რომელი ცნობილი სახეები გახდნენ პატარა ნინას ნათლიები: ფოტოები დუდა სანაძისა და ანუნა მდივნიშვილის შვილის ნათლობიდან - Marao

რომელი ცნობილი სახეები გახდნენ პატარა ნინას ნათლიები: ფოტოები დუდა სანაძისა და ანუნა მდივნიშვილის შვილის ნათლობიდან

2025-09-22 13:28:31+04:00

დუდა სანაძე საქართველოს ნაკრების კალათბურთელია. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. დუდას მეუღლე ანუნა მდივნიშვილია. წყვილს ცოტა ხნის წინ მეორე შვილი, სახელად ნინა შეეძინათ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ნინას ნათლობის ვიდეო. პატარას ორი ნათლია ჰყავს, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მოდელი ანანო მდინარაძე.

  • "დაიბადა ნინა სანაძე" - დუდა სანაძე და ანუნა მდივნიშვილი მეორე შვილის მშობლები გახდნენ 

ანუნა მდივნიშვილისა და დუდა სანაძის ოჯახი 

"ანუნა კალათბურთის ფედერაციაში მუშაობდა და შემთხვევით დავინახე, როცა სამსახურიდან გამოდიოდა. მე კი ამ დროს ვარჯიშიდან გამოვდიოდი. დავინტერესდი, შემდეგ, ინფორმაციები მოვიძიე და გავიცანი. 

ჩემი წარმატება ანუნას წარმატებაა. თამამად ვამბობ, ჩემი ყველა წარმატებული ნაბიჯი ანუნას დამსახურებაა, ძალიან მიწყობს ხელს. შეიძლება, ვინც მას არ იცნობს და არ იცის, სპორტსმენის ცხოვრებაში მეუღლის როლი რამდენად დიდია, ამას ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ასეა.

ელემენტარული, სპორტულ რეჟიმში ხელშეწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღარაფერს ვამბობ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე.. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიყო და მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთო" - ამბობდა დუდა. 

დუდას და ანუნას ორი შვილი ჰყავთ - გიორგი და ნინა. პატარა გოგონა წყვილს სულ ცოტა ხნის წინ შეეძინა. ნინამ ოჯახში კიდევ უფრო მეტი სიყვარული და სიმშვიდე შეიტანა. ოჯახის ახალ წევრსა და მასთან ერთად ცხოვრებაზე ანუნა მდივნიშვილმა ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა: 

  • "როგორია მარტო ყოფნა, როცა სახლში ცოლი, შვილი, ოჯახი გეგულება..." - კალათბურთელი დუდა სანაძისა და ანუნა მდივნიშვილის ორი შვილი და ბედნიერი ოჯახი 

"ზუსტად არ ვიცი, სექტემბრიდან სად წავალთ, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, ერთად წავალთ. თავიდან მარტივი არ იქნება. სანამ რუტინას შეეჩვევი, რთულია, მაგრამ ერთად დავლაგდებით. რაც პირველი შვილი შეგვეძინა, მას შემდეგ მე, ძირითადად, საქართველოში ვარ, დუდა დადის მარტო. მაგრამ, ახლა უკვე ერთად მოგვიწევს წასვლა.

ზოგი მეორე შვილის დაბადების შემდეგ უფრო ქაოსურ მდგომარეობაშია, მე – პირიქით, ძალიან მშვიდად ვარ, ალბათ, იმიტომ, რომ ბავშვიც ძალიან მშვიდია. ჭამს და სძინავს, მართლა ვერ გაიგებ, სახლში პატარა თუა. აქედან გამომდინარე, სტრესსა და დაძაბულობას საერთოდ არ განვიცდი. პირიქით, ვირგებ ამ ყველაფერს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ამ პერიოდში უძილობა ყველას აქვს, ახალშობილს სჭირდება ხშირად გაღვიძება, მაგრამ რადგან არ ტირის, ესეც მშვიდად გადაგვაქვს. ამიტომ, როცა ყველას ერთად მოგვიწევს წასვლა, ვფიქრობ, რომ არ გაგვიჭირდება. დუდას დიდი იმედი მაქვს. ბავშვებთან მიმართებაში ძალიან აქტიურია. გიორგის საჭიროებები თავიდან ბოლომდე თავის თავზე აქვს აღებული, თან, ძალიან კარგად ართობს და როცა აქ არის, ძალიან მეიმედება. თუ დამატებით დამჭირდება დახმარება, თუნდაც სახლის საქმეში, ალბათ, ამასაც მოვაგვარებთ", - ამბობდა ანუნა მდივნიშვილი.