"ჩემი ახდენილი ოცნება ერთი წლისაა" - ნინო თოლორდავა ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - Marao

"ჩემი ახდენილი ოცნება ერთი წლისაა" - ნინო თოლორდავა ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

2025-08-20 13:53:49+04:00

ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა და ბიზნესმენი გიორგი დავითაია, ცოტა ხნის წინ სუროგაციის გზით ვაჟის, თადა-ერეკლეს მშობლები გახდნენ.

ნინო ამბობდა, რომ ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო. "სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი­დევ ერთხელ გავ­ხდე­ბი დედა. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი დღეს გახ­და 24 წლის და კი­დევ ვხდე­ბი დედა", - ამბობდა ის. 

ნინომ საზოგადოებას თადა-ერეკლეს ვიდეო გაუზიარა. პატარა ერთი წლის გახდა.

"ჩემი ახდენილი ოცნება ერთი წლისაა" - წერს ნინო

  • "ბედნიერება" - ნინო თოლორდავა ულამაზეს ოჯახურ კადრებს გვიზიარებს 

ნინო თოლორდავა და გიორგი დავითაია

ნინო თოლორდავას პირველი მეუღლე  ზაზა ხაზალია იყო. ნინოს მეორე ქმარი კი ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი და­ვი­თა­ი­აა. მას ბიზ­ნე­სი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აქვს.

"ამიკო რომ იყო 6-7 წლის, იქიდან მოყოლებული მინდა სულ შვილი. სულ იმედგაცრუება მქონდა, განსაკუთრებით, ბოლო 6-7 წელია, არ ვიცი, როგორი ყოველდღიური მოლოდინი მქონდა, იქნებ ახლა, იქნებ ამ თვეში... მაგრამ არ დგებოდა ეს დღე, საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის", - ამბობდა ნინო თოლორდავა. 

"ეს თადა-ერეკლეა, ჩემი შვილი. ეს კი - ნოაა, ჩემი შვილიშვილი. ხშირად მეკითხებიან, როგორი გრძნობაა, როცა შენი შვილი და შვილიშვილი ერთი თაობის არიან. მე მათ ვპასუხობ - ეს საოცრებაა. ნოას დაბადების დღიდან ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი დაიწყო. ახალი ენერგია, ახალი მოტივაცია. თადა-ერეკლემ კი მიმახვედრა, რომ ყველაფერი შეგიძლია თავიდან დაიწყო სწორედ მაშინ, როცა გგონია, რომ ყველაფერი უკვე იყო.

  • "მე არ დავაგვიანე, მე ზუსტად მაშინ დავიწყე, როცა ყველაზე მეტად ვიყავი მზად ახალი სიყვარულისთვის" - ნინო თოლორდავას მეორე შვილი 24 წლის შემდეგ და ბებიის ამპლუა 

nino_tolordava

როცა პირველად დედა გავხდი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდი, ამიტომ ჩვენ ერთად ვსწავლობდით და ვვითარდებოდით.  დღეს, როცა ერთდროულად დედაც ვარ და ბებიაც, სამყაროს სულ სხვა ფერებში ვხედავ. ახლა დროს განსაკუთრებულად ვუფრთხილდები. ჩემი ყოველი დილა და ღიმილი საჩუქარია. მინდა, ყოველთვის ახსოვდეთ, როგორ ვიკრავდით ერთმანეთს გულში, როგორ ვთამაშობდით ბალახზე, როგორ გვეცინებოდა ყველას ერთად. 

მე არ დავაგვიანე, მე ზუსტად მაშინ დავიწყე, როცა ყველაზე მეტად ვიყავი მზად ახალი სიყვარულისთვის და, ჰო, ეს არის ჩემი ყველაზე ლამაზი ცხოვრება", - ამბობს ნინო თოლორდავა მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც შვილთან, პატარა თადა-ერეკლესა და შვილიშვილთან, ნოასთან ერთადაა. 

nino_tolordava