"დიდი სიამოვნებით გამოვიდოდი ჯო გალიანოს ჩვენებაზე" - მშვენიერი კრისტი ყიფშიძის ამბავი პოდიუმზე და მის მიღმა - Marao

"დიდი სიამოვნებით გამოვიდოდი ჯო გალიანოს ჩვენებაზე" - მშვენიერი კრისტი ყიფშიძის ამბავი პოდიუმზე და მის მიღმა

2025-09-18 13:41:05+04:00

კრისტი ყიფშიძე ყველასთვის საყვარელი მოდელების რიცხვს მიეკუთვნება. ის დღემდე აქტიურადაა ჩართული პროფესიულ საქმიანობაში და გულშემატკივრებს განსხვავებულ ესთეტიკურ კადრებს ხშირად უზიარებს. 

კრისტის ცოტა ხნის წინ "beautybox"-თან ჰქონდა ბლიც ინტერვიუ, სადაც საკუთარი ცხოვრების, კარიერისა და პიროვნების შესახებ ისაუბრა:

"სილამაზე ჩემთვის არის სიმარტივე. ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ.

დიდი სიამოვნებით გამოვიდოდი ჯო გალიანოს ჩვენებაზე, საყვარელი მოდელი კი ქეით მოსია.

ჩემს ჩანთაში სულ ნახავთ კორექტორსა და ტუჩსაცხს. უფრო წითელი ფერის ტუჩსაცხს ვანიჭებ უპირატესობას და აუცილებლად ტუჩსაცხი უნდა იყო მატი ეფექტის" - ამბობს კრისტი ყიფშიძე.

კრისტი ყიფშიძე

"დავიბადე თბილისში, ეს ჩემი საყვარელი ქალაქია. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ ცხოვრება თბილისის გარდა სხვაგან არ შემიძლია. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, კარგი მოსწავლე ვიყავი. მოდელობაზე არასდროს მიოცნებია. სკოლის პერიოდში სპექტაკლებში მიმიღია მონაწილეობა და სცენა ძალიან მიყვარდა. 

1994 წელს დავიწყე სამოდელო კარიერა. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მეგობარმა შემომთავაზე ჩვენებაზე გამოსვა. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და დაუჯერებელი შემოთავაზება იყო. მაშინ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა იყო, ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის კარგი გამოწვევა იყო და მაშინვე დავთანხმდი.

kristi-kipshidze 

  • როგორ სახლში ცხოვრობს მოდელი კრისტი ყიფშიძე 

ჩვენებაში ჩემთან ერთად ლიკა ქავჟარაძე გამოდიოდა. კარიერაში წარმატება თავისით მოდიოდა. რა თქმა უნდა, ნიჭი, გარეგნობა და შრომისმოყვარეობაც უნდა გქონდეს. მუშაობა არასდროს მეზარებოდა. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ბედნიერებას მანიჭებს" - ამბობდა კრისტი ყიფშიძე. 

"თე­ბერ­ვლის თვის ერთ მშვე­ნი­ერ დღეს დუტა მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, მარ­ტო ხარო? დუ­ტას­თან ვმე­გობ­რობ, მისი ზარი არ გამ­კვირ­ვე­ბია, მაგ­რამ შე­სა­ვალ­მა ცო­ტა­თი და­მაბ­ნია, - რა ხდე­ბა-მეთ­ქი? ოთა­ხის კარი ჩა­კე­ტე, რა­ღაც უნდა გი­თხრა და მინ­და მარ­ტო იყოო. ბევ­რი რომ აღარ გა­ვაგ­რძე­ლო, პრო­ექ­ტში "ვინ ვინ არის?" ჩარ­თვა შე­მომ­თა­ვა­ზა. ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ვი­ცო­დი, მთლი­ა­ნი გა­და­ცე­მა - არას­დროს, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი მქონ­და ნა­ნა­ხი. მა­გა­ლი­თად, მა­ნი­კას ნიღ­ბის მოხ­სნა. დუ­ტამ მი­თხრა, კარ­გად და­ფიქ­რდი და გად­მო­მი­რე­კეო. მოკ­ლედ, შე­ვე­დი ინ­ტერ­ნეტ­ში, ამ გა­და­ცე­მის გვერ­დი მო­ვი­ძიე, ყვე­ლა­ფერ­ში გა­ვერ­კვიე და ჩავ­თვა­ლე, რომ ეს ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბო­და. მგო­ნი, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სურ­ვი­ლი, სცე­ნა­ზე ერთხელ მა­ინც იმ­ღე­როს. მი­თხრეს, თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იცო­დე, ეს გზა ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, ამ­ბა­ვი სა­ი­დუმ­ლოდ უნდა შე­ი­ნა­ხო, ოჯა­ხის წევ­რებ­საც არა­ფე­რი უნდა უთხრაო. ეს იდუ­მა­ლე­ბა ჩემ­თვის კი­დევ უფრო დიდი აზარ­ტი აღ­მოჩ­ნდა. მას შემ­დეგ, რაც დუ­ტას თან­ხმო­ბა გან­ვუ­ცხა­დე, ჩემს პრო­დი­უ­სერს, ნი­ნუ­ცა ყა­ჭი­აშ­ვილს შევ­ხვდი და ამ დღი­დან ჩემი იდუ­მა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო.

kristi-kipshidze

სულ რა­ღა­ცას ვი­ტყუ­ე­ბო­დი. ვინ­მე თუ და­მი­რე­კავ­და და იქ ვი­ყა­ვი, რა­ღა­ცას ვი­გო­ნებ­დი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხში­რად მწერ­დნენ, სად ხარო? ბუ­ნებ­რი­ვია, მა­თაც ვა­ტყუ­ებ­დი: ხან ვამ­ბობ­დი, გა­და­ღე­ბა­ზე ვარ, ჯერ ვერ მო­ვალ-მეთ­ქი. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტის დროს ვთქვი, რომ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქა­ლაქ­გა­რეთ ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი და გვი­ან დავ­ბრუნ­დე­ბო­დი. ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში არ მით­ქვამს", - ამბობდა კრისტი ყიფშიძე.