შორენა ბეგაშვილი ახალ სტილში — ფოტოები ნიუ-იორკიდან - Marao

შორენა ბეგაშვილი ახალ სტილში — ფოტოები ნიუ-იორკიდან

2025-07-30 17:01:22+04:00

ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი შორენა ბეგაშვილი საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და თამამ სახედ ქართულ შოუ-ბიზნესში. მის გარშემო ყოველთვის იყო ინტერესისა და განხილვის ტალღა — ის ხშირად ახერხებს მედიის ყურადღების მიპყრობას, იქნება ეს თამამი ფოტოებით თუ გულწრფელი განცხადებებით. მიუხედავად კრიტიკისა და ჭორების, შორენა ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას, რაც მის ქარიზმას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ამჯერად შორენა ბეგაშვილი ნიუ-იორკში იმყოფება და სოციალურ ქსელებში მორიგი არაჩვეულებრივი კადრებით გვიზიარებს იქაურ განწყობასა და სტილს. მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, უამრავი დადებითი კომენტარი და მოწონება მოჰყვა.

shorena

shorena

shorena

shorena

shorena

  • "რაც აქამდე ცუდი მოხდა ჩემს ცხოვრებაში - ბოროტება, ტყუილი, ახლა ასმაგად სიკეთით მიბრუნდება" - შორენა ბეგაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს 

შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.

შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

shorena

  • შორენა ბეგაშვილის ძვირადღირებული ჩანთების კოლექცია: TOP 10 ჩანთა მსახიობის გარდერობში 

შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისი და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.

შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა,  შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება. 

  • "იცით, ეს რომელი კაბაა?" - ევა ბარბაქაძის განსაკუთრებული კაბა დედის, შორენა ბეგაშვილის დაბადების დღეზე 

შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასაწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.