ეკა, 15 წლის: "გამარჯობა. ახლა ძალიან მიჭირს და იმედი მაქვს, რომ სიტუაციიდან გამოსავალს თქვენი მეშვეობით ვიპოვი.
ნოდოს ბავშვობიდან ვიცნობ. თავიდან ვმეგობრობდით, მერე - შემიყვარდა, მაგრამ გრძნობების გამხელას მოვერიდე: ის ხომ ჩემი ძმაკაცი იყო, ძმაკაცთან "სხვანაირი" ურთიერთობა კი ჩემთვის მიუღებელია! არადა, მასაც შევუყვარდი;
მაგრძნობინებდა, რომ მოვწონდი, რომ ჩემთან ძმაკაცობა კი არა, სულ სხვანაირი ურთიერთობა სურდა. მე სულელმა კი იმდენი ვქენი, რომ გავიჩალიჩე და დღეს ნოდო ჩემი ბიძაშვილის შეყვარებულია. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ახლა ურთიერთობის აწყობას ცდილობენ და ყველგან ერთად დადიან...
როცა მივხვდი, რომ ჩვენ შორის რაღაც ძაფები გაიბა, ბიძაშვილს ნოდოზე ლაპარაკით ტვინი გავუბურღე, მერე ისინი ერთმანეთს შევახვედრე და... ყველაფერი თავისთავად აეწყო. ახლა ვხვდები, რომ უდიდესი შეცდომა დავუშვი - მათი ალერსის ყურება მაღიზიანებს. ასეთ დროს მინდა, ხმამაღლა ვიყვირო, რომ ვიტანჯები, მაგრამ ამის უფლებაც აღარ მაქვს - ეს ყველაფერი ხომ მე მოვაწყვე..."
ჟურნალი "გზა" (გამოდის ხუთშაბათობით)