"კატო ორი თვის იყო, როცა სახლიდან წამოვედი, ორ ბავშვთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი" - რუსკა მაყაშვილი მეუღლის, განქორწინებისა და ოჯახის შესახებ - Marao

"კატო ორი თვის იყო, როცა სახლიდან წამოვედი, ორ ბავშვთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი" - რუსკა მაყაშვილი მეუღლის, განქორწინებისა და ოჯახის შესახებ

2025-09-13 15:56:57+04:00

"არ მრცხვენია სიმპათიის გამოხატვის. ჩემს ქმარს პირველმა მე ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი, თვითონ მერე მითხრა. ადრე რომ იყო, გაგიყვანდნენ და სიყვარულს გიხსნიდნენ, ფაქტობრივად, ეს მე გავაკეთე. არც ერთი წამით არ მგონია ეს სირცხვილი, „გოიმობა“. მომწონს, მე თვითონ რომ ვდგამ რაღაც ნაბიჯებს, არ ველოდები სხვას. 

  • "არა­სო­დეს წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ოჯა­ხი და­მენგრე­ო­და, ძა­ლი­ან მი­ჭირს ცვლი­ლე­ბე­ბი" - რუსკა მაყაშვილი ქმართან დაშორების შესახებ

ზოგადად, ზედმეტი ფიქრი მიყვარს, ფიქრებმა შეიძლება ცუდ მდგომარეობამდე მიმიყვანს. პანიკური შეტევებიც მქონდა, პოსტ სამშობიარო დეპრესია დამეწყო და ამან დამარწმუნა, რომ ექიმთან უნდა მივსულიყავი. ახლა გადასარევად ვგრძნობ თავს, მაგრამ ის პერიოდი დიდხანს გაგრძელდა. ვფიქრობდი, რომ კაციც მე ვიყავი და -ქალიც, ყველაფერი მე უნდა მეკეთებინა, სიტყვა - დავიღალე - არ არსებობდა. მეგობართან დაჯდომა და თქმა, რომ ცუდად ვარ, არ შემიძლია. მთელი ცხოვრებაა, ვჭიდაობ, არ ვაღიარებ, რომ დავიღალე, მგონია, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს გავუმკლავდები. 

მეორე შვილის გაჩენის შემდეგ დამეწყო პოსტ სამშობიარო დეპრესია. კატო ორი თვის იყო, როცა სახლიდან წამოვედი, ორ ბავშვთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. ბავშვებს რომ დავაძინებდი, მეგონა ვიღაც შემოვიდოდა. ჯოჯოხეთი გავიარე, მაგრამ მივედი ფსიქოლოგთან და ახლაც ვსვამ წამლებს", - თქვა რუსკა მაყაშვილმა ნანკა გვარის პოდკასტში სტუმრობისას. 

ruska_makashvili

რუსკა მაყაშვლი განქორწინების შესახებ 

ცოტა ხნის წინ რუსკა მაყაშვილმა თქვა, რომ ის და სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს დაშორდნენ, ახლა კი შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს. ამ თემაზე საჯაროდ პირველად მან ნან­კა გვა­რის "პოდკასტში" ისაუბრა: 

  • "ჩემზე ჭორების აგორება თუ აბედნიერებთ, კი ბატონო..." - რუსკა მაყაშვილის ინტერვიუ ოჯახსა და პირად ურთიერთობაზე

"ძა­ლი­ან დიდი ხანი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. ბევ­რი წლის ფიქ­რი ბევ­რი წლის აწონ-და­წო­ნა. არა­სო­დეს წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ოჯა­ხი და­მენგრე­ო­და. ძა­ლი­ან მი­ჭირს ცვლი­ლე­ბე­ბი. რა ჩან­გლი­თაც ვჭამ­დი ბავ­შვო­ბა­ში, იმ ჩან­გლით ვჭამ ახ­ლაც. ცვლი­ლე­ბე­ბის მე­ში­ნია. რომ გავ­თხოვ­დი და სხვა­გან გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ისევ ჩემს ოჯახ­ში, ჩემს დან­გრე­ულ სახ­ლში მივ­დი­ო­დი და იქ ვი­ჯე­ქი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ დიდი ვარ და ორი შვი­ლი მყავს მი­ჭირს მა­ინც.

და­შო­რე­ბა რთუ­ლია. თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პრო­ცეს­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და­შო­რე­ბა. უბ­რა­ლოდ ამა­ზე ფიქ­რი მი­დი­ო­და. ეს არის ურ­თუ­ლე­სი მძი­მე პე­რი­ო­დი, ფიქ­რობ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ გა­უმკლავ­დე­ბი. ახ­ლაც გამ­კლა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვარ. რთუ­ლია, ორი შვი­ლი რომ გყავს... ეს ისე­თი თე­მაა, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი. 8 თვე გა­ვი­და და ახ­ლაც გამ­კლა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვარ" - თქვა რუს­კა მა­ყაშ­ვილ­მა.

ruska

რუსკა მაყაშვილის განვლილი გზა და ოჯახი 

რუსკა მაყაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა "საქართველოს ბანკის" 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ - სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. აქტიურად იყო დაკავებული რუსთაველის თეატრშიც და გიორგი თავაძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას, ბოლო დროს კი კარიერა უფრო კინოს დაუკავშირა.

რუსკა მაყაშვილი იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ამავე პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ამჯერად ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანია და ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება.

  • "ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად შეყვარებულები არიან ერთ პარტნიორზე" - რუსკა მაყაშვილი

ცოტა ხნის წინ რუსკამ  ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. როგორც ტელეწამყვანმა დაწერა, ყველაფერს საზღვარი აქვს და ამდენი ტყუილი საკმარისია. „ვტოვებ ტელეკომპანია იმედს. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. მორჩა საკმარისია ამდენი ტყუილი“, – წერდა რუსკა მაყაშვილი. ამის შემდეგ მის მიმართ ნეგატიური კომენტარებისა და კრიტიკის დიდი ტალღა წავიდა, თუმცა რუსკამ არაერთხელ განმარტა, რომ ეს მასსა და მის არჩევანზე გავლენას არ ახდენს. 

რუსკა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანან და კომერციულ ვიდეოებშიც მონაწილეობენ. შვილებისგან განსხვავებით, რუსკასთან ერთად საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მისი მეუღლე, მსახიობი განმარტავდა, რომ სანდროს კამერები არ უყვარს და მათთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდება.  

ruska