ჟურნალისტი, უბრალო ოჯახის შვილი, რომელიც სიყვარულმა სამეფო ტახტამდე მიიყვანა - ესპანეთის დედოფალი ლეტიცია - Marao

ჟურნალისტი, უბრალო ოჯახის შვილი, რომელიც სიყვარულმა სამეფო ტახტამდე მიიყვანა - ესპანეთის დედოფალი ლეტიცია

2026-04-15 13:25:39+04:00

ესპანეთის დედოფალი ლეტიცია თანამედროვე მონარქიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ფიგურაა. მისი ცხოვრება თითქოს კინოს ჰგავს - წარმატებული ჟურნალისტი, უბრალო ოჯახის შვილი, რომელიც სიყვარულმა სამეფო ტახტამდე მიიყვანა და დღეს არა მხოლოდ ესპანეთის, არამედ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და პროგრესულ დედოფლად ითვლება. 

leticia

  • ყველაზე გასაიდუმლოებული რომანი, რომლის შესახებაც სამეფო ბიოგრაფმა მხოლოდ ახლა გაამხილა: პრინცესა დაიანასა და ოლივერ ჰოარის სიყვარულის ამბავი 

ლეტიციას ბიოგრაფია

ლეტიცია ორტის როკასოლანო 1972 წლის 15 სექტემბერს ოვედოში, ასტურიის პროვინციაში დაიბადა. მისი ოჯახი არ იყო არისტოკრატიული წარმომავლობისიგი იყო უფროსი ქალიშვილი ხოსე ორტიზ-ალვარესისა და მისი პირველი ცოლის მარია დე ლა პალომა როკასოლანო-როდრიგესის. დედამისი რეგისტრირებული იყო როგორც ექთანი, თუმცა იგი მუშაობდა საავადმყოფოს მიმღებში. ლეტიციას ორი უმცროსი და ჰყავს თელმა და ერიკა. ერიკას გარდაცვალებაზე მთელი ესპანური მედია წერდა. როგორც აღმოჩნდა მან თავი მოიკლა ზედმეტი წამლების მიღებით, ხოლო ამის მიზეზი უცნობია.

ლეტიციამ დაამთავრა მადრიდის კომპლუტენსის უნივერსიტეტი და ჟურნალისტიკაში ბაკალავრი და  მაგისტრის ხარისხიც მიიღო.  

leticia

  • მიშელ ობამას სტილი — ძალის, თავისუფლების და ქალურობის სიმბოლო 

ლეტიციას კარიერა

კარიერა მან პრესაში დაიწყო, მაგრამ მალევე ტელევიზიაში გადავიდა. მუშაობდა ისეთ მედიაგამოცემებშ, როგორიცაა Bloomberg და CNN+, შემდეგ კი გახდა ცნობილი სახე ესპანურ ტელევიზიაში. 2000 წელს ის სამუშაოდ გადავიდა TVE-ზე, სადაც მუშაობდა ახალი ამბების წამყვანად. 2002 წელს მას მიჰყავდა ყოველკვირეული პოლიტიკური მიმოხილვა, მოგვიანებით კი დილის გადაცემაში გადავიდა. 2003 წლის აგვისტოში მან ინტერვიუ აიღო თვით ასტურიის პრინც ფილიპე ბურბონისგან.

leticia

ლეტიცია 2000 წელს ვაშინგტონიდან პირდაპირ აშუქებდა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკში მომხდარ ტერაქტზე გააკეთა ვრცელი რეპორტაჟი, ხოლო 2003 წელს ერაყის ომში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირი ეთერიდან იტყობინებოდა პირდაპირ ერაყიდან.

ლეტიციას პირველი ქორწინება

ლეტიციას პირადი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი მისი პირველი ქორწინებაა, რომელიც მანამდე მოხდა, სანამ ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა. ლეტიცია1998 წელს დაქორწინდა ალონსო გერერო პერესზე, რომელიც მისი ლიტერატურის მასწავლებელი იყო. მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ ქორწინებითაც დაგვირგვინდა.

ქორწილი ქალაქ ალკალაში გაიმართა, თუმცა ეს იყო მხოლოდ სამოქალაქო ცერემონია და არა ეკლესიური ქორწინება. სწორედ ამ დეტალს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა მოგვიანებით, რადგან ეკლესიური ქორწინების არქონა ლეტიციას შესაძლებლობას აძლევდა, თავისუფლად დაქორწინებულიყო პრინც ფელიპეზე. ლეტიციასა და ალონსოს ქორწინება სულ რაღაც ერთი წლით გაგრძელდა და 1999 წელს ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ.

ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება მიიპყრო, როდესაც ლეტიცია პრინც ფელიპეს საცოლე გახდა. ესპანეთში მიმდინარეობდა დისკუსია —-შეიძლებოდა თუ არა სამეფო ოჯახში ქორწინება ქალისთვის, რომელსაც უკვე ჰქონდა წარსულში ქორწინება. საბოლოოდ ეს პრობლემად არ ქცეულა, რადგან ქორწინება მხოლოდ სამოქალაქო იყო და ეკლესიურად ლეტიცია „დაუქორწინებელი“ ითვლებოდა. ამ ისტორიის გამო ლეტიცია კიდევ უფრო განსაკუთრებული ფიგურა გახდა ესპანეთის საზოგადოებაში. ქალი, რომელიც უბრალო ოჯახიდან მოვიდა, გაიარა კარიერული გზა, უკვე ჰქონდა ცხოვრებისეული გამოცდილება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა სამეფო ოჯახის ნაწილი. 

ლეტიცია და ფელიპე

მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა 2003 წელს, როდესაც საზოგადოებამ გაიგო მისი რომანის შესახებ ესპანეთის მემკვიდრე პრინცთან, ფელიპე დე ბორბონთან. მათ ერთმანეთი ჟურნალისტური საქმიანობის დროს გაიცნეს და მალევე გადაიქცნენ ესპანელებისთვის რომანტიკის სიმბოლოდ. 2004 წლის მაისში ლეტიცია და ფელიპე დაქორწინდნენ. ქორწილი მადრიდის ალმუდენას ტაძარში გაიმართა და მას უამრავი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი დაესწრო.

leticia

  • მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის ტრადიციების წინააღმდეგ - როგორ ცხოვრობს წყვილი დღეს 

ლეტიციას სამეფო ოჯახში შესვლა საზოგადოების განხილვის თემად იქცა. ერთის მხრივ, მისი „უბრალო“ წარმომავლობა და ჟურნალისტური კარიერა ხალხს მასთან უფრო აახლოვებდა. მეორეს მხრივ, კრიტიკოსები სკეპტიკურად უყურებდნენ იმას, თუ როგორ მოახერხებდა ჟურნალისტი სამეფო ტრადიციების გაგებას. თუმცა წლებმა აჩვენა, რომ ლეტიცია ამ როლს არამხოლოდ შეეგუა, არამედ მას ახალი სიცოცხლე შემატა. 

წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს: ასტურიის პრინცესა ლეონორი, რომელიც ესპანეთის ტახტის მემკვიდრეა, და ინფანტა სოფია. დედოფლისთვის ოჯახი ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა. იგი ყოველთვის ცდილობს, შვილებს  ბავშვობის ატმოსფერო შეუქმნას და მათ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. 

leticia

ლეტიცია გამოირჩევა თავის თანამედროვე ხედვებითაც. როგორც დედოფალი, ის აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო, კულტურულ და ჯანდაცვის პროექტებში. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა უფლებებსა და ქალთა სოციალურ როლს. მისი სამეფო საქმიანობა ხშირად გაჯერებულია სიმკაცრითა და პროფესიონალიზმით, რაც ჟურნალისტურ წარსულს ახსენებს. 

გარდა ამისა, ლეტიცია არაერთხელ დასახელდა როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური დედოფალი. მისი ჩაცმის სტილი გამორჩეულია ელეგანტურობით, მინიმალიზმითა და დახვეწილობით. ხშირად სწორედ მას მიიჩნევენ თანამედროვე მონარქიული მოდის სახედ, რომელიც ტრადიციას და თანამედროვეობას საუკეთესოდ უთავსებს. 

leticia

დედოფლისა და მეფე ფელიპეს სიყვარულის ისტორია კვლავ რჩება საზოგადოების ინტერესის საგნად. ისინი არა მხოლოდ სამეფო წყვილი არიან, არამედ ერთმანეთის პარტნიორებიც ცხოვრებასა და საქმიანობაში. მათი ქორწინება ბევრისთვის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება სიყვარულმა გააერთიანოს სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები.