"უსაყვარლესი ნიკოლა შელია" - რა კადრებს აქვეყნებს ნინა ხუბუტია - Marao

"უსაყვარლესი ნიკოლა შელია" - რა კადრებს აქვეყნებს ნინა ხუბუტია

2025-08-04 10:47:50+04:00

სანდრო შელიან და ნინა ხუბუტიამ 2023 წლის შემოდგომაზე იქორწინეს. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი იტალიაში, ქალაქ რომში გადაიხადა. ცოტა ხნის წინ წყვილი ვაჟის მშობლები გახდნენ, რომელსაც ნიკოლა დაარქვეს. 

თათიამ ცოტა ხნის წინ ნიკოლასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც უამრავი გულთბილი კომენტარი დაიმსახურა.

nina_jhubutia

  • სანდრო შელია და ნინა ხუბუტია მშობლები გახდნენ: რა დაარქვეს პატარას 

სანდრო შელიასა და ნინა ხუბუტიას ოჯახი

მას შემდეგ, რაც პიანისტი და ტელეწამყვანი, თათია შარანგია და ბიზნესმენი, სანდრო შელია ერთმანეთს დაშორდენენ, სანდრომ "მთავარი არხის" ტელეწამყვანზე ნინა ხუბუტიაზე იქორწინა. წყვილმა ქორწილი 2023 წლის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, იტალიის ქალაქ,  რომში გადაიხადა. ცოტა ხნის წინ წყვილი ვაჟის მშობლები გახდნენ. 

  • ქართული ქორწილი რომში - სანდრო შელიამ ჟურნალისტ ნინა ხუბუტიაზე იტალიაში იქორწინა 

სან­დრო შე­ლია ნინა ხუ­ბუ­ტი­ას­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი ცოლი უცხო­ე­ლი ჰყავ­და, მას­თან ქორ­წი­ნე­ბი­სას ერთი შვი­ლი ეყო­ლა, შემ­დეგ კი ცნო­ბილ პი­ა­ნისტზე თა­თია შა­რან­გი­ა­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც კი­დევ ერთი ვაჟი შე­ე­ძი­ნა.

წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, მალე კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შა­რან­გია მე­სა­მედ ჯარ­ჯი თო­რა­ძეს მიყ­ვე­ბო­და ცო­ლად. ყო­ფი­ლი ცო­ლის ქორ­წი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში იქორ­წი­ნა შე­ლი­ა­მაც.

  • "დაუმსახურებელ ტალახს რომ იღებ იქ, სადაც შენ არაფერი დაგიშავებია, უბრალოდ შენთვის ხარ და ხარ ბედნიერი" - სანდრო შელია და ნინა ხუბუტია ურთიერთობის შესახებ 

სან­დრო ნი­ნას ეკ­რა­ნი­დან იც­ნობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ახ­ლოვ­დნენ. თა­ვი­დან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქოდ­ნათ, პა­ე­მა­ნი კი სექ­ტემ­ბერ­ში შედ­გა.

"არ მომ­წონს სან­დროს წარ­სულ­თან ჩემი და­კავ­ში­რე­ბა. მეც მაქვს წარ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბა და ეს არის ნორ­მა­ლუ­რი. უფრო სან­დრო­ზეა ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბი, ამან რამ­დე­ნი ცოლი უნდა მო­იყ­ვა­ნო­სო და ა.შ. იყო მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც წერ­დნენ, რომ რო­გორც ამას ექ­ცე­ვა, ისე ექ­ცე­ო­და ყო­ფილ ცოლ­სა­ცო. პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბა­შიც კი მომ­წე­რეს, ვი­დეო მქონ­და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი და მომ­წე­რეს, ზუს­ტად ასე მო­ა­წე­რა ხელი ყო­ფილ ცოლ­თა­ნო...“ - ამ­ბობს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინა ხუ­ბუ­ტია.