რომანტიკული კადრები და უმშვენიერესი ევა ბარბაქაძე: ვინ არის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის რჩეული - Marao

რომანტიკული კადრები და უმშვენიერესი ევა ბარბაქაძე: ვინ არის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის რჩეული

2025-09-24 10:18:09+04:00

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. დიდია ინტერესი მისი პირადი თუ კარიერული ცხოვრების დეტალების შესახებ. 

ევა შეყვარებულია და რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, თუმცა მისი ვინაობა დაფარულია. პირველად საყვარელ ადამიანთან ერთად გადაღებული ფოტოები ევამ დედის, შორენა ბეგაშვილის დაბადების დღეზე გამოაქვეყნა და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. 

eva

eva

eva

  • "იცით, ეს რომელი კაბაა?" - ევა ბარბაქაძის განსაკუთრებული კაბა დედის, შორენა ბეგაშვილის დაბადების დღეზე 

ევა ბარბაქაძის ოჯახი 

ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.

ცნობილი დედის მსგავსად ევაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.

რო­გორც ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით შო­რე­ნამ ისა­უბ­რა, ევას მამას ღა­ლა­ტის გამო და­შორ­და. შორენას ქმარი ზურაბ ბარბაქაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გა­ლი­ნა აპი­ლა­ტია. გა­ლი­ნა და მისი და, ლუბა, სა­ქორ­წი­ნო კა­ბებ­ზე, პე­ნუ­ა­რებ­სა და ქა­ლის თეთ­რე­ულ­ზე მუ­შა­ო­ბენ.   

  • ქართველი დიზაინერის კაბა და Cartier-ის ლეგენდარული ყელსაბამი: შორენა ბეგაშვილმა ახალი წელი დუბაიში შვილთან და დასთან ერთად აღნიშნა 

  • შორენა ბეგაშვილის ძვირადღირებული ჩანთების კოლექცია: TOP 10 ჩანთა მსახიობის გარდერობში 

ევა ბარბაქაძის უბედური შემთხვევა

შემთხვევა 2016 წლის 27 მარტს მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ევა სახლში, საკუთარ ოთახში ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად გადავარდა. მაშინ 14 წლის ევას ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები ჰქონდა, მკურნალობდა რამდენიმე თვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

შორენა ამბობდა, რომ ინციდენტის დროს სამზარეულოში იყო და კერძს ამზადებდა, როდესაც ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა გაიგო, რომელსაც საპატრულო პოლიციის სირენების ხმაც ერთოდა, გაიქცა ევას ოთახში და ის იქ აღარ დახვდა.

საბედნიეროდ, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ევა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. განაგრძო სწავლა, მოგვიანებით უნივერსიტეტშიც ჩააბარა და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას.