"18 აგვისტოს პირველად შევხვდით ერთმანეთს" - რუსკა ქარქაშაძის გულწრფელი წერილი მეუღლეს - Marao

"18 აგვისტოს პირველად შევხვდით ერთმანეთს" - რუსკა ქარქაშაძის გულწრფელი წერილი მეუღლეს

2025-08-19 11:04:59+04:00

რუსკა ქარქაშაძემ პატარა ასაკიდან მოახერხა საზოგადოების გულებში ადგილის დამკვიდრება. რუსკა დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ ხალხში. მან 2023 წელს ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე  იქორწინა. ის ხშირად უზიარებს საკუთარ გამომწერებს ოჯახურ კადრებს.

ამჯერად, წყვილი გაცნობის 3 წლის იუბილეს აღნიშნავს.

"3 წლის წინ, 18 აგვისტოს პირველად შევხვდით ერთმანეთს. მადლობა ღმერთს ამისთვის! მიყვარხარ" - წერს მსახიობი

ruska

  • "არ ვთვლი, რომ კატასტროფული ასაკობრივი სხვაობაა ჩემსა და ლაშას შორის" - რუსკა ქარქაშაძე მეუღლის, ასაკობრივი სხვაობისა და ოჯახის შესახებ 

ლაშა მოწონელიძე და რუსკა ქარქაშაძე 

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე 2023 წლის 8 ივნისს დაქორწინდა ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე. საზეიმო ღონისძიებაზე მათ შეასრულეს ვალსი და ქართული ცეკვა, რისთვისაც სპეციალური მომზადება გაიარეს. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიგა უჩუვატოვი, დალი ჩიტალაძე, გიო ხუციშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ.

ლაშა მოწონელიძემ რუსკას ხელი სთხოვა იტალიაში, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად მსახიობის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

  • ზაფხული პატარა ზუკასთან ერთად: რუსკა ქარქაშაძის ულამაზესი ოჯახი და ფოტოები საზაფხულო არდადეგებიდან 

ruska

  • "ეს კლიპი მგონი არ გაქვთ ნანახი" - რუსკა ქარქაშაძე ქორწილის კადრებს აქვეყნებს 

„ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. სულ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე, ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც. იმ დღის მერე სულ ერ­თად ვართ, პა­უ­ზა არ გვქო­ნია. ჩემ­ზე უფ­რო­სია, 32 წლი­საა. ძა­ლი­ან მა­ბა­ლან­სებს, სა­ერ­თოდ არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. თა­ვად არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­რა­დი სივ­რცე ჰქონ­დეს.ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, -  ამბობდა რუსკა.

რუსკა ქარქაშაძესა და ლაშა მოწონელიძეს ერთი შვილი, ზუკა ჰყავთ.