„მე ასეთი გია არ მინახავს! ასეთი რამ არც ელენეზე და არც მარიამზე არ გაუკეთებია“ - თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ბებია-ბაბუის ამპლუაში - Marao

„მე ასეთი გია არ მინახავს! ასეთი რამ არც ელენეზე და არც მარიამზე არ გაუკეთებია“ - თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ბებია-ბაბუის ამპლუაში

2025-08-21 12:39:46+04:00

მსახიობი მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი ცოტა ხნის წინ მშობლები გახდნენ. წყვილმა ქალიშვილს კირა დაარქვა და მას შემდეგ ხშირად აზიარებენ პატარა გოგონას ფოტოებს სოციალურ ქსელში. როგორც თავად აღნიშნავენ, კირა საოცრად ჰგავს მამას. 

ამჯერად პატარა კირას შესახებ მარიამის დედა, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საუბრობს. 

თამრიკოს თქმით, კირამ მისი და მისი მეუღლის, მსახიობ გია როინიშვილის ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

„მე ასეთი გია არ მინახავს! ჩვენ საკმაოდ ახალგაზრდები გავხდით ბებია და პაპა. 45 წლის ვიყავი, ბებია რომ გავხდი. სულ რამდენიმე ხნით ადრე, სანამ მარიამი ელენეს გააჩენდა, ჩემმა კლასელმა ტყუპები გააჩინა. მაშინ გავხდი ბებია, როცა ჩემი თანატოლები შვილებს აჩენდნენ.

ელენე მეც და გიამაც კი აღვიქვით შვილიშვილად, მაგრამ კირამ აბსოლუტურად გადაატრიალა ყველაფერი. ვიმეორებ, მე ასეთი გია ჯერ არ მინახავს. აბსოლუტურად შეშლილი დადის, ყირაზე დგას. ერთ დილას ეზოში რომ გავედი, გია კირას ეტლით ასეირნებდა, თან კლასიკურ მუსიკას ასმენინებდა. ასეთი რამ არც ელენეზე და არც მარიამზე არ გაუკეთებია“, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „სარკესთან“.

mariam_roinishvili

მარიამ როინიშვილის ცხოვრება და კარიერა

მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლშიც. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში დაა მარიამს ეს სამყარო სწორედ დედამ შეაყვარა. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ მარიამს აქტიური მუსიკალური კარიერა ჰქონდა - ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა წარმოდგენასა თუ კონცერტში.

  • "კოკო და მარიამი" - მარიამ როინიშვილი ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს 

2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული როლია ველმა წარმოდგენაში "ჩიკაგოში". მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ. ასევე გამორჩეულია მის მიერ შესრულებული ვარდო მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდები".

roinishvili

მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი, ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროთია დაინტერესებული და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

  • "ცოტა ვერ გავიგე რა ხდება, მაგრამ ყველაფერი კარგად გვაქვს" - რა ფოტოს აქვეყნებს ვახო კანდელაკი 

მარიამ როინიშვილი მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ.