სკანდალი ლიკა შენგელიას ირგვლივ: რას წერს ყოფილი მოდელი ვრცელ წერილში და ვის პასუხობს სოციალურ ქსელში - Marao

სკანდალი ლიკა შენგელიას ირგვლივ: რას წერს ყოფილი მოდელი ვრცელ წერილში და ვის პასუხობს სოციალურ ქსელში

2025-08-10 13:02:38+04:00

"არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღირსება! ჩემო მეგობრებო, ძალიან ვრცელი გამოვა, რასაც დავწერ, ცოტა აქეთ-იქით გადახტომებით და იმედია, აჰყვებით თქვენც აზრებს", - ამ ფრაზით დაიწყო ლიკა შენგელიამ ვრცელი წერილი, რომელიც საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ეს პოსტი პასუხია ჟურნალისტ სალომე გოგიაშვილის სტატუსზე. 

სალომე გოგიაშვილმა მანამდე დაწერა: 

"სხვის ქმარზე ნადირობა სულიერი სიღარიბის მანიშნებელია! ვინც სხვის ტკივილზე ბედნიერებას აშენებს, ის თვითონ იქცევა წარსულად ღვთის წინაშე". მე მგონი, მეთანხმებით, ხო, გოგოებო?  თუ გინდათ, გავშალოთ თემა მერე, თქვენი აზრი მაინტერესებს?"

მოგვიანებით კი ლიკა შენგელიამ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომელსაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ:

 

ლიკა შენგელიას წერილი 

 

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ შემეშინდება არაფრის, არც სახელების ხსენების, რადგან ამ სახელებმა აღშფოთებული ქალბატონის მხრიდან მუქარით გაიჟღერა... ასევე დავურთავ საკმაოდ მძიმე ფოტომასალასაც, რაც მე ახლახან მოვიპოვე, რომელმაც ჩემზე საშინლად იმოქმედა, რადგან ჩემი გულის წასვლის ფაქტი არც კი მახსოვდა. არ მეგონა, ასეთი მძიმე სანახავი თუ იქნებოდა ჩემთვის... ასევე აღვნიშნავ, რომ ეს არ არის თავის სამართლებელი ინფორმაცია, მე ეს არ მჭირდება! თუმცა მე მჯერა, ამით დასრულდება აშარი ხალხის ბოგინი, რომლებიც არიან ამოფარებულები სხვადასხვა ადამიანის სახელებს და ამით ამ ადამიანებსაც ვნებენ.

ძალიიიიიააააან არასწორი არჩევანი იყო ამ ავანტიურისთვის ჩემი არჩევა, რადგან ამ ქვეყანაზე უფლის გარდა არავისი არ მეშინია და ჯერ არ დაბადებულა ადამიანი,  ვინც ლიკა შენგელიას ან მუქარით გააჩუმებს, ან ინტრიგანული თავდასხმებით თავს დაახრევინებს... რადგან სტატუსებითა და 50-კაციანი გორილების ჯოგით, ლანძღვით, ცილისწამებითა და ბულინგით გადაწყვიტა ჩემი შეშინება, პასუხად მხოლოდ ჩემგან მის შესახებ მწარე სიმართლეს მიიღებს!

იცის, ალბათ, რომ საუკეთესო დაცვა თავდასხმაა და ბრბოს ემოციებზე თამაშია და ბევრიც ამას ვერ გაუძლებდა...  მეტსაც გეტყვით, იმ დღეს, როდესაც კომენტარებში რამდენიმე ახლობლის კომენტარი წავიკითხე, გული ისე გამეგლიჯა, რომ თვითმკვლელობა დავისახე მიზნად, თუმცა ჩემმა ერთგულმა ხალხმა იმ ღამეს არ დამტოვა მარტო... იმედი მაქვს, ამ სტატუსის წაკითხვის შემდეგ, შერცხვებათ ოდნავ მაინც...

