ჩიხტიკოპიდან თავისუფალ ტალღებამდე: როგორ ცვლიდა დროსა და მოდას ქართველი ქალი - Marao

ჩიხტიკოპიდან თავისუფალ ტალღებამდე: როგორ ცვლიდა დროსა და მოდას ქართველი ქალი

2026-04-21 16:37:23+04:00

მეოცე საუკუნის მსოფლიო მოდამ ბევრი სტერეოტიპი დაამსხვრია და თამამი, ხშირად ექსცენტრული ვარცხნილობები დაამკვიდრა, თუმცა საქართველოში ეს პროცესი სრულიად განსხვავებულად წარიმართა. ტრადიციული სტილის სიმტკიცე აქ არა ჩამორჩენილობის, არამედ გამორჩეული ესთეტიკის ნიშანი იყო. განვიხილოთ, როგორ იცვლებოდა ქართველი ქალის ვარცხნილობა და სად იკვეთება ერთმანეთთან ეროვნული ავთენტურობა და მსოფლიო მოდის გავლენა.

ქალის ვარცხნილობა

XVII-XVIII საუკუნეებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ძირითადად ერთი სტილის ვარცხნილობა არსებობდა. ქალბატონები ძირითადად ნაწნავებს, იგივე დალალებს ან კავებს ატარებდნენ.

უფროსი ასაკის ქალის ვარცხნილობა მცირე დეტალით განსხვავდებოდა. დაოჯახებული და ასაკოვანი ქალბატონი შედარებით გრძელ კავებს ატარებდა და ლეჩაქში მალავდა, ახალგაზრდებს კი მოკლე კავები ჰქონდათ, რომ თავსაბურავში გამოჩენილიყო.

varcxniloba

  • ქალი, რომელიც დროს უსწრებდა: ბარბარე ჯორჯაძის საოცარი გამბედაობა, ცხოვრება და მემკვიდრეობა 

იმ ეპოქაში ქართველი ქალი ყოველთვის ატარებდა თავსაბურავს, ის საზოგადოებაში არასდროს ჩნდებოდა მის გარეშე. თავსაბურავების ნაირსახეობა არსებობდა და ის სხვადასხვა კუთხის მიხედვით განსხვავდებოდა. 

ჩიხტი-კოპი - ორი ნაწილისაგან შედგება: ჩიხტისა და კოპისაგან. ჩიხტი არის თავზე დასადები მუყაოს ან ხის ბრტყელი რკალი თხემისკენ დაქანებული, რომელზეც გადაკრულია შუბლსაკრავი, ანუ თავსაკრავი. ეს თავსაკრავი ფარჩის ან ხავერდის სხვადასხვა ფერის ქსოვილის ვიწრო ოთხკუთხა ზოლია, მოქარგული ანდა შემკული შუბლის ქინძისთავით, ზოგჯერ მძივებით. კოპი არის ბოლოებწაწვეტებული, ბამბით გამოტენილი ფერადი ფარჩის ან აბრეშუმის ქსოვილის ნახევარრკალი. მას დებენ ჩიხტის შიგნით, რათა ზედ ქინძისთავებით ლეჩაქი დაამაგრონ. ჩიხტიკოპის ტარებისად ქალს წინ ორი დალალი ლამაზად ჰქონდა გადმოგდებული.

chixtikopi

  • ოსმალეთის იმპერიის ყველაზე გავლენიანი ქალი სულთანი 

ამასთან, ატარებდნენ მანდილს, რომელიც შავი სატინის ან ქიშმირის გრძელტოტებიანი სამყურა მოსახვევია. მას თუშები იმაგრებენ კუჭურას ზემოთ. კუჭურა მიტკლისაგან იკერება. თუშები მანდილის ზევიდან იხვევენ გრძელ, ოთხკუთხა, ორფა შავი ქსოვილის ზოლს.

ასევე არსებობს ხევსურული მანდილი, რომელიც თუშურისგან განსხვავებულია. სათაურა - ხევსური ქალის თავსაბურავის ნაწილია. ესაა გასათხოვარი ქალის თავსადები, რომელსაც  ნახევარრკალის მოყვანილობა აქვს და მდიდრულად ნაქარგი ამშვენებს. გათხოვილი ხევსური ქალი მას უმატებდა ხევსურულ მანდილს. ეს მანდილი შინნაქსოვი შალისაგანაა დამზადებული, ოთხკუთხაა, ცალ მხარეს აქვს ფოჩი, მისი ბოლოები კი მოქარგულია.

დასავლეთ საქართველოში ტრადიციული თავსაბურავისაგან გამოირჩევა რაჭველი ქალის თავსაბურავი. ის მხოლოდ მთის რაჭის სამ სოფელში: ღებში, ჭიორაში, გლოლაშია გავრცელებული. ამ თავსაბურავის ნაწილია ჩიქილა - თეთრი მიტკლის სამყურა თავსაფარი, რომელსაც ორი ტოტი მიკერებული აქვს. ჩიქილის შუა ნაწილის ქვედა მხარეს შემოკერებულია აბრეშუმის ძაფის ფოჩებგამობმული ჩიმჩიყი - ბადე. ჩიქილას ზემოდან ეხვევა რამდენჯერმე გადახვეული ოთხკუთხა, ფოჩებშემოვლებული ქსოვილი - თაუსაკონი.

ამდაგვარი თავსაბურავები იციან საქართველოს სხვა კუთხეებშიც: მთიულეთში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, მესხეთში და სხვა კუთხეებში.

  • ქართული თეატრის ლეგენდა: სალომე ყანჩელის ცხოვრება და კარიერა

XIX-XX საუკუნეში ვარცხნილობის სტილი და თავსაბურავის ტარების ტენდენცია ნელ-ნელა შეიცვალა. მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისი ევროპული მოდის ცენტრი ხდება. თუ მანამდე ქალის თმა თითქმის მთლიანად დაფარული იყო თავსაბურავით, ამ პერიოდში აქცენტი გადადის მოცულობაზე და არქიტექტურულ ფორმებზე. ფოტოებზე ჩანს, რომ ქართველი ქალები ირჩევდნენ სტილს, რომელიც ხაზს უსვამდა მათ ინტელექტუალურ და არისტოკრატიულ ბუნებას.

varcxniloba

ფოტოზე: ეკატერინე თარხნიშვილი, "მის ევროპა 1905"

საინტერესოა, მე-19 საუკუნის თბილისში არსებობდა სპეციალური პროფესია - „დამვარცხნელი“. ისინი ოჯახებში დადიოდნენ და ქალბატონებს საათობით უკეთებდნენ იმ რთულ კონსტრუქციებს, რასაც თქვენ ფოტოებზე ხედავთ.

elene-dariani

ფოტოზე: ელენე დარიანი

თმა, როგორც სოციალური სტატუსი

საქართველოში თმის მოვლა რიტუალი იყო. იყენებდნენ ბუნებრივ საშუალებებს:

  • ბალახეული ნახარშები: ბზინვარებისთვის.
  • ინითა და ბასმით შეღებვა: ქართველი ქალები ხშირად ანიჭებდნენ უპირატესობას მუქ, შავ ან წაბლისფერ ტონებს, რაც „აღმოსავლურ იდუმალებას“ უსვამდა ხაზს.
  • აქსესუარები: ფოტოებზე თავსაბურავი აღარ ჩანს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვარცხნილობას ხშირად ამშვენებდნენ ძვირფასი სავარცხლებით ან მცირე ზომის ბუჩქოვანი ყვავილებით.

თანამედროვე ეპოქაში ქართველი ქალის ვარცხნილობის ევოლუცია ტრადიციული ფორმების სრულმა ტრანსფორმაციამ და გლობალურ მოდასთან შერწყმამ განსაზღვრა. თუ მე-19 საუკუნეში თმა "სოციალური პროტოკოლი" იყო, 20-ე საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნეში ის თვითგამოხატვის თავისუფალ ინსტრუმენტად იქცა.

20-ე საუკუნის მიწურული (80-90-იანი წლები) ექსპერიმენტებისა და მოცულობის ხანა გახდა. ეს პერიოდი საქართველოში მსოფლიო ტენდენციების „ქართულ ინტერპრეტაციას“ წარმოადგენდა:

  • „ასიმეტრია და მოცულობა“: 80-იან წლებში პოპულარული გახდა ე.წ. „ქიმიური დახვევა“ და მაქსიმალური მოცულობა. ქართველი ქალები, რომლებსაც ბუნებრივადაც ხშირი თმა აქვთ, ამ ტენდენციას განსაკუთრებული ენთუზიაზმით შეხვდნენ.
  • პანკ-კულტურის გავლენა: 90-იანებში, მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა, ახალგაზრდებში გაჩნდა პროტესტის ნიშნად გაკეთებული თამამი, ხშირად უფორმო და დაჩეჩილი ვარცხნილობები.
  • „კარე“ და „სესუნი“: ეს იყო ათწლეულები, როცა ქართველმა ქალებმა მასობრივად დაიწყეს თმის მოკლედ შეჭრა, რაც დამოუკიდებლობისა და საქმიანი იმიჯის სიმბოლოდ იქცა.

2000-იანი წლებიდან საქართველოში სილამაზის ინდუსტრია ახალ საფეხურზე გადავიდა. 2000-იანების დასაწყისის მთავარი ჰიტი „დაუთოებული“, სარკისებურად სწორი თმა იყო. ქალები უარს ამბობდნენ ბუნებრივ ხვეულებზე გლუვი ფაქტურის სასარგებლოდ. დაიწყო აქტიური ექსპერიმენტები ფერებზე - „მელირება“, მოგვიანებით კი „ომბრე“ და „ბალაიაჟი“. ქართული ტიპაჟისთვის დამახასიათებელი მუქი პიგმენტი ხშირად იცვლებოდა ღია, თბილი ტონებით.

onashvili

დღეს აღარ არსებობს ერთი კონკრეტული „სავალდებულო“ სტილი. მოკლე „პიქსი“, გრძელი ტალღები თუ ავანგარდული ფერები - 21-ე საუკუნის ქართველი ქალი თავად წყვეტს, რა არის მისი „სავიზიტო ბარათი“.

mathilda