ნათია ლაზაშვილის სიყვარული, რომელიც 30 წელზე მეტს ითვლის, კარიერა და უცნობი ამბები - როგორია ტელეწამყვანის ცხოვრება კადრს მიღმა - Marao

ნათია ლაზაშვილის სიყვარული, რომელიც 30 წელზე მეტს ითვლის, კარიერა და უცნობი ამბები - როგორია ტელეწამყვანის ცხოვრება კადრს მიღმა

2026-04-21 15:19:47+04:00

ტელეწამყვან ნათია ლაზაშვილს საზოგადოება არაერთი წელია იცნობს. ის ეკრანებზე ჯერ კიდევ 1995 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ კი ერთგულ მაყურებელთა დიდი არმია ჰყავს. 

natia

ნათია ლაზაშვილის ბიოგრაფია

ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი ტელეკომპანიის დაფუძნებიდან მუშაობდა "რუსთავი 2"-ში. ის 1995-2006 წლებში უძღვებოდა არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. 2006 წელს მან ტელეკომპანია დატოვა სხვა წამყვან ჟურნალისტებთან ერთად.

ამის შემდეგ ტელეეკრანზე 2012 წელს დაბრუნდა "მეცხრე არხის" ეთერში, თუმცა მალევე დატოვა და პიარ-სამსახურში გადაინაცვლა. ლაზაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, PR-ის საკითხებში პრემიერის აპარატის მრჩეველი გახდა.

ის ცოტახნის წინ კვლავ დაბრუნდა ტელევიზიაში და "რუსთავის 2"-ის საინფორმაციოს წამყვანია. ნათია "სითისთან" ინტერვიუში იხსენებს, როგორ მიიღო "რუსთავი 2-ზე" დაბრუნების გადაწყვეტილება.

"ყველაზე რთული, დაბრუნებაზე გადაწყვეტილების მიღება იყო. პირველ დღეს ემოციების დროც კი არ მქონია. ყველაფერი სწრაფად მოხდა. არხი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე იდგა. ყველა მე მაჩქარებდა და პასუხისმგებლობა, რომ “რუსთავი 2” სწრაფად დაბრუნებულიყო ეთერში, ფაქტობრივად, მე დამეკისრა.

შედიხარ სტუდიაში, “9-იანის” წამმზომი ირთვება და… თითქოს არც ყოფილა გამოტოვებული წლები, თითქოს გუშინ დაემშვიდობე მაყურებელს" - ამბობს ნათია.

natia

ნათია ლაზაშვილის ოჯახი

ნათია ლაზაშვილი ამბობს, რომ მისი ოჯახური სიმტკიცის საიდუმლო მისი მეუღლეა, რომელიც მისთვის საუკეთესო ქმარია დედამიწის ზურგზე:

„რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში არის რთული პერიოდები. ჩვენც ვჩხუბობთ ხოლმე, მით უმეტეს, რომ მე ჯიუტი ვარ და გაბუტვა ვიცი. ვფიქრობ, რომ იოლი ხასიათი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ პრეტენზიული. ამიტომ ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო უფრო გოგიტაა. მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელშიც გოგიტა დადებით ემოციებს არ იწვევს და არ უყვარს, რასაც ალბათ ვერ ვიტყვი ჩემზე. მე ადამიანებს ბევრად ცივი ვგონივარ, ვიდრე რეალურად ვარ“, – ამბობდა ტელეწამყვანი. 

გიორგი ფრუიძე 2019 წლის 29 ოქტომბრამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანად დაინიშნა, ფრუიძემ თანამდებობა დატოვა. 

ნათიას და გიორგის ერთი შვილი, ლეკო ფრუიძე ჰყავთ.

ნათია "სითისთან" ინტერვიუში შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს. 

"ლეკო არასდროს იყო რთული ბავშვი, თუ მე არ ვიყავი მკაცრი და მომთხოვნი დედა, მაგრამ ჩვენ შორის დიდ სირთულეებს ვერ ვიხსენებ. ვცდილობდი ყოველთვის თავისუფლება მიმეცა და არც არასდროს შემიზღუდავს მის გადაწყვეტილებებში. თუ ვჭირდები – ვეხმარები, დიდად არ ვაწუხებ კითხვებით. რაც შეეხება ცვლილებებს ურთიერთობაში, ის უკვე ზრდასრული ადამიანია და შესაბამისად, სულ უფრო მეტად მაქვს მისი იმედი. ჩვენი ოჯახის რამდენიმე წევრს და ახლობელს მოუწია მის კლინიკაში მოხვედრა და მივხვდი, რომ ამასობაში ჩვენი დასაყრდენიც გახდა. ადრე, როგორც ყველა, ჩვენც ოჯახის ახლობელ ექიმებს ვურეკავდით, ახლა ლეკოა ჩვენი ადრესატი", - ამბობს ნათია.