  • ხუთი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია - მოდელი ლიკა შენგელია ოჯახსა და თავის მოვლაზე

ახლა კი მივუბრუნდები საქმეს ცოტა ისევ შორიდან... დღეს აეროპორტში ერთ-ერთი კომენტატორი მიღებდა ვიდეოებს, ხაოდა ბოლო ხმაზე, სიმწრის სიცილით და რეპლიკებით ჩემ მიმართ, თან ვიდეოქოლზე აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ქალბატონი ჰყავდა და ანახებდა, თუ როგორ ასრულებდა მის დავალებას და ახარებდა მას ჩემი დამცირებით. მე ჩუმად ვიდექი და ვიღიმოდი. ამის შემდეგ ავედი თვითმფრინავში და გადავიღე ეს ზრდილობიანი დედა-შვილი, რომ მათი იდენტიფიკაცია მომეხდინა...

ფრენის დროს მომივარდა ეს ქალბატონი და დამიწყო საქმის გარჩევა, თუ როგორ გავბედე და გადავუღე. თურმე არ ყოფილა სასიამოვნო... ეს ქალბატონი დადგინდა, რომ ყოფილა ამ ადამიანების ფოტოგრაფი, რასაც თავად ამბობს კომენტარებში, ამაყობს ამით და ითხოვს, თემის გაშლას და ეხმარება ამას თურმე სურათებით.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან სულ ახლახან, სტატუსის გამოქვეყნების დღეს, მომაწოდეს და ძალიან დამეხმარა სურათის ნათლად წარმოდგენაშიც და პასუხისგებაშიც... ყველა მასალას მივამაგრებ და თავად ნახავთ, რომ ამ სურათებს უგზავნიდა ნაცნობებს და დაცინვით და სიამაყით ეუბნებოდა, რომ ნახეთ, რა მაგარი ვარო, რა დღეში ჩავაგდეო...

არ ვიცი, თქვენზე როგორ,  მაგრამ ჩემზე ისე იმოქმედა ამ სურათის ნახვამ, სადაც ნახევრად მკვდარი, გულწასული ვარ, იმიტომ რომ ეს მომენტი ამოვარდნილი მქონდა თავში, ჩაქუჩის ჩარტყმის შედეგად... პირველ სურათში ჩანს, რომ ორივე მესხმის თავს, ქალბატონმა რაღაც ბლაგვი ჩამარტყა, სავარაუდოდ, ჩაქუჩი, რადგან ხელში ეჭირა და დავინახე გარეთ სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი. მისი მეუღლე ხელს მიგრეხს, რომ წამართვან ტელეფონი, რომ პატრულში არ დავრეკო...

მეორე სურათში გულწასული ვარ და მესამეში ხალხი ჩანს. არ ვიცი, მე არ მახსოვს ესენი, ალბათ, შეეშინდათ, ამათ ეგონათ მოვკვდი და მათი გუნდის წევრები დაისიეს, ნუ, ფოტოგრაფის გარდა.  მან ყოჩაღად აღბეჭდა ყველა დეტალი...

გადავედით ახლა ისევ აღშფოთებულ და შეურაცხყოფილ ქალბატონზე, რომელსაც თურმე ქმარს ართმევენ და ოჯახის სიწმინდეს უნგრევენ. ქმარს, რომელმაც წინა დღეს დამირეკა მესინჯერით ძალიან ნასვამმა და მეორე დღეს მოვარდა ჩემს სახლთან, სადაც ცხოვრებაში პირველად ვნახე ლაივში. გარდა იმისა, რომ რამდენჯერმე გამარჯობით მივსალმებივარ. ქმარს ართმევენ თურმე შეურაცხყოფილ დედაკაცს, რომელიც დღემდე მისი ქმრის უახლოეს მეგობართან დადის და ვისი ცოლიც მისი საუკეთესო მეგობარია. ქმარს, რომლის მეორე მეგობართან ორწლიანი რომანი ჰქონდა და როცა ამ ბიჭს ამოუვიდა ყელში, დაშორდა და შეყვარებულად გაიჩინა ჩემი მეგობარი გოგო, ეს წმინდა ოჯახის დედაკაცი მიუვარდა სახლში ამ გოგოს, რომ თავი დაანებე ჩემს კაცსო... ყველა ვთხოვდით, რომ დაერეკა მისი ქმრისთვის მაგრამ ამ გოგოს შეეშინდა... ალბათ, ახლაც ეგონა, რომ მეც შემეშინდებოდა და გავჩუმდებოდი... შემეშინდებოდა ვატო ყიფიანის, ვისი ახლობლობითაც დამემუქრა, არადა ეს ოჯახი ჩემთვის ძალიან საყვარელი და ახლობელია და ასეც რომ არ იყოს, მაინც არ შემეშინდებოდა, რადგანაც მართალი ვარ!

