თუ გსურთ, რომ თქვენი სექსუალური ცხოვრება ჩქეფდეს, ქმრისთვის სადილის მომზადებისას აუცილებლად დაუმატეთ კერძს ხმელი სუნელი.
თურმე, საყოველთაოდ ცნობილი სანელებელი, ხმელი სუნელი პოტენციის ძლიერი სტიმულატორია. ინტეგრატიულ-მოლეკულური და კლინიკური მედიცინის ცენტრის სპეციალისტებმა ჩაატარეს გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ხმელი სუნელი მინიმუმ მეოთხედით ზრდის მამაკაცის ლიბიდოს. სწორედ ამდენით გაიზარდა კვლევების დროს იმ მამაკაცების პოტენცია, რომელთა კერძშიც 6 კვირის მანძილზე, დღეში ორჯერ ამ სუნელს უმატებდნენ.
კულინარიაში ძალიან პოპულარული ხმელი სუნელი ძველად სამკურნალო საშუალებაც იყო: მას მშობიარობის ტკივილების შესამსუბუქებლად და ლაქტაციის გასაძლიერებლად იყენებდნენ; ასევე, გამოიყენებოდა, როგორც სიცხის დამწევი და ნაადრევი გამელოტებისგან თავის დასაცავი საშუალება.
აღმოსავლეთში მდიდარი საემიროების ჰარამხანების ლამაზმანები მოხალულ ხმელ სუნელს რეგულარულად მიირთმევდნენ იმისათვის, რომ თეძოებისა და მკერდისთვის მეტი სიმრგვალე მიენიჭებინათ.
მეცნიერების მტკიცებით, ხმელი სუნელის ძლიერი აფროდიზიაკური თვისება იმით არის განპირობებული, რომ ეს მცენარე შეიცავს დიდი რაოდენობით საპონინს, რომელიც მამაკაცის ორგანიზმში მკვეთრად ზრდის სქესობრივ ჰორმონებს.