ულამაზესი წყვილის ზაფხულის არდადეგები: ილო ბეროშვილი და ანი ბებია შვილებთან ერთად - Marao

ულამაზესი წყვილის ზაფხულის არდადეგები: ილო ბეროშვილი და ანი ბებია შვილებთან ერთად

2025-08-09 14:49:23+04:00

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ზაფხულის ცხელ დღეებს შვილებთან, ჯერისთან და სემისთან ერთად ზღვისპირეთში ატარებენ. ულამაზესი ოჯახური კადრები ანიმ საკუთარ გვერდზე გააზიარა. 

ani_bebia

beroshvili

ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის ოჯახი 

მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.

  • სერიალით მოსული წარმატება, გამორჩეული გარეგნობა და ცნობილი მეუღლე - ანი ბებიას პორტრეტი

ანი ბებია პირველად რეჟისორ კახი ხუციშვილზე იყო დაქორწინებული: „ერთხელ გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ვმონაწილეობდი, კახი გოგასთან დადიოდა და იქ გავიცანით ერთმანეთი“ - იხსენებდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ანის მეორე მეუღლე მსახიობი ილო ბეროშვილია. 

"მეც, როგორც ბევრი სხვა, ილოს ეკრანიდან ვიცნობდი. ერთხელ რადიოში მიმიწვიეს, სადაც თანაწამყვანი ილო იყო. საუბრის თემა ეხებოდა სილამაზესა და ჯანსაღ ცხოვრებას. იქ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი ნაცნობობით შემოიფარგლა, რადგან მე იმ დროს მყავდა ოჯახი. მახსოვს, პირველი შეხვედრისას უზრდელის შთაბეჭდილება დატოვა, რადგან სტუდიაში რომ შევედი, ტელეფონით იყო დაკავებული, ერთი ამომხედა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი.

  • "კარგი 6 წელი გამოგვივიდა, კიდევ ბევრი კარგი გამოვა": ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის ოჯახი, ორი ულამაზესი შვილი და ოჯახური ბედნიერება

მეუღლეს მალევე გავშორდი, რადგან ურთიერთობაში უკვე გვქონდა პრობლემა. ეს ისე მოხდა, რომ ილო არაფერ შუაში იყო. გადაცემის შემდეგ მომწერა, მადლობა გადამიხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ფოტოებზე მეუღლესთან ერთად ბედნიერად გამოვიყურებოდი. ამის მერე ძალიან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდა, როგორიც შეიძლება კარგ ნაცნობთან გქონდეს.

ოჯახის დანგრევის შემდეგ საერთოდ არ მინდოდა არავითარი ურთიერთობა. ორიენტირებული ვიყავი საქმეზე, ამიტომაც ილომ მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი" - ამბობდა ანი.

  • "მეუღლეს მალევე გავშორდი, რადგან ურთიერთობაში უკვე გვქონდა პრობლემა... ეს ისე მოხდა, რომ ილო არაფერ შუაში იყო" - უმშვენიერესი მსახიობის, ანი ბებიას ოჯახი, კარიერა და ცხოვრების სტილი 

ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას პირველი შვილი, ჯერი, ორი წლის წინ შეეძინათ. სულ ცოტა ხნის წინ მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც სემი დაარქვეს.