არ დაერეკათ და არ ეკითხათ, მშიერი ვიყავი თუ არა. არ მინდოდა, ჩემი ოჯახისთვის მეტი ტკივილი მიმეყენებინა. გარკვეული ეტაპის მერე მიიღეს ეს მოცემულობა…“
არჩილის მეუღლე ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძეა. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნო. როგორც არჩილი მოგვიანებით ინტერვიუში იხსენებდა, ნუცა პირველად თეატრის ეზოში, პრესკონფერენციის დროს დაინახა, სადაც ჟურნალისტებიც იყვნენ დაბარებულები.
"გასტროლზე ვიყავით ხორვატიაში. როდესაც დავბრუნდით, თეატრის ეზოში პრესკონფერენცია იყო, დაიბარეს ტელევიზიები. მაშინ ისე მოხდა, რომ მაგიდასთან შემოქმედებითი ჯგუფი ვიყავით. მოვიდა ინტერვიუების დრო, მანამდე ვხედავდი, რომ ვიღაც მაგარი რუჯით, გრძელით თმით დარბოდა. მიიქცია ჩემი ყურადღება. მაშინ უბრალოდ რესპონდენტი ვიყავი, რომელიც ნუცამ ჩაწერა..."
ამის შემდეგ არჩილმა "რუსთავი 2"-ში დაიწყო მუშაობა, დილის გადაცემაში. ჩათვალეს, რომ გადაცემისთვის კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი იყო საჭირო და დაამატეს კიდეც, მათ შორის იყო ნუცაც.
"ნუცა ბათუმიდან იყო ახალი ჩამოსული, მაშინაც მაგარი დამწვარი იყო და ზედმეტი რუჯისგან სახეზე ლაქა ჰქონდა. თავის მოვლა ჩემი საყვარელი მხარეა. იმ წუთას აღმომაჩნდა სახის ზეთი, რომელიც ამ ლაქის მოსაშორებლად მივეცი ნუცას... შემდეგ დავმეგობრდით და მერე უკვე მოვედით აქამდე, სადაც ახლა ვართ" - ამბობდა სოლოღაშვილი.
არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის ვაჟი, ალექსანდრე 2021 წლის გაზაფხულზე დაიბადა. სანი მშობლებისთვის ნანატრი შვილია - მის დაბადებას ნუცა და აჩიკო 8 წლის მანძილზე ელოდნენ. სახელიც შესაბამისი შეურჩიეს - სანი - პატარა ალექსანდრემ მათი ცხოვრება მართლაც მზით გაანათა და ახლა მშობლები მის ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებენ.