დალი ჩიტალაძე შესანიშნავ ფორმაშია - მოდის ექსპერტის სილამაზის საიდუმლო 62 წლის ასაკში - Marao

დალი ჩიტალაძე შესანიშნავ ფორმაშია - მოდის ექსპერტის სილამაზის საიდუმლო 62 წლის ასაკში

2025-08-27 12:47:52+04:00

მოდის ექსპერდი დალი ჩიტალაძე ზღვიდან საოცარ კადრებს აქვეყნებს. დალი არაჩვეულებრივ ფორმაშია, რასაც მისი გულშემატკივრები ხაზს უსვამენ.

  • TOP 10 ქართველი ქალი, რომლებიც 60+ ასაკის შემდეგაც აქტიურად აგრძელებენ კარიერას 

დალი ჩიტალაძის ახალგაზრდობის საიდუმლო

მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე ყოველთვის ცდილობს ელეგანტურად გამოიყურებოდეს. ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ცდილობს, სასურველი ფორმა შეინარჩუნოს. მისი თქმით, ზედმეტი 2-3 კილოგრამიც ძალიან ბევრს ნიშნავს.

„ზედმეტი კილოგრამები ყოველთვის დისკომფორტს მიქმნის. მე გემრიელად ჭამა მიყვარს, მაგრამ თუ შევატყვე, რომ წონის მატება დავიწყე, მაშინვე ვჩერდები. ხუთ კილოგრამზე მეტი არასდროს მომიმატია. თუ ამდენი მოვიმატე, უკვე განგაშის სიგნალს ვრთავ, წითელ ხაზებს არ ვკვეთ. რა ვქნა, არ მომწონს და არ მიყვარს ჩემი თავი ასეთ ფორმაში“ - თქვა ჩიტალაძემ „თბილისელებთან“.

dali

  • გრანდიოზული წვეულება და ცნობილი სტუმრები - დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა 

დალი ჩიტალაძის თქმით, ის ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ მცირე დოზით. 

„ეს არის ჩემი ოქროს წესი – შეამცირეთ დოზა. თუ გინდათ, საგრძნობლად დაიკლოთ, მაშინ რაციონიდან უნდა ამოიღოთ ცომეული, ბურღულეული და უნდა მიიღოთ მეტი ცილა, ბოსტნეული და ხილი. თევზი, კვერცხი, ყველი, ბოსტნეულთან ერთად. ამ პროდუქტის მიღება აუცილებელია, ძალიან საჭიროა ორგანიზმისთვის, თუმცა, ხანდახან განტვირთვის დღეებიც, ანუ მხოლოდ ბოსტნეულის მიღებაც კარგია“, - აღნიშნა ჩიტალაძემ „თბილისელებთან“.