"მის საქართველო", ირინა ონაშვილი იმ თაობის მოდელებს შორისაა, რომლებიც დღემდე საზოგადოების ყურადღების ქვეშ არიან. მან მისი განსხვავებული გარეგნობით მალევე მოახერხა დაემსახურებინა ხალხის დიდი სიყვარული.
ირინა ცოტა ხნის წინ კოტე მათითაშვილის პოდკასტს სტუმრობდა, სადაც ექიმებთან საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ასიმეტრიული ტუჩი აქვს, რისი გამოსწორებაც სცადა, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო.
"ბევრი წლის წინ, ჩემს მეგობარს გავყევი საკმაოდ ცნობილ ექიმთან და ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს. მეგონა, რომ ოდნავ ასიმეტრიული ტუჩი მაქვს, ჩავთვალე, გალამაზდებოდა და გახდებოდა ჩემი ზედა ტუჩი სიმეტრიული. ბიოპოლიმერი ერთ მხარეს მაქვს და არის და არის. მერე უბრალოდ მივაკითხე ისევ ამ კლინიკაში იმავე ექიმს, რომ მენახა ისტორია, სახელწოდება გამეგო, რომ პრობლემის გადასაჭრელად სხვა გზები მომეძებნა.
მითხრა, ისტორია არ გავხსენიო, ახლა მე გაგიკეთებ ერთ ნემსსო, რომელიც მაგ ყველაფერს დაშლისო, გამიკეთა ნემსი, მაგრამ ესეც მორიგი ტყუილი აღმოჩნდა, არ გამოიღო შედეგი. მერე ამდენი ინფორმაცია დაგვეწია, რომელიც მოვიძიე და ვიცი, რაც არის, ამას მხოლოდ პლასტიკური ჩარევა შველის, მაგრამ ცოტა მეზარება და გადავიფიქრე," - ამბობს ირინა ონაშვილი.

ირინამ რამდენიმე წლის წინ "beauty magazine-თან" საკუთარი თავის მოვლის შესახებ ისაუბრო, როგორც ამბობს მან 14 წლის ასაკიდან დაიწყო საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა:
"თავის მოვლა 14 წლიდან დავიწყე, მარტივი დამატენიანებელი საცხით და გამწმენდი რძით. დღემდე არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. უბრალოდ, ვცდილობ დავიცვა ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც გამოიხატება ფიზიკური აქტივობით, სწორი კვებით და ძილის რეჟიმის დაცვით. თავის მოვლის განსაკუთრებულ ხერხებს არ მივმართავ – ცოტა ზარმაცი ვარ ამ კუთხით.
მსუბუქი მაკიაჟის გაკეთება თითქმის ყოველდღიურად მიწევს, ამიტომ მყავს კოსმეტოლოგი, რომელთანაც ვიტარებ იმ აუცილებელ, მარტივ პროცედურებს, რასაც ჰქვია სახის გაწმენდა და პილინგი, რომელიც წლის გარკვეულ სეზონებზე აუცილებელია ჩვენი კანისთვის.
მთავარი სწორედ ის არის, რომ მაკიაჟის მოცილება სწორად შევძლოთ და რაც საყურადღებოა, არასოდეს დამიძინია მაკიაჟით. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხარისხიანია პროდუქცია, არ უნდა დავიტოვოთ სახეზე ტონალური კრემი, ძილის წინ კარგად უნდა ჩამოვიბანოთ. რომ კანმა ისუნთქოს," - ამბობს ირინა

ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ამის შემდეგ ირინა რამდენიმე ტელეგადაცემასა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა. როგორც ჩანს, მოდელი აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული და კარიერაზე განსაკუთრებით ზრუნავს.

ირინას პირველი ქმარი ფეხბურთელი ბესო ქარდავა იყო. ბესომ ირინა მოიტაცა. მათი ურთიერთობა ვერ აეწყო და წყვილი მალე დაშორდა. მას შემდეგ ირინას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი დადიოდა, თუმცა ის მალე ლადო ვარძელაშვილს გაჰყვა ცოლად. ლადო ვარძელაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრია. ის უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში აღარ ჩნდება და არც სოციალურ ქსელში აქტიურობს.