"მახსოვს, პაემანზე მივდიოდი, დაქალს დავურეკე რჩევისთვის" - რას იხსენებს ნანა ნებიერიძე - Marao

"მახსოვს, პაემანზე მივდიოდი, დაქალს დავურეკე რჩევისთვის" - რას იხსენებს ნანა ნებიერიძე

2025-08-21 13:19:51+04:00

ნანა ნებიერიძემ 49 წლის ასაკში ცხოვრება ისევ თავიდან დაიწყო. დედის გარდაცვალებამ ის ბევრ რამეზე დააფიქრა, მიახვედრა და ცხოვრება სხვა თვალით დაანახვა. მართალია, პირადში ჯერ არ გაუმართლა, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდება მამაკაცი – მისი მეორე ნახევარი, რომელთანაც მძლავრი ენერგეტიკული კავშირი ექნება.

  • „ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვბერდები; ალბათ, ახლა, ამ ასაკში, ეს უკვე ალექსანდრეს დამსახურებაა“ - ნანა ნებიერიძე პირადი ცხოვრების შესახებ 

nebieridze

„ჩემი ცხოვრების გზა ცრემლიანი სიხარულითა და მტკივნეული ცრემლებით იყო სავსე. საკმაოდ საინტერესო და რთული გზა გამოვიარე, თავისი ტკივილებითა და სიხარულებით. ყველაზე დიდი ტკივილი დედის გარდაცვალება იყო. არაფერი დამიკლია, არც ფინანსურად და არც ფიზიკურად, მაგრამ უკვე ერთი წელია, ჩემ გვერდით აღარ არის. ეს ფიზიკურად, თორემ მის არსებობას სულ ვგრძნობ. დედა ჩემი ბოლო ტკივილი იყო. მისი იმქვეყნად წასვლით, ჩემთვის ჩემი ბავშვობა დასრულდა. აღარ ვარ ბავშვი, აღარ ვარ შვილი, დავრჩი მარტო. შვილი, შვილიშვილი, მეზობლები და მეგობრები კი მყავს, მაგრამ დედის სუნთქვის მოსმენა სხვა განცდა და სიხარულია.

  • 10 ქალი – 10 მიზეზი: რატომაა 50 წელი საუკეთესო დრო ცხოვრების შესაცვლელად

ბოლო წლებში, როცა დედა ავად იყო, ჩვენი პოზიცია შეიცვალა – მე ვიყავი დედა და დედაჩემი – შვილი. თუმცა, ფსიქოლოგიურად, მაინც ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი და ვგრძნობდი, რომ შვილი ვარ, მშობელი მყავდა გვერდით და დედის სითბოს შევიგრძნობდი. იმ წამს კი, როცა დედამ სუნთქვა შეწყვიტა და თვალები დახუჭა, მივხვდი, რომ მარტო ვარ და გავიზარდე. დედის სუნთქვა და შემოხედვა მაძლევდა სტიმულს, ცხოვრების ხალისს, მაძლიერებდა და როგორც კი სუნთქვა შეწყვიტა, მივხვდი, მე ვარ ჩემი თავის პატრონი, მე ვარ ძლიერი ქალი, არა ბავშვი და არა გოგო“, - ამბობდა ის. 

nana_nebieridze

ნანა ნებიერიძის ისტორია 

ამჯერად ნანა ნებიერიძე  ჟურნალ „თბილისელებთან“ მისი ცხოვრების საინტერესო მომენტებს იხსენებს:

  • საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის მშობლები: ვინ იყვნენ ლიკა ქავჟარაძის დედა და მამა

„მე არანორმალურად პუნქტუალური ადამიანი ვარ. სამწუხაროდ, საქართველოში ეს უდიდესი პრობლემაა. ერთხელ მახსოვს, პაემანზე მივდიოდი, დაქალს დავურეკე რჩევისთვის და პირველი, რაც მირჩია ის იყო, რომ მამაკაცზე ადრე არ მივსულიყავი. ქალი ხარ და ელემენტარულია, 10-15 წუთი მაინც დაიგვიანე, ცოტა ინერვიულოს, აუცილებელი არის შვეიცარიული საათის სიზუსტით მიხვიდეო. რა ვქნა, ჩემთვის გამორიცხულია სადმე დაგვიანება. ამის შანსი არ არსებობს, არ ვიცი აღზრდის ბრალია, თუ ჩემი ბიოლოგიური საათის, მაგრამ პაემანი ი არა სადაც არ უნდა მივდიოდე, დათქმულ დროს ადგილზე უნდა ვიყო“.