საზაფხულო დიეტა: როგორ ვიკვებოთ სწორად და ჯანსაღად ზაფხულის სეზონზე - Marao

საზაფხულო დიეტა: როგორ ვიკვებოთ სწორად და ჯანსაღად ზაფხულის სეზონზე

2025-07-29 16:58:16+04:00

ზაფხული - სეზონია, როდესაც სხეული ბუნებრივად ითხოვს მსუბუქ, გამაგრილებელ და წყლიან საკვებს. სიცხე, მზის სხივები და მომატებული აქტიურობა ორგანიზმისგან ითხოვს ჰიდრატაციას, ენერგიების შევსებას და საკვები ნივთიერებების სწორად შერჩევას.

ამიტომაც ზაფხული საუკეთესო დროა დეტოქსისთვის, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებისთვის - სუფთა, მარტივი და გემრიელი კვებით.

  • 4 საკვები, რომელიც საუზმეზე არასდროს უნდა მიირთვათ 

სეზონური ხილი და ბოსტნეული 

ზაფხულიში ბაზრობები სავსეა ფერადი და არომატული ხილითა და ბოსტნეულით, რომლებიც სავსეა ანტიოქსიდანტებით, ბოჭკოებითა და მინერალებით.

აუცილებელი სია:

  • საზამთრო, ნესვი - ორგანიზმის დატენიანებისთვის და დეტოქსისთვის;
  • კიტრი, პომიდორი - მინიმალური კალორიით მაქსიმალური განახლება;
  • ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, ბროკოლი - საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაძლიერებლად;
  • ალუბალი, ატამი, მარწყვი - კანის ბრწყინვალებისა და იმუნური სისტემისთვის.

რაც უფრო ფერადია თეფში, მით მრავალფეროვანია მიღებული ვიტამინებიც.

sazamtro

xili

  • "ვიტამინების ბომბი" - რეცეპტი: მზადდება 15 წუთში - ბოსტნეულის დეტოქს სუპი წონის კლებისთვის 

წყალი და სითხე

დეჰიდრატაცია ზაფხულში ხშირია. წყალი არა მხოლოდ გაგრილებისთვის, არამედ მეტაბოლიზმის გაუმჯობესებისთვისაც არის აუცილებელი.

ჰიდრატაციის რჩევები:

  • დალიეთ მინიმუმ 2.5 ლ წყალი დღეში;
  • დაამატეთ ლიმონი, კიტრი ან პიტნა გემოსთვის;
  • შეამცირეთ ალკოჰოლისა და კოფეინის მოხმარება.

დილას თბილი წყალი ლიმონით ასუფთავებს ორგანიზმს და ამზადებს სხეულს აქტიური დღისთვის.

მსუბუქი და დაბალკალორიული კვება

ზაფხულის სიცხეში მძიმე საკვები ორგანიზმს ღლის და ტვირთავს, ხელს უშლის მონელების სისტემასაც. ამიტომ ჯობია მსუბუქი საკვებით იკვებოთ ზაფხულის ცელს დღეებში.

  • ნაკლები ცხიმი, მეტი ცოცხალი პროდუქტი;
  • ცილები - თეთრი ხორცით, კვერცხით, თევზით ან მცენარეული ცხიმებით შემდგარი საკვები;
  • ნაკლები ტაფაზე მომზადება, უმჯობესია ორთქლზე ან გრილზე მომზადებული საკვების მირთმევა.
  • ზაფხულის ცხელ დღეებში უმჯობესია ზეითუნის ზეთის გამოყენება.

ტკბილეულის ჯანსაღი ალტერნატივები

ტკბილზე უარის თქმა რთულია. ზაფხული კი იდეალური დროა ცივი და გემრიელი ალტერნატივებისთვის:

  • გაყინული ბანანის ნაყინი (შაქრის გარეშე);
  • ჩიას პუდინგი კენკრით;
  • ხილის სალათი უშაქრო იოგურტით;
  • მუქი შოკოლადი მცირე რაოდენობით.

tkbileuli

  • რა გავლენას ახდენს თევზის საკვებ რაციონში შეტანა სახის კანზე და რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ ის სასურველი შედეგის მისაღებად 

კვების რიტმი - როცა რაოდენობა მნიშვნელოვანია

მცირე პორციები და სტაბილური ინტერვალები ორგანიზმს ეხმარება მეტაბოლიზმის სწორ მუშაობაში.

დაგეგმეთ ასე:

  • 3 ძირითადი და 2 მსუბუქი კვება;
  • ბოლო კვება 19:00-მდე;

როგორ აისახება ეს ყველაფერი ჯანმრთელობაზე?

საზაფხულო სწორი კვება:

  • აჩქარებს მეტაბოლიზმს;
  • ამცირებს შეშუპებასა და ზედმეტ წონას;
  • აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ტონუსს;
  • ზრდის ენერგიას და აქრობს დაღლილობას დაღლილობას.

ერთდღიანი მენიუს იდეა

საუზმე: შვრიის ფაფა ბანანით და ჩიას მარცვლებით

ტკბილეული: მარწყვი ან კიტრი

სადილი: თევზი გრილზე + მწვანე სალათი ზეითუნის ზეთით

საღამოს ტკბილეული: იოგურტი ან ატამი

ვახშამი: მოხარშული ბოსტნეული და კვერცხი

sakvebi

საზაფხულო დიეტა - წონასწორობა სიამოვნებასა და სარგებელს შორის

საზაფხულო დიეტა არ ნიშნავს შიმშილს. ეს არის სხეულზე ზრუნვის, კანის ბრწყინვალების, ენერგიის მატებისა და თვითკმაყოფილების გზა.

გაიხსენე: შენს თეფშზე ფერები, მარტივი რეცეპტები და სითხე — ეს სამივე ერთად ქმნის ზაფხულის იდეალურ დიეტას.

მიირთვით სიხარულით, იზრუნე შენს სხეულზე და დატკბი სეზონის სიმსუბუქით!