"ხშირად მეუბნებიან - "ეს რას დამსგავსებულა...მგონი ძალიან დაბერდი" - რას პასუხობს გვანცა დარასელია კრიტიკოსებს - Marao

"ხშირად მეუბნებიან - "ეს რას დამსგავსებულა...მგონი ძალიან დაბერდი" - რას პასუხობს გვანცა დარასელია კრიტიკოსებს

2025-09-01 13:26:10+04:00

"დაფიქრებულხართ თუ არა, რა არის თქვენი მიზანი, როცა ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, საჯარო პირია ის თუ არა, უწერთ საჯაროდ კომენტარს გარეგნობის შესახებ. მაგალითად, მე ხშირად ვიღებ ასეთ შეტყობინებებს: "ვაიმე, რა გამხდარი ხარ", "ეს რას დამსგავსებულა", "მგონი ძალიან დაბერდი" და ა.შ. 

  • "რამდენი რამ მოხდა ამ 15 წლის განმავლობაში... ეს ყველაფერი დაფუძნებულია ძალიან დიდ სიყვარულსა და ნდობაზე" - გვანცა დარასელია მეუღლისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ 

რა თქმა უნდა, ეს ჩემს შინაგან სრულფასოვნებაზე არანაირად არ მოქმედებს, თუმცა სრულყოფილებისკენ სწრაფვის ტრენდში დიდი წვლილი მიუძღვის სოციალურ მედიას, შეფასებებს, იმ არარეალურ რეალობას, რომელსაც გვაჩვენებენ. შეიძლება სიგამხდრის, სიმსუქნის ან ნაოჭის მიღმა იდგეს ფსიქოლოგიური პრობლემა, ცხოვრების წესი, სირთულეები, რომლებსაც ადამიანები გადიან. მინდა, რომ ამაზე ხშირად დავფიქრდეთ, ადამიანის გარეგნობა არ არის მისი შეფასების უმაღლესი კრიტერიუმი და რომ ჩვენმა ნათქვამმა სიტყვამ სხვას მართლა შეიძლება ატკინოს გული ან უბიძგოს პროცედურებისა თუ ინექციებისკენ, რომ სრულყოფილებას მიაღწიოს. 

  • "დედა-შვილის საოცარი მსგავსება" - გვანცა დარასელია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს 

უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ და კარგი კომენტარებიც არ დავიშუროთ ერთმანეთისთვის", - ამბობს გვანცა  დარასელია ვიდეოში, რომელიც საკუთარ გვერდზე გააზიარა. 

DARASELIA

გვანცა დარასელიას ოჯახი და კარიერა

გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა. 

"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

  • რა შემთხვევაზე საუბრობს გვანცა დარასელია: "მინდა გითხრათ, რომ თავს ვგრძნობ სუპერ-ახალგაზრდად, მაქვს უამრავი ენერგია, იდეა..."

ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა. 

DARASELIA

ახლა გვანცას საკუთარი რადიო "ქალების რადიო" აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად. 

"ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია. 

გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.