"ბედნიერება" - ნინო თოლორდავა ულამაზეს ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - Marao

"ბედნიერება" - ნინო თოლორდავა ულამაზეს ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

2025-06-11 15:38:46+04:00

ტელეწამყვან ნინო თოლორდავასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი დავითაიას, ცოტა ხნის წინ სუროგაციის გზით ვაჟი, თადა-ერეკლე შეეძინათ. ნინო ამბობდა, რომ ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო. "სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი­დევ ერთხელ გავ­ხდე­ბი დედა. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი დღეს გახ­და 24 წლის და კი­დევ ვხდე­ბი დედა", - ამბობდა ის. 

ამჯერად ჟურნალისტი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს.

  • "ეს კიდევ უფრო საოცარს ხდის ამ ისტორიას... რომ ვხედავ ჩემი 20 წლის ოცნება რეალობა გახდა, ვერც აღვწერ, რას ვგრძნობ" - ნინო თოლორდავას ცხოვრების ზღაპარი 

ნინო თოლორდავა

ნინო თოლორდავას პირველი მეუღლე  ზაზა ხაზალია იყო. ნინოს მეორე ქმარი კი ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი და­ვი­თა­ი­აა. მას ბიზ­ნე­სი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აქვს.

"ამიკო რომ იყო 6-7 წლის, იქიდან მოყოლებული მინდა სულ შვილი. სულ იმედგაცრუება მქონდა, განსაკუთრებით, ბოლო 6-7 წელია, არ ვიცი, როგორი ყოველდღიური მოლოდინი მქონდა, იქნებ ახლა, იქნებ ამ თვეში... მაგრამ არ დგებოდა ეს დღე, საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის", - ამბობდა ნინო თოლორდავა. 

  • "წარმოუდგენელი ემოციაა, წარმოუდგენელი გრძნობაა, ძალიან დიდი ბედნიერებაა" - ნინო თოლორდავა მეორე შვილისა და ოჯახის შესახებ 

ნინო თოლორდავა დედობის შესახებ

ამიკო რომ დაიბადა, ალბათ, ოთხი წლის იყო, იმ პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან მინდოდა მეორე შვილი. ეს ჩემ გარშემო ყველამ იცოდა: მეგობრებმა, ნაცნობებმა, ახლობლებმა, აბსოლუტურად ყველამ. ვოცნებობდი მეორე შვილზე, მაგრამ არა და არ დგებოდა ეს ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოცნება და თითქოს, ცხოვრება თავიდან დაიწყო, ხელმეორედ შეიძინა აზრი.

ბავშვი მე და ჩემს მეუღლესაც დაგვეხმარა, სიახლეები აღმოგვეჩინა ერთმანეთში – ისეთი თვისებები, რომლებიც აქამდე, თითქოს, უხილავი იყო. მან კიდევ უფრო დაათბო ჩვენი ურთიერთობა და ოჯახური ცხოვრება.

  • ნინო თოლორდავა სუროგაციასა და შვილთან პირველად შეხვედრის შესახებ: "ქალები არ უნდა შეეგუონ, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ვერ აჩენენ შვილს" 

მთელი ცხრა თვე ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ჩემი შვილის სახეს. მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობდით ხოლმე: შენი თვალი ექნება თუ ჩემი, შენი ცხვირი ექნება თუ ჩემი, ქერა იქნება თუ შავგვრემანი... სულ ამაზე ვფიქრობდი. ღამე რომ ვწვებოდი, ჩემი შვილის სახე მესიზმრებოდა. თან, შფოთი მქონდა, ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც პირველ შვილს ველოდი, ყველაფერი მარტივად იყო. არც ვნერვიულობდი, არც ვღელავდი. როგორი იქნება, ხომ ორივე ხელზე ხუთი თითი ექნება, ფეხზეც, არა? 24 წლის წინ ასეთ ელემენტარულ რამეებზე არ ვფიქრობდი. ახლა ყველაფერზე ვღელავდი. სოციალურ ქსელში რამეს რომ წავიკითხავდი, ყველაფერს ჩემს თავზე წარმოვიდგენდი და ეს განცდებს მიმძაფრებდა.