  • ძვირადღირებული ჩანთების კოლექცია, სამი შვილი და ბედნიერი ოჯახი: 26 წლის უმშვენიერესი მოდელის, ქეთი ჟღენტის ცხოვრება

ასევე, მომიგზავნა ახლობლები, როცა გაიგო, რომ სასამართლოსთვის უნდა მიმემართა ამ სურათების ნახვის მერე (აქვე ჩავამატებ, რომ თავდასხმის დროს მე მაინც გამოვიძახე პატრული, დავაფიქსირე სახელიც, ვინც დამესხა თავს, მაგრამ მერე შეშინებულებმა დაიწყეს პატიების თხოვნა, ჩემს ქმარს პირობითი აქვს და დაიჭერენო და არ დავაჭერინე, გავჩერდი, გადავყლაპე, რომ ეს სიბინძურე არ მომხდარიყო, რომ ჩემს შვილებს არ შეხებოდათ და, ბოლოს და ბოლოს, ციხისთვის მაინც ვერ გავიმეტე და გავაუქმე 112-ში განცხადება, თუმცა იმავე საღამოს, მას შემდეგ, რაც საყვარელმა ქმარმა ისე სცემა, რომ სახლიდან ვერ გადიოდა, უჩივლა და აღკვეთის ღონისძიება შეუფარდეს და ვეღარ ეკარება).

ანუ, ეს მოგზავნილი კეთილისმსურველები ფარული მუქარით, ასე აღვიქვი მე ყოველ შემთხვევაში, რომ ეს შეურაცხყოფილი ქალბატონი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ძაააალიან დაახლოებული პირიაო, რომ ამ დედაკაცთან დატაკება თურმე ამ ოჯახთან დატაკებას უდრის და რომ არავინ არ დააჩაგვრინებს თურმე მას.

პირველ რიგში, მე ამის არ მჯერა! მეორე რიგში დიდი პატივისცემით ვარ ბატონი ბიძინას ოჯახთანაც. მართალია, მე არ მაქვს არანაირი შეხება, მაგრამ ჩემი შვილები მეგობრობენ ამ ოჯახის წევრებთან და, რატომღაც, არც ამჯერად შემეშინდა და ვერც კი წარმომიდგენია, რომ უდანაშაულო ადამიანს რამეს დამიშავებს ეს ხალხი! მე ჩემი ყოველი სიტყვის პასუხისმგებელი ვარ! რაც მე შეშფოთებულ ქალბატონზე დავწერე, არ მგონია, ვინმე გამეკვირვებინა, უბრალოდ ამას ასე ვერავინ ამბობდა და მე ვიტყვი!ვიტყვი და უფრო მეტის თქმაც შემიძლია, უბრალოდ არის წმინდა თემები, რომელსაც მე არასოდეს შევეხები, რაც არ უნდა მტერი იყოს ჩემი და ეს თემა შვილებია!

ამ თემიდან დავბრუნდები ჩემს ცილისწამების ფაქტებზე, რომ მე, თურმე, ამ თემით ვაქეზებდი ამ ქალის მეუღლეს... ამ თემიდან პარალელურად გადახტომაა, და თან კითხვა, თუნდაც ყველა იმ ავტორიტეტთან ან კაცურ გაგებაში, რა ჰქვია კაცს, რომელიც ქალთან სასაუბროდ მიდის და ახვედრებს კამერებს, იწერს საუბარს, უყენია ფოტოგრაფი (სავარაუდოდ, მის გასამწარებლად ან სამაგიეროს გადასახდელად, მოტივს დღემდე ვერ ჩავწვდი)... ჩემი გაგებით ამას ბოზობა ჰქვია... (ამდენი ლანძღვის მერე, მეც გამოვიყენებ ცუდ სიტყვას, რომელსამე ამ კონტექსტში ვერ შევცვლი).

რაც შეეხება საუბრის ჩანაწერებს! ვითხოვ გაშალონ, როგორც მემუქრებიან ოღონდაც მთლიანი და არა - დამონტაჟებული, რაც მას სჩვევია. ნახოთ, სად ვიძახი ან ამ აღშფოთებულზე რამეს, ან რა იმედი ჩავუსახე ვინმეს! ეს ჩანაწერები არის ჩემი ალიბი! მე, როგორც შემეძლო და სწორი მეგონა, ისე მოვიქეცი, მინდოდა თბილად ამეხსნა, რომ თავი დაენებებინა ჩემთვის, მინდოდა ისე მომეგვარებინა, რომ ეს სპეტაკი ქალბატონი გულნატკენი არ ყოფილიყო!

რ ავიცი, მე ასე ჩავთვალე საჭიროდ, თუმცა, მეგონა, ნორმალურ ადამიანს ვესაუბრებოდი. მეცოდებოდა თან, რომ ვიცოდი, რა ხდებოდა მის თავს და ამიტომ უხეშად არ ვუპასუხე... ძალიან ბევრი ცუდი აზრი მიტრიალებდა თავში - თავის მოკვლა, შურისძიების სურვილი, ღმერთზე სიბრაზე, რომ რატომ არ დამიცვა... მაგრამ მერე მივხვდი, რომ უფალი გადამეფარა, რომ ეს ჩაქუჩი საფეთქელს ასცდა. მერე ისეთი რამ გადახდა ამ ქალს თავს, რომ ეგეთ შურისძიებასაც ვერ ვინატრებდი და ძალიან მიხარია ასეთ ბინძური სულის ადამიანს, რომ ამით მოუწევს ცხოვრება! დიდება უფალს და მადლობა მას! მადლობა მას, რომ ასეთი განსაცდელიც კი ვერ წამაქცევს, თავს ვერავინ ვერასდროს დამახრევინებს და მუდამ ამაყი ვიქნები! მე, ლიკა შენგელიას, 5 არაჩვეულებრივი და სანიმუშო შვილის დედას! 4 ვაჟკაცის დედას! დედას, რომელიც აგერ უკვე 4 წელია, მარტო ზრდის თავის პატარა სამ კაცუნას, ვერავინ ვერ იტყვის, რომ სადმე ვინმესთან თუნდაც გამივლია! იმიტომ კი არა, რომ უფრთო ანგელოზი ვარ, სულაც არა, უბრალოდ მე მეტი მინდა! მე ჩემი ადამიანი მინდა და ყველა ადამიანი, ვინც კი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მიყვარდა მთელი გულით და დღესაც ყველს უხარია ჩემი დანახვა!

მე ვინც მიცნობს, იმათ არც ეს სტატუსი სჭირდებათ! ეს საჭიროა ასეთი ამაზრზენი, სხვის კეთილ სახელს ამოფარებული, თავხედების გასაჩერებლად! მადლობა ყველას თითო სიტყვისთვისაც კი, ყველა სიტყვა მახსოვს და გულში დავიტოვებ! მაგრამ სხვასაც არ დავივიწყებ, რადგან განსაცდელის ჟამს ჩანს შენი ადამიანები!

სტატუსები გინდოდა, ქალბატონო? მიირთვი! ჩემი შერცხვენა გინდოდა? პირიქით! ვამაყობ ჩემი თავით, რომ გაგიძელი! რომ მოგერიე და რომ საბოლოოთაც დაგამარცხებ და გაგანადგურებ! თუ კანონის ძალით ვერ შევძლებ და ვინმე ხელს შემიშლის, მაშინ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გასამართლდები! შევეწირები, მაგრამ პასუხს მაინც გაგებინებ! თუმცა უკვე ბედნიერი ვარ იმით, შენ როგორც ხარ! ჯერ სად ხარ! მისამართი შეგეშალა და, მგონი, უკვე მიხვდი!

