ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთი ხმაურიანი ნიშნობა თუ ხელის თხოვნა გაიმართა, რომლებმაც საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
სტატიაში გთავაზობთ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ ნიშნობებს.
მათე ბარკალაიასა და სალომე სალაყაიას ნიშნობამ მთელი საქართველო აალაპარაკა. მათი ნიშნობის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
„16 აგვისტოს დედაჩემის გარდაცვალების დღეა. სენაკში პატივს ვცემთ მის ხსოვნას“, - წერდა ბიზნესმენი საკუთარ გვერდზე.
მოგვიანებით კი გამოაქვეყნა გრანდიოზული ნიშნობის ვიდეო: „დედის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე“.
საფლავებამდე მისასვლელი გზა წითელი ხალიჩით იყო დაფარული, ხოლო საფლავები და მათი მიმდებარე ტერიტორია წითელი და შავი ბუშტებითა და წითელი და თეთრი ვარდებით იყო მორთული. ახალგაზრდა წყვილისთვის, გელა ბარკალაიას საჩუქრები ჰქონდა მომზადებული. მომავალმა მამამთილმა, რძალს ძვირფასი, ოქროს სამკაულები პირადად გაუკეთა.
ნიშნობის ცერემონიალის დასასრულს, სალომე სალაყაიას, მომავალმა მამამთილმა კიდევ ერთი, განსაკუთრებული საჩუქარი, შავი ფერის "პორშე" გადასცა.
რამდენიმე თვის წინ ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, ლიზი დარასელია დაინიშნა. ლიზიმ ნიშნობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა. როგორც ვიგებთ რჩეულმა ხელი დაბადების დღეზე სთხოვა.
"ჩემი დაბადების დღე ყველაზე ლამაზ დღედ აქციე. არ არსებობს ამაზე დიდი საჩუქარი. ძალიან მიყვარხარ და მიხარია, რომ ჩემ გვერდით ხარ. ჩემთვის ეს დღე ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ დღედ დარჩება. მადლობა ამ წამებისთვის, ჩემო სიყვარულო. მიყვარხარ მთელი გულით", - წერდა ლიზი დარასელია.
მშვენიერი მომღერლის რჩეული საბა ბალაძეა.
ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაზე დაინიშნა. ამის შესახებ მან თავად დაწერა: "მე ვუთხარი კი ჩემს სუპერ აგენტს, ჩემა საუკეთესო მეგობარს და უკვე ჩემს მომავალ ქმარს".
ქართველი მომღერალი დარენ პრინცზე დაინიშნა. დარენი ცნობილი ამერიკელი აგენტია, რომელიც სელებრითებთან და სპორტსმენებთან მუშაობს. ის ასევე არის მწერალი და ავტორი ბესტსელერისა "AimingHigh". დარენი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა დამოკიდებულებასთან ბრძოლისა და ადვოკატირების საქმეში.
ცოტა ხნის წინ ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოს ისტორიაში პირველად, ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქალია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ეს ტრიუმფი საბოლოო გამარჯვებით დაასრულა.
2024 წლის თბილისის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ, ასევე ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ ეთერ ლიპარტელიანს ხელი სთხოვა. კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.
მოგვიანებით, 2024 წლის ოქტომბერში წყვილმა ქორწილი გადაიხადა. სპორტსმენი წყვილის ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
მარიამ შარმანაშვილს, რომელიც ფართო აუდიტორიამ ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის სარძლოს სტატუსით გაიცნო, ცოტა ხნის წინ რჩეულზე კარლო პონტი უმცროსზე დაქორწინდა. ქორწილს წინ უძღოდა მოკრძალებული ნიშნობა.
ქორწილი 26 ივლისს თბილისში შედგა. წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციების დაცვით ჩაატარა. ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში გაიმართა, სადაც იტალიელმა სიძემ ჩოხა მოირგო, ხოლო მარიამი ქართული ტრადიციული ნაციონალური სამოსით იყო წარმოდგენილი. და რა თქმა უნდა, წყვილმა ქართული ცეკვა, დაისიც შეასრულა.
"წინასაქორწინო წვეულება ნატახტარში, ტბებზე აღვნიშნე. ღონისძიებაზე ჩემი უახლოესი მეგობრები მყავდა.საქართველოში დაგეგმილ ქორწილს [26 ივლისს] ქალბატონი სოფია არ დაესწრება. მეორე ქორწილი სექტემბრისკენ იგეგმება ჟენევაში. იქ გვექნება ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია, სადაც მხოლოდ რამდენიმე ოჯახის წევრი და მეგობარი დაესწრება, მათ შორის ქალბატონი სოფიაც.
აქაც გვექნება ხელმოწერის ცერემონია, თუმცა ოფიციალური ნაწილი ჟენევაში გვექნება", - ამბობდა მარიამ შარმანაშვილი Ambebi.ge-სთან ინტერვიუში.