მაკა ასათიანის ოჯახის ზაფხულის ვოიაჟი: კადრები ნანიკო კლდიაშვილის ალბომიდან - Marao

მაკა ასათიანის ოჯახის ზაფხულის ვოიაჟი: კადრები ნანიკო კლდიაშვილის ალბომიდან

2025-08-09 15:08:31+04:00

მაკა ასათიანის რძალი, ნანიკო კლდიაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს ზაფხულის ვოიაჟიდან აქვეყნებს. ის და მისი ოჯახი საზღვარგარეთ ისვენებს და დროს სასიამოვნოდ ატარებს. 

naniko_kldiashvili

მაკა ასათიანის დიდი ოჯახი  

მაკა ასათიანი თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც წარმატებებს სხვადასხვა სფეროში მიაღწია, თუმცა მისი სახელის ხსენებისას პირველი ასოციაცია მაინც მისი შთამბეჭდავი გარეგნობაა.

  • "ლეა და ლეო" - მაკა ასათიანის შვილიშვილები, ახალი ფოტოები და ოჯახური იდილია

მაკა ასათიანი ცნობილი იყო, როგორც მოდელი და დიზაინერი. მისი სილამაზე და სტილი ხშირად გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ის აქტიურად იყო ჩართული მოდის ინდუსტრიაში და ჰქონდა საკუთარი ბრენდი. მისი საქმიანობა იმ დროისთვის ხშირად შუქდება მედიაში, რაც მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა. 

მაკა ასათიანი ასევე წარმატებული ბიზნესმენია. მისი ოჯახის კომპანია, "ბლექ სი პეტროლიუმი", ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტს ავითარებს. პროექტის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. 

მაკა ასათიანის მამის, ცნობილო ფეხბურთელისა და ბიზნესმენის, კახი ასათიანის მკვლელობამ 2000-იანი წლების დასაწყისში მთელი თბილისი შეძრა. კახი ასათიანი უცნობმა პირმა მანქანაში ჩაცხრილა. ის ადგილზე გარდაიცვალა. 

  • გამორჩეული და დახვეწილი: ნანიკო კლდიაშვილის ჩაცმულობა

მაკა ასათიანს ჰყავს უმშვენიერესი დედა, ლუიზა თავართქილაძე და და, სალომე ასათიანი. სალომეს ერთი ქალიშვილი ჰყავს - პიანისტ მარიანა აჩბას საზოგადოება კარგად იცნობს. 

მაკა ასათიანმა პირველად მერაბ ჟორდანიაზე იქორწინა. მათ ორი ვაჟი კახი და ლევანი შეეძინათ. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მაკა საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია -  ის ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამფლობელი და დირექტორი იყო.

მაკას მეორე მეუღლე კოტე გეგელიაა. წლების მანძილზე ოჯახი ესპანეთში ცხოვრობდა, თუმცა მაკა დიდ დროს ატარებს შვეიცარიაში უფროს ვაჟთან, კახისთან ერთად, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მაკას და კოტეს ერთი საერთო შვილი, კონსტანტინე ჰყავთ. 

  • ზღაპრული ფერია და საოცარი მსგავსება ბებიასთან - მაკა ასათიანის შვილიშვილი, ახალი ფოტოები და ცხოვრების ამბები

მაკას უფროსი ვაჟი, კახი ჟორდანია დაქორწინებულია ნანიკო კლდიაშვილზე, წყვილს ორი შვილი, ლეა და ლეო ჰყავს. 

მაკა ასათიანი ქართულ მედიასთან თითქმის აღარ ჩნდება.ის არც სოციალურ ქსელშია აქტიური. მაკა ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ ოჯახის სიწმინდის დღეზე იხილა, სადაც ის შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა. მის ჭაღარა თმას დიდი განხილვაც მოჰყვა, თუმცა აღნიშნავენ, რომ წლები და შევერცხლილი თმა მაკა ასათიანის სილამაზეს ვერაფერს აკლებს.