ზღაპრიდან მოსული დედა-შვილი: მოდელი ანა ახვლედიანი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - Marao

ზღაპრიდან მოსული დედა-შვილი: მოდელი ანა ახვლედიანი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

2025-08-06 12:08:33+04:00

მოდელი ანა ახვლედიანი სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ანას ულამაზესი ქალიშვილი, სახელად ევა ჰყავს.

მოდელმა სოციალურ ქსელში ევასთან ერთად გადაღებული გულთბილი ვიდეო წარწერით: "ჩემს ქალიშვილ ევასთან ერთად" გააზიარა. ვიდეომ მალევე დაიმსახურა საზოგადოების აღფრთოვანება. როგორც აღნიშნავენ, ევა საოცრად ლამაზია და ძალიან ჰგავს დედიკოს.

  • "დღის მანძილზე, ჯამში, ორ ლიტრ ნადგომ წყალს ვსვამდი და რაც შეეხება მენიუს, ის იყო ძირითადად ბოსტნეულით დატვირთული" - ანა ახვლედიანი 

ანა ახვლედიანის ოჯახი და კარიერა 

ანა ქუთაისიდანაა. ანას წარმატებულ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. 

თბი­ლი­სის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ მო­დე­ლი უკვე ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და და მი­სით პა­რი­ზი­სა და ლონ­დო­ნის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. 2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კას­ტინგზე 500 გო­გო­ნა­დან ამო­არ­ჩი­ეს. გო­გო­ნა თა­ნამ­შრომ­ლობ­და მო­დის ისეთ გა­მო­ცე­მებ­სა და სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management და სხვ.

axvlediani

  • "დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა" - ანა ახვლედიანი ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს 

როგორც ანა ამბობს, ამ ხუთი წლის მანძილზე თავი მთლიანად შვილის აღზრდას მიუძღვნა, ახალი კი აპირებს, რომ აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა. დღეს ანა ფოტომოდელობითა და ინფლუენსერობითაა დაკავებული. ის მონაწილეობას არაერთი ცნობილი ბრენდისა თუ კომპანიის სარეკლამო გადაღებაში იღებს. აქტიურია სოციალურ ქსელში და თავის მოვლის შესახებ რჩევებს გამომწერებსაც უზიარებს. 

ცოტა ხნის წინ ანა გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა და ამბობდა, რომ მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს: 

axvlediani

  • "ულამაზესი ქართული ოჯახი" - მოდელი ანა ახვლედიანის კადრები მეუღლესა და შვილთან ერთად 

"5 წელია, აღარ ვაქტიურობ, რადგან 5 წლის წინ შემეძინა შვილი. ამ დროის განმავლობაში შევეცადე, რომ ჩემი თავი მთლიანად მისთვის მიმეძღვნა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბაღში წავიდა და ის თავისუფალი დრო, რაც გამომიჩნდა, რატომაც არ მოვახმარო კარიერას. სამოდელო სფეროში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, იმიტომ, რომ ახალ ეტაპზე ვარ. მაქვს შემოთავაზებები რამდენიმე ბრენდისგან როგორც ინფლუენსერს, ვნახოთ, რა როგორ იქნება მომავალში.

უამრავი კითხვა შემომდის იმის შესახებ, თუ სად არის ჩემი მეუღლე. სად არის და მუშაობს, სად უნდა იყოს?! გვიან მოდის სახლში, საშინლად არ უყვარს არც ფოტოების გადაღება, არც ვიდეოს გადაღება. მეტი რა გითხრათ..." - ამბობდა ამბობდა მოდელი.