პ.ს. აქ დავასრულებ, მეგობრებო, ვისაც რა უნდა, იფიქროს. ყველამ გულში ჩაიხედოს, რამდენს გაუხარდა და რამდენს იმედი ჰქონდა ჩემი განადგურების. ჩემით ვიწყებ, ჩემი თამადობით, ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯოს! ამინ.

მაპატიეთ ეს მძიმე სურათები, ამის შემდეგ ლამაზ სურათებს დავდებ ზღვიდან. მიყვარხართ ყველა, იცით, ვინც. ზოგისთვის სიცოცხლის ბოლომდე ვალში ვიქნები ამხელა თანადგომისთვის! დიდი მადლობა", - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია და სურათებს აქვეყნებს, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:

shengelia

shengelia

shengelia

როგორც აღვნიშნეთ, ამ ამბავს წინ უღუოდა ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილის ფეისბუქ პოსტი:

gogiashvili

ლიკა შენგელიამ თავად გააზიარა ე.წ. სქრინშოთი სალომე გოგიაშვილის პოსტიდან. 

ლიკა შენგელიას მიერ გამოქვეყნებული "სქრინშოთი":

 

gogiashvili

სალომე გოგიაშვილის ამ პოსტს ფეისბუკზე არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა: 

ნანუკა გულუა - ჩემთვის წითელი ხაზი! წარმოუდგენელი უთავმოყვარეობა და უმორალობა ქალის მხრიდან და დაუნდობლობა და ნაძირალობა კაცის მხრიდან! თუ ამ ამორალურობის დამძიმება გინდა, როცა ქალს იცნობ და გემეგობრება!

ეკა ბალანჩივაძე - ძაან ბანძობაა ნამდვილად, უპირველესად საკუთარი თავის უპატივცემულობაა, ჩემი აზრით.   

  • "ჩემნაირად, ვიცი, არვის არ ეყვარები" - სალომე გოგიაშვილი მეუღლეს სიმღერას უმღერის (ვიდეო)

თაკო მექვაბიძე - არ ვიცი, ცოტა შოკი მაქვს. უმდაბლესი საქციელი ყველას წინაშეა ეს! სხვის უბედურებაზე აგებული ურთიერთობები სულიერ სიღარიბეზე და კიდევ ბევრ ამაზრზენ რამეებზე მიანიშნებს!  სალო, მიყვარხარ. 

ლალი ტოტიკაშვილი - მინიმუმ, ძალიან უხერხულია.

თამარ ივერი - აქ ყველა კიცხავს ასეთ ქალბატონებს, მაგრამ ყველამ იცის, დღევანდელ საზოგადოებაში რამდენიმე ასეთი ქალბატონი, ვინც სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერება ააგო, მაგრამ თავადაც სირაქლემის პოზაში მშვენივრად გრძნობენ თავს და საზოგადოებაც სრულიად ტოლერანტულია მისი “საქმენი საგმირონია” მიმართ.

 

ლიკა შენგელია

 

ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელების ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი კარიერა სწორედ მაშინ ვითარდება, როცა პოდიუმზე ჩანდნენ მისი მეგობრები, თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე, სალომე ღვინიაშვილი, რუსა ჩაჩუა, ლიკა კვარაცხელია, ლალი ტოტიკაშვილი და სხვ. 

ლიკა შენგელია პირველად კალათბურთელ არჩილ ჟღენტზე იყო დაქორწინებული. მათ ორი შვილი, ქეთი და ბუბუ შეეძინათ. ქეთის საზოგადოება კარგად იცნობს - ის ცნობილი ბიზნესმენის, თოშა ქებურიას მეუღლეა. ბუბუ კი მამის გზას აგრძელებს და თავადაც სპორტული კარიერა აქვს. 

ლიკა შენგელიამ მეორედ შპს კავ­კა­სუს კონ­სტრაქ­შენ გრუ­პის დი­რექ­ტო­რ ბი­ძი­ნა ჯიხ­ვა­ძე იქორწინა. მათ სამი ვაჟი შეეძინათ, თუმცა, როგორც ლიკას წერილიდან ირკვევა, ის უკვე 4 წელია, რაც მეუღლეს დაშორდა.