ქართველი მსახიობები არა მხოლოდ თავიანთი პროფესიონალიზმით, არამედ სტილითაც ხშირად იქცევენ საზოგადოების ყურადღებას. თანამედროვე ქართულ კინოში და თეატრში მრავალი მსახიობია, რომელიც არამხოლოდ ეკრანზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებითა და ინდივიდუალური სტილით.
გადავავლოთ თვალი იმ ქართველი მსახიობების სიას, რომლებიც სტილის და მოდის თვალსაზრისით გამორჩეული ფიგურები არიან თანამედროვე საქართველოში.
კახა კინწურაშვილი 1984 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ სოხუმში დაიბადა.
2006 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი. მიწვევით მუშაობს თბილისის სხვადასხვა თეატრებში.
ის წლების მანძილზე მუშაობდა ტელეკომპანია "იმედში" თუმცა 2023 წელს, სარედაქციო პოლიტიკის გამო, თუ როგორ აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ტელევიზია დატოვა.
ბავშვობაში სპორტსმენობა სურდა, თუმცა 6 წლის იყო, როცა მსახიობობა გადაწყვიტა და მას შემდეგ არჩეული გზისთვის არასდროს გადაუხვევია:
„5 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა დრამწრეზე შემიყვანეს. სცენაზე რომ დავდექი და ეს ჯადოსნური სამყარო შევიგრძენი, მას შემდეგ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. აქტიური ბავშვი ვიყავი და ბევრ წრეზე დავდიოდი, მაგრამ ყველაზე დიდი ხალისით სცენაზე გავდიოდი. უბრალოდ, მაშინ ეს საქმე გაცილებით მარტივი მეგონა, ვიდრე არის... კარგ რეჟისორთან ერთად და კარგი სცენარის მიხედვით ფილმზე ვიმუშავებდი. როგორ პერსონაჟს განვასახიერებდი? რომელიც იბრძვის, რომელსაც სტკივა, რომელსაც უყვარს" - ამბობდა კახა.
კახას განსაკუთრებით დიდი პოპულარობა სერიალმა "ტიფლისი" მოუტანა, სადაც ლუკა მაისურაძის როლს ასრულებდა.
მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი 1986 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა. 2007 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. 2010 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტი დაასრულა.
თორნიკეს მეუღლე "ღიმილის ბიჭების" ვარსკვლავის, კახა ქორიძის ქალიშვილი ნინო ქორიძეა.
თორნიკემ და ნინომ ერთმანეთი სერიალის - "გოგონა გარეუბნიდან" გადაღებებზე გაიცნეს. მათმა ურთიერთობამ თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - მაშინ თორნიკე 24 წლის იყო, ხოლო ნინო - 37-ის. წყვილი დღემდე ერთად ცხოვრობს და ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავს.
პაატა ინაური 1988 წლის 4 ნოემბერს დაიბადა.
2006-2010 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო სამ თეატრში: სამეფო უბნის თეატრში, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში და მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მისი თეატრალური კარიერის მნიშვნელოვანი როლებია: „მეფე ლირი“, „რომეო და ჯულიეტა“, „მის ჯული“, „ახალგაზრდობის ტკივილები“, „პრომეთე“ და სხვა.
მისი კინოდებიუტი შედგა 2012 წელს ფილმში „დარჩი ჩემთან“, სადაც მთავარი როლი შეასრულა ოსკარზე ნომინირებული რეჟისორის, ზაზა ურუშაძის გვერდით. სხვა კინომუშაობებიდან აღსანიშნავია ლევან ტუტბერიძის ფილმი „მოირა“, რომელიც სანს სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში იყო წარდგენილი და მოიპოვა ეკუმენური ჟიურის პრიზი.
გივიკო ბარათაშვილი 1993 წლის 10 იანვარს დაიბადა მსახიობების ოჯახში. გივიკოს მამა არჩილ ბარათაშვილიც და დედა, ხათუნა ბერძენიშვილი მსახიობები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების ოჯახში გაიზარდა, ერთ-ერთ ინტერვიუში გივიკომ აღნიშნა, რომ თავად სულაც არ უნდოდა მსახიობობა, არც თეატრში სიარული უყვარდა. დიდხანს ფიქრობდა ფეხბურთელობაზე და მხოლოდ სიზარმაცის გამო დაანება თავი, რასაც დღემდე ნანობს. ფიქრობს, რომ გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი დადგებოდა მისგან, ვიდრე მსახიობი.
არჩილ სოლოღაშვილი 1979 წლის 13 ნოემბერს დაიბადა. მომავალი მსახიობი 1995-2000 წლებში სწავლობდა თეატრალურ სკოლა-სტუდია „ბერიკებში“.
1999 წელს დაამთავრა შოთა მილორავას სახელობის საესტრადო სასწავლებელი ქართული ქორეოგრაფიის განხრით. 2005 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, 2006 წელს კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 2003–2006 წლებში იყო თეატრალური სარდაფის მსახიობი.
არჩილის მეუღლე ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძეა. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნო. როგორც არჩილი მოგვიანებით ინტერვიუში იხსენებდა, ნუცა პირველად თეატრის ეზოში, პრესკონფერენციის დროს დაინახა, სადაც ჟურნალისტებიც იყვნენ დაბარებულები. ნუცა ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის - გოგი ქავთარაძის შვილიშვილია. წყვილს ერთი ვაჟი, სანი ჰყავთ.
გიორგი ბახუტაშვილი 1990 წლის 18 მარტს დაიბადა . 2012 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან არის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი.
გიორგი საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში მისი პერსონაჟი, ცოტნე ყოველთვის უარყოფით შეფასებებს იმსახურებს, რეალურ ცხოვრებაში გიორგიმ მაყურებლისთვის თავის შეყვარება მარტივად შეძლო. 2016 წელს მან სერიალი დატოვა, 2018 წელს კი კვლავ დაუბრუნდა.
2015 წელს გიორგი დაქორწინდა თაკო შოშიაშვილზე. წყვილს ერთი შვილი, ბეა ჰყავს.
1992 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა მსახიობი ირაკლი კვირიკაძე. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. აღსანიშნავია, რომ ირაკლი მსახიობების ოჯახიდანაა. ის "ღიმილის ბიჭების" ვარსკვლავის, კახა ქორიძის შვილიშვილია. დედაც ნინო ქორიძეც ცნობილი მსახიობია.
2014 წელს ირაკლიმ მთავარი როლი ითამაშა ფილმში „Tbilisi, I Love You“. იმავე წელს ის ნიუ-იორკში გაემგზავრა სამსახიობო კურსების გასავლელად ცნობილ Stella Adler Studio-ში. ნიუ-იორკში სწავლის დროს ის ქართველ რეჟისორს, რეზო გიგინეიშვილს, შეხვდა, რომელმაც მას მთავარი როლის შესრულება შესთავაზა ფილმში „მძევლები“. ფილმის პრემიერა ბერლინის 68-ე კინოფესტივალზე შედგა, სადაც ირაკლი ევროპის ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ მსახიობთა ათეულში მოხვდა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო დაიმსახურა.
მსახიობ გიორგი მახარაძეს საზოგადოება წლებია კარგად იცნობს. მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ცნობილ ქართულ ტელესერიალში, როგორიცაა "ჩემი ცოლის დაქალები", სადაც მაქსიმეს როლს ასრულებდა.
წლების წინ მომღერალ და მსახიობ მარიამ როინიშვილზე იქორწინა, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა. მათ ერთი საერთო ქალიშვილი ელენე ჰყავთ.
გიორგიმ მეორე ოჯახი რამდენიმე წლის წინ შექმნა, მან ასევე მსახიობ მარიამ ნადირაძეზე იქორწინა. მარიამსა და გიორგის ერთი ქალიშვილი ჰყავთ.