"დედა-შვილის საოცარი მსგავსება" - გვანცა დარასელია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

"დედა-შვილის საოცარი მსგავსება" - გვანცა დარასელია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

2025-08-05 12:49:06+04:00

გვანცა დარასელიას წლებია საზოგადოება კარგად იცნობს. მან კარიერა სამოდელო საქმიანობით დაიწყო, შემდეგ კი ტელესივრცეში გადაინაცვლა. გვანცა არა ერთი გადაცემის თუ პროექტის წამყვანი იყო, თუმცა ბოლო დროს მან მედია დატოვა და რადიოში გადაინაცვლა.

გვანცა მორაგბე და ბიზნესმენ ვახო მჭედლიძეზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი - ერეკლე და ლილე ჰყავს.

გვანცამ საკუთარ სოციალურ გვერდზე ლილეს ფოტო გამოაქვეყნა. გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ დედა შვილი საოცრად ჰგავს ერთმანეთს.

gvantsa_daraselia

gvantsa_daraselia

gvantsa_daraselia

  • დღესასწაული გვანცა დარასელიას ოჯახში: ტელეწამყვანის ოჯახური კადრები მეუღლესა და შვილებთან ერთად 

გვანცა დარასელია

ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია 1989 წლის 1-ელ სექტემბერს დაიბადა. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. ჰყავს მეუღლე, მორაგბე და ბიზნესმენი ვახო მჭედლიძე. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს. 

  • რა შემთხვევაზე საუბრობს გვანცა დარასელია: "მინდა გითხრათ, რომ თავს ვგრძნობ სუპერ-ახალგაზრდად, მაქვს უამრავი ენერგია, იდეა..." 

გვანცა დარასელია ტელეწამყვანის ამპლუას 15 წლის მანძილზე ირგებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მშობლიური არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო: "ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

gvantsa_daraselia

"ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.

  • "ერთად შემოგვეპარა ჭაღარა" - რა ფოტოს აქვეყნებს გვანცა დარასელია  

გვანცა ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას მისი ოჯახის წარმატების შესახებ საუბრობდა: "ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია.