"ისინი ისტორიებს თხზავენ, მე კი ჩემი სიმართლე მაქვს..." - რას პასუხობს ქეთო თოფურიძე მის შესახებ აგორებულ ჭორებს - Marao

"ისინი ისტორიებს თხზავენ, მე კი ჩემი სიმართლე მაქვს..." - რას პასუხობს ქეთო თოფურიძე მის შესახებ აგორებულ ჭორებს

2025-08-19 15:50:20+04:00

ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ქეთო თოფურიძე ბავშვობიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილია. საზოგადოება კარგად იცნობს მის უფროს დას, ნინი ბადურაშვილსაც. 

თავად ახალგაზრდა და წარმატებული ქეთო რამდენჯერმე ხმაურიანი განცხადების გამო კრიტიკის ობიექტადაც იქცა. მისი ცხოვრების სტილი კი ყოველთვის ინტერესის საგანია. მას სოციალურ ქსელში 50 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს საკუთარ ფოტოებს და, ამასთან, ხშირად პასუხობს გულშემატკივრების კითხვებსაც. 

ამჯერად, ქეთომ ინსტაგრამის სთორის საშუალებით, დუბაიში ცხოვრების, მის მიმართ არსებული ნეგატიური კომენტარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა: 

ketevani

კითხვაზე თუ როგორ უმკლავდება სტრესს, ქეთო პასუხობს, რომ ჭორები მუდმივად იარსებებს, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას უნდა მიხედოს ყველამ.

"ისინი ისტორიებს თხზავენ, მე კი ჩემი სიმართლე მაქვს. კარგი იქნება საკუთარი ცხოვრებით სცადონ ცხოვრება, აღმოჩნდება, რომ ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სხვების კრიტიკა" - პასუხობს ქეთო. 

ketevani

დუბაიში ცხოვრებაზე კი ამბობს:მ " ზაფხულში ამინდის გარდა ყველაფერი ძალიან მომწონს: ცხოვრების ხარისხი, უსაფრთხო გარემო, სისუფთავე და, რაც მთავარია, უსაზღვროდ ბევრი შესაძლებლობა. მთავარია მონდომება და აქ ყველაფერი შესაძლებელია.

ketevani

ქეთო საკუთარ განათლებაზე დასმულ კითხვასაც სცემს პასუხს. მისი თქმით, მან ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მიიღო.

"ბაკალავრის საფეხური ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტის მიმართულებით დავამთავრე. პერიოდულად გავდივარ სხვადასხვა კურსს ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით, გააჩნია იმ მომენტში, რომელი კურსი მჭირდება", - წერს ქეთო. 

ketevani

ქეთო "nextproperty" კომპანიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს.

ketevani

  • ცნობილი ოჯახის შვილობა, ხმაურიანი განცხადებები და კარიერა დუბაიში - ქეთო თოფურიძის ცხოვრების საინტერესო დეტალები 

ქეთო თოფურიძე

ეკა კახიანი ცნობილი მსახიობის, იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძის ქალიშვილია. გარდა ამისა, ის "მზიურელია" და მისი მუსიკალური კარიერაც აქედან დაიწყო.

ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.

topuridze

  • "რომელია დედა?!" - ეკა კახიანის სამი უმშვენიერესი ქალიშვილი და ახალი კადრები დაბადების დღის წვეულებიდან 

26 წლის უმშვენიერესი ქეთო დებს შორის ყველაზე უმცროსია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. ქეთომ დედისა და დებისგან განსხვავებული პროფესია აირჩია და პიარისა და მარკეტინგის სფეროში საქმიანობს. მან მცირე ასაკში მოახერხა ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა და განვითარებას მუდმივად აგრძელებს. 

ქეთო თოფურიძე უკვე რამდენიმე წელია, პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით საქმიანობს. იკავებდა არაერთ მაღალ თანამდებობასაც, ამჯერად კი მან  მეგობრებს კარიერული წარმატების შესახებ სასიხარულო სიახლე გაუზიარა. 

"4-წლიანი გამორჩეულად საინტერესო გზა გავიარე ტექნოლოგიების სფეროში. ახალი თავგადასავლის დროა - კარიერას დუბაიში, @nextproperty_com -ში ვაგრძელებ, გენერალური მენეჯერის პოზიციაზე .წინ დიდი გეგმებია და მჯერა, ამ გუნდთან ერთად კიდევ უფრო დიდ წარმატებას შევძლებ"- დაწერა